ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 27 აგვისტო 2017 11:06

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი /მი-8/ ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დღეს დილით მოულოდნელად ჩამოვარდა. ვერტმფრენი რეზერვუარის ავსების მომენტში, წყალში ჩავარდა. 

ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის 3 წევრი ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად კი, თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადამოჰყავთ. სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ. მათ მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

საქართველოს საბერძნეთის შს მინისტრი პირველად ეწვია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 23 ივნისი 2017 10:05

საქართველოსა და საბერძნეთის შს მინისტრებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, საბერძნეთის რესპუბლიკის შს მინიტრი ნიკოლაოს ტოსკასი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ბერძენ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკული საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას.

როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ აღნიშნეს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეებისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მნიშვნელობას, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

საქართველოს შს მინისტრმა ბერძენ კოლეგას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მონაწილებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 11:09

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში,  რომელიც ლუქსემბურგში მიმდინარეობს. მინისტერიალზე საუბარი შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე საკითხებს, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით საქართველოს ქვეყნის პროგრესისა და წარმატების შედეგად  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  პროექტში განსაკუთრებული როლი  და ევროინტეგრაციის აქტიური დღის წესრიგი აქვს. „ჩვენ შესაბამისობაში ვართ იმ მოლოდინებთან რომელიც არის აღმოსვალეთ პარტნიორობის მიმართ ეს არის 2020 სტრატეგია და უკავშირდება იმ 4 პრიორიტეტს, რომელიც ასევე შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ რეფორმების გეგმასთან. ჩვენი მზიანია რომ პრაქტიკულ ინტეგრაციასთან ერთად გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა პოლიტიკური კუთხით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველომ გააკეთოს მაქსიმუმი რათა ვიყოთ ინტეგრირებული ევროპასთან, ვიყოთ  ნაწილი ევროპული განვითარების, უსაფრთხოების და  ღირებულებების“-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა მეგობართა ჯგუფის ფორმატში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრას და მადლობა გადაუხადა ლატვიასა და სლოვაკეთს შეხვედრის ორგანიზებისთვის. მინისტრის შეფასებით ის რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსთვის გაიმართა სპეციალური შეხვედრა, მოწმობს ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ პროგრესს „აღმოსვალეთ პარტნიორობის“ ფორმატში. 

„ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრაში არის განსაკურებულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს პროგრესი კიდევ ერთხელ იქნას წარდგენილი ჩვენი პარტნიორების წინაშე, შეფასდეს დღევანდელი მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. ის რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსთვის გაიმართა სპეციალური საუზმე საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით არის მკაფიო გამოხატულებაა რომ საქართველოს განსაკუთრებული როლის აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ეს არის საქართველოს წარმატების და პროგრესის შედეგი. ჩვენი პარტნიორების ლატვიის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დახმარებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა ვისაუბრეთ მოლოდინებსა და საქართველოს აქტიური ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე“  -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:07

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო.
მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე მსგავსი მიზნები ამოძრავებთ და ორივე ქვეყანა რუსეთიდან მომავალი საფრთხეებისა და აგრესიის პირისპირ დგას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინაში და გააგრძელებს ორმხრივი ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობას და უკრაინის მხარდაჭერას ყველა ფორმატში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეფან პოლტორაკმა გიორგი მარგველაშვილს უკრაინის პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ პირადი წვლილისათვის, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში.
შეხვედრისას საუბარი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის მზადების საკითხებს შეეხო, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 10:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის ინტენსიურ თანამშრომლობას მთელ რიგ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ. 

გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 02 ივნისი 2017 10:22

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, სერგეი იარავოის შეხვდა. სერგეი იარავოი, უკრაინის პოლიციის დელეგაციასთან ერთად, თბილისს სპეციალურად პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვია.

გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკრაინის მხარესთან თავის კომპეტენციაში შემავალ ყველა ძირითად სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებები. ახლა უკვე მთავარია, მოვახდინოთ ამ ხელშეკრულებების იმპლემენტაცია და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილეს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის მინისტრს საკუთარ კაბინეტში დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 23:56

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იუსტიციის მინისტრს საკუთარ კაბინეტში დაუპირისპირდა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მაასი: თურქეთს, ერდოღანის სურვილისამებრ არავის არ გადავცემთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:51

თურქეთში პოლიტიკური მოტივით დაწყებული გამოძიებების შესახებ ექსტრადირების მოთხოვნას დადებითად არ ვუპასუხებთ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰეიკო მაასმა გააკეთა.

″თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო დროს ჟურნალისტების დაკავების ჩათვლით, შეშფოთებით ვადევნებთ თვალ.″-განაცხადა ჰეიკო მაასმა.

უცხოელ ჟურნალისტთა ასოციაციის (WAP) წევრებთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მაასმა, თურქეთში გაზეთ Cumhuriyet-ზე განხორციელებული ოპერაცია და ჟურნალისტრების დაკავება გააკრიტიკა.

მაასმა კითხვაზე,″ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით თურქეთს დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეაფასებდით?″- ასე უპასუხა:

“პრესის თავისუფლება, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი ელემენტია. ევრო კავშირში გაწევრიანების მსურველიმა პრესის თავისუფლებაც უნდა უზრუნველყოს. პრესის თავისუფლება მხოლოდ გაზეთების არსებობის გაგრძელებას კი არა, ამავდროულად ჟურნალისტებზე ზეწოლის გარეშე, დამორჩილების გარეშე და რა თქმა უნდა დაკავების გარეშე თავიანთი საქმის თავისუფლად გაკეთებასაც მოიცავს. ზუსტად ამ თემას დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს. შეშფოთებას მხოლოდ მედია ორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ქმედებები არ იწვევს. გულახდილად რომ ვთქვათ გადატრიალების მცდელობის შემდეგ დიდი რაოდენობით სახელმწიფო მოხელე, ოფიციალური პირი და მასწავლებელი დააკავეს. ′პროცესი მართლაც დემოკრატიული სახელმწიფოს კრიტერიუმების შესაბამისად მიმდინარეობს?′ -ამ დროის განმავლობაში ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამდი.″-განაცხადა მაასმა.

მინისტრ მაასის თქმით, თურქეთში სიკვდილიდთ დასჯის ხელახლა შემოღების შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერალური მთავრობის პოზიცია ცნობილია. ″ვფიქრობ ფედერალურმა მთავრობამ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა. მთავრობამ განაცხადა, რომ თუ ამ დონემდე მივა საქმე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი დაუყონებლივ შეაჩერებდა.″-აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა, გერმანიაში გიულენის მოძრაობის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით თურქეთის მოთხოვნაზეც ისაუბრა.

″მე რამდენადაც ვიცი გიულენის მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რაიმე გამოკვლევა არ მიმდინარეობს და გერმანიაში მათი როგორც დაჯგუფრბად არსებობის შესახებაც საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.″-განაცხადა მან.

მაასმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებითაც არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

წყარო: http://www.dw.com/tr/almanya-siyasi-soru%C5%9Fturmalarda-t%C3%BCrkiyeye-iade-olmayacak/a-36223891

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:18

საქართველოს მთავრობის სახელით მინდა დავგმო ყველა განცხადება, რომელიც მიმართულია ერებსა და სახელმწიფოებს შორის შუღლის გაღვივებისკენ. თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით და არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე უქმნიდეს საფრთხეს.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ყოველი განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 12:12

საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბატონი ჟან-ივ ლე დრიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს 2016 წლის 10 – 12 სექტემბერს. ეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში. ამის შესახებ საფრანგეთის საელჩო იტყობინება.
შაბათს, პირველ შეხვედრას იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბატონ ლევან იზორიასთან გამართავს, შემდეგ კი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
კვირას, 11 სეატემბერს, მას საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. შეხვედრის შემდეგ იგი დაესწრება ოფიციალურ ვახშამს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად.
12 სექტემბერს, ბატონი ლე დრიანი გაემგზავრება საჩხერეში სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღსანიშნავად, რომელიც ფრანგული მხარის მიერ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იქნა დაარსებული.
საჩხერიდან დაბრუნების შემდეგ, მას საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. ამ შეხვედრის შემდეგ, ბატონი ლე დრიანი გადასცემს მედლებს იმ ქართველ სამხედროებს რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი სამხედროების გვერდით მსახურობდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური