კლიმატის ცვლილებების პრობლემების გადაჭრაზე-პრემიერმა განცხადება გააკეთა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 10:56

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კლიმატის ცვლილებების პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრა.

"ქვეყნის სუფთა ენერგიის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა მდიდარია, მინდა გამოვყო ჰიდრორესურსები. ჩვენ ასევე გვაქვს ქარის, მზის, ბიომასის და გეოთერმული ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ დამატებითი სიმძლავრეები შეიქმნას ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით,"-განაცხადა პრემეირმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ყურადღება საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებაზეც გაამახვილა.

ჩვენ ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებისთვის, რაც გულისხმობს, რომ სტაბილური, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული სამართლებრივი ბაზის შექმნა არის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალი იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 10:34

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა იწყება ამ წუთებში, რომელსაც პრემიერმინისტრი გახსნის.

მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართავენ ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი.

ღვინის ტურიზმის მინისტერიალი 2016 წელს საქართველოში გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:38

გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ღვინის ტურიზმის მინისტერიალი პირველად 2016 წელს საქართველოში გაიმართება. 

კახეთში გაერო-ს წევრი ქვეყნებიდან ტურიზმის 20 მინისტრი და ინვესტორები ჩამოვლენ. გაიმართება შეხვედრები მეწარმეებთანაც. 

ორგანიზატორები, ღონისძიების პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, აქცენტს აკეთებენ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც.

საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 14:51

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს კი გადაწყდა, რომ 2017 წელს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე  ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარმოადგენს. მინისტერიალის მონაწილეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში  არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით რეგიონული სოლიდარობა  უმნიშვნელოვანესია. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის მინისტერიალზე  სიტყვით გამოვიდა.  ანა დოლიძემ  ყურადღება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე და ევროპულ  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.

 „საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებია. მიუხედავად ამისა, საქართველო განაგრძობს მუშაობას  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი  არაწევრი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად შეიქმნა. თავდაპირველად გაწევრიანებული ქვეყნები დღეს უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.  შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, ეს არის ნატოში ინტეგრაციის ერთგვარი წინა საფეხური“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მინისტერიალში  მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის  მხარდაჭერა გამოხატეს.  აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, დოქტორმა ეველინ ფარკასმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და აგრესიულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს.

ანა დოლიძე ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს გაემგზავრა და მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ყოველწლიურ შეხვედრაზე ქართული დელეგაცია ორგანიზაციის წევრი ქვეყანის სტატუსით პირველად არის  წარმოდგენილი.

რუსეთის მიერ სირიაში ბოლო დროს განხორციელებულ ავიათავდასხმებს ნატოს მინისტერიალზე განიხილავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:35

ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში მინისტერიალი გაიხსნა. მინისტერიალი ბირთვული დაგეგმარების თემაზე შეხვედრით გაიხსნა, რომლის შემდეგაც ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა შედგება. 
მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ სირიაში ბოლო დროს განხორციელებული ავიათავდასხმები იქნება. მინისტერიალის ფარგლებში, დღის მეორე ნახევარში გიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, 28+1 ფორმატში. 
ბრიუსელში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 
ქართველმა მინისტრებმა გუშინ ერთობლივი შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს შტაბბინაში შეკრებილ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 
დღეს კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს გამართვს თავს ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ, პოლონელ და ბულგარელ კოლეგებთან. დღესვე ხელი მოეწერება საქართველოსა და პოლონეთს შორის საიდუმლოების გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას. 
ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენებსა და ავღანეთში გართულებულ უსაფრთხოების გარემოს განხილავენ.

"დეკემბრის მინისტერიალი გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება"- შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 10:14

ძალიან იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს კომუნიკაცია ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ნატო-ს შტაბბინაში ასეთი ინტენსიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრებო მიმდინარეობს საქართველოზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იენს სტოლტენბეგთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოზიტიური იქნება დეკემბრის მინისტერიალი და მაღალი ალბათობით შემდეგი მინისტერიალი გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 
"ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. მე ძალიან იდიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოსაც. ბუნებრივია, რომ შემდეგი ეტაპი ჩვენთვისაც ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 
მისივე თქმით, ოპტიმისტურად უყურებს ვარშავის სამიტს და გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო დაბრუნდება ვარშავიდან, იქნება ძალიან მარტივი, ადვილად აღქმადი და ადვილად გასაგები და არ დატოვებს მანიპულირების და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. 
"მთავარი ეს არის, რომ ჩვენ გადავიდეთ თვისობრივად სხვა ტიპის ურთიერთობებზე და გავაქროთ ბარიერები საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, რომელიც დღეს გვაქვს", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 
თინა ხიდაშელმა ასევე ნაყოფიერი უწოდა ნატო-ს აკრედიტებულ 12 ელჩთან გამართულ შეხვედრას. 
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრება ალიანსის მინისტერიალს, რომლის შემდეგ 28+1 ფორმატში გაიმართება საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა. სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება ანგარიში საქართველოს შესახებ. დღესვე თინა ხიდაშელი შეხვედრებს გამართავს თავის ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ, ბულგარელ და პოლონელ კოლეგებთან.

თამარ ბერუჩაშვილმა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 25-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 16 მაისი 2015 15:49

ბრატისლავაში, „ვიშეგრადის ჯგუფისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტერიალის“ პარალელურად, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 25-ე სხდომა. სხდომა ჩატარდა მიმდინარე წელს სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა.

სუამ-ის მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე პოლიტიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. კერძოდ, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ მ/წლის 2 აპრილს, გაეროს გენერალურ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „გაეროსა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუციის კონსენსუსით მიღებას.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს საორგანიზაციო საკითხები და მიიღეს გადაწყვეტილება, სუამ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალთაი ეფენდიევის დანიშვნის შესახებ.

სუამ-ის მორიგი მინისტერიალი გაიმართება ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე პლენარული სესიის გახსნის ფარგლებში.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური