ჩინეთის საელჩომ პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 10:58

თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის კომენტარში აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია  და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო პარაოლიმპიურმა მოძრაობამ, პარაოლიმპიურმა საზოგადოებამ. ჩინეთის მთავრობის მხრიდან ეს არის ჩინელი ხალხის საჩუქარი ქართველი პარაოლიმპიელებისთვის, რომელიც ვფიქრობ,  ძალიან გამოადგებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ ვარჯიშში და უფრო მეტი წარმატებების მომტანი იქნება ეს ყველაფერი. ზოგადად ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთვლით, რომ ამ ხალხს დიდი დახმარება სჭირდებათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სულისკვეთების და განსაკუთრებული მონდომების, სამაგალითო ადამიანები არიან, რომლებსაც უნდა მიბაძოს ბევრმა ადამიანმა. ამ კონკრეტული ადამიანების გვერდში დგომა , მათი შეზღუდული უნარებიდან გამომდინარე , არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ესეთი ღონისძიებები უფრო მეტი იქნება და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, რომ მათ გვერდში დგომა სჭირდებათ და უფრო მეტი ადამიანი ჩაებმება ამ კამპანიაში. კიდევ უფრო მეტ საჩუქარს და მეტ დახმარებას მიიღებენ ჩვენი პარაოლიმპიელები. „-განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
ჩინური კომპანია ‘JAC Motors’ - ის მიერ წარმოებული ადაპტირებული მიკროავტობუსი პარასპორტსმენებს დღეიდან მოემსახურება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
ბოლო წლებში, ქართული პარასპორტი საგრძნობლად განვითარდა. 2016 წელს პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი. გასულ წელს, პარასპორსტმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე 22 მედალი - 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ზვიად გოგოჭური გახდა, ხოლო ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 5 მსოფლიო თასი მოიგო. გარდა ამისა, ძლიერთა თამაშების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრები.    

თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 17:00

18 ივლისიდან თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.

„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდში აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 15:01

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა გუბერნიის წინ გზა გადაკეტეს.

ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათი პრობლემით დაინტერესებას მოითხოვენ.

მიკროავტობუსების მძღოლები სატრანსპორტო ბაზარზე ახალი კომპანიის „მეტრო ჯორჯიას“ შესვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი კომპანიის უკან კონკრეტული მაღალჩინოსნები დგანან და სატრანსპორტო სფეროზე მონოპოლიის დამყარებას ცდილობენ.

„400 ზე მეტი მძღოლი უმუშევარი რჩება, ბანკის ვალები გვაქვს, თავის დროზე მიკოავტობუსები სესხით ვიყიდეთ, ახლა თუ ამ კომფორტულმა მარშუტკებმა ჩაგვანაცვლეს ,ლუკმა პურის გარეშე ვრჩებით“- აცხაებენ მძღოლები.

აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი შედეგს არ გამოიღებს და ხელისუფლება მათი პრობლემით არ დაინტერესდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ და გზების პიკეტირებას მოახდენენ.

თბილისში მიკროავტობუსის მძღოლს „ხლაპუშკა“ აუფეთქეს – მამაკაცმა თვალი დაკარგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 14:27

თბილისში, სამარშუტო ტაქსის მძღოლმა ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად თვალი დაკარგა. შემთხვევა გუშინ შუადღეს, დაახლოებით სამი საათისთვის მოხდა.
როგორც „ნიუსდეის“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა ნინო გაფრინაშვილმა განუცხადა, გუშინ, დაახლოებით 15:00 საათისთვის ვორონცოვის მოედანზე, N 198 სამარშუტო ტაქსი ორმა ახალგაზრდამ გააჩერა. ერთ-ერთმა მძღოლს ჰკითხა, კონკრეტულ უბანს თუ გაივლიდა, ამასობაში კი მეორემ მძღოლის მიმართულებით ე. წ „ხლაპუშკა“ ისროლა.
მისივე თქმით, მძღოლმა ერთი ასაფეთქებლის მოგერიება მოახერხა, მეორე კი სახესთან აუფეთქდა, შედეგად თვალი დაკარგა და სახე დაუზიანდა.
„არ ვიცი ეს რა ხუმრობა იყო. სამარშუტო ტაქსი გააჩერეს. ერთ-ერთმა მძღოლს ჰკითხა საბურთალომდე თუ მიდისო, ამაოსობაში მეორემ ასაფეთქებელი მძღოლის მიმართულებით ისროლა. ორი ახალგაზრდა კი მაშინვე გაიქცა. საპატრულო პოლიციამ თითქმის ყველა მგზავრი დაკითხა“, – განაცხადა ბობოხიძემ. სამართალდამცავებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

 

რუსთავში მიკროავტობუსის მძღოლები იფიცებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:54

რუსთავში პროტესტი გრძელდება. უკვე 6 საათია პარალიზებულია მიკროავტობუსების მიმოსვლა რუსთავ-თბილისის მიმართულებით. 

მძღოლები გაიფიცნენ. არ სრულდება ის ორი ძირითადი რეისი, რომლითაც ქალაქის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი სარგებლობს. 

მძღოლები კომპანია „ინტერტრანსისგან“ დაწესებული დღიური ნორმის - 65 ლარის 45-მდე შემცირებას მოითხოვენ. კომპანია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი მძღოლების ინფორმაციით, ის ინცინდენტი გახდა, რომელიც გვიან ღამით მოხდა. მათი მტკიცებით, ერთ-ერთ მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიაყენა.

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური