PSP კამპანია „აჩუქე“-ს ფარგლებში სასაჩუქრე კოსმეტიკურ ნაკრებებზე 40%-იან ფასდაკლებას სთავაზობს საქართველოს მასშტაბით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 14:07

13 და 14 თებერვალს PSP-მ კამპანია „აჩუქე“-ს ფარგლებში სასაჩუქრე კოსმეტიკურ ნაკრებებზე 40%-იანი ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. ფრანგული „კოდალისა“ და „ლიერაკის“, კორეული „მიზონის“, გერმანული „სებმედისა“ და პოლონური „ზიაიას“ სასაჩუქრე ნაკრებები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ თებერვლის თვის „აჩუქეს“ კამპანია მათ ეძღვნება და მომხმარებელს საშუალება აქვს ისინი 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს.

“PSP-ს საქმიანობა უკვე 25 წელია მთლიანად მომხმარებლის ინეტერსებსა და მოთხოვნებზეა ორიენტირებული. ჩვენივზრუნავთ, რომ ჩვენთან სტუმრობა მომხმარებლისთვის სარგებლიანი, მარტივი, ნებისმიერ გემოვნებასა და  ასაკის მომხმარებლისთვის საინეტრესო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. კამპანია „აჩუქე“ PSP-მ 2020-ს საახალწლო დღეებში დავიწყეთ, რასაც მომხმარებლები დიდი ინტერესით შეხვდენენ. ამიტომ კამპანიას ვაგრძლებთ. თებერვალში ამ კამპანიის ფარგლებში ყველაზე პოპულარულ  სასაჩუქრე ნაკრებებზე შევაჩერეთ არჩევანი. ყოველ მომდევნო თვეს კიდევ ახალ და საინტერესო შეთავაზებებს გავაცნობთ მომხმარებელს“- აცხადებენ PSP-ში.

PSP-ს პარტნიორი ცნობილი კორეული კოსმეტიკური ბრენდი „მიზონი“ გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 ივლისი 2019 12:55

PSP პირველი სააფთიაქო ქსელია, რომელიც მომხმარებელს კორეული კოსმეტიკის ბრენდებს შესთავაზებს.  პირველ ეტაპზე PSP-ს სააფთიაქო ქსელში ცნობილი ბრენდი „მიზონი“ გამოჩნდება. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის. ბრენდი პოპულარული ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების ხარჯზე გახდა.

ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. 

„სამხრეთ კორეული კოსმეტიკა ბოლო პერიოდის მსოფლიო ტრენდია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველ მომხმარებელს ამ ქვეყნის საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის ბრენდები შევთავაზოთ. PSP ლიდერი ფარმაცევტული კომპანიაა და სააფთიაქო ქსელებიდან პირველია, რომელიც მომხმარებელს კორეულ კოსმეტიკას შესთავაზებს,“ - აცხადებენ PSP-ში.

„მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, კრემებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს. გასულ წელს „მიზონი“ „ამაზონზე“ ყველაზე მოთხოვნად ლოკოკინის მუცინზე დამზადებულ პროდუქტად დასახელდა. 

(R)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური