შავ ზღვაში მიგრანტების გემი ჩაიძირა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 18:18

4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე ოცი გაუჩინარდა წუხელ თურქეთის შავი ზღვის წყლებში მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.

მაშველებმა, სულ მცირე, 38 მგზავრის გადარჩენა შეძლეს. მიგრანტებით დატვირთული გემი სტამბოლიდან 200 კილომეტრში, კეფკეფინის სანაპიროსთან ჩაიძირა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, მაშველებმა სიგნალი კომერციული გემისგან მიიღეს, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი და ორი გემი ჩაერთო.
გაურკვეველია სად მიემგზავრებოდა გემი. აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია მგზავრების ეროვნების შესახებ.

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 21:09

ლიბიის აკვატორიაში, ხმელთაშუა ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 30 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახმელეთო დაცვა ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, გემზე 500 მიგრანტი იმყოფებოდა, როდესაც იგი მოულოდნელად გადატრიალდა. წყალში 200-მდე ადამიანი ჩაცვივდა.

მაშველებმა სამაშველო ოპერაცია მომხდარიდან მალევე დაიწყეს. ამ დროისთვის სულ მცირე 30 დაღუპულზე ვრცელდება ინფორმაცია.

მიმდინარე წელს ამ გზით იტალიაში 50 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა.

მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 13:06

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის - „მიგრაციული პროცესები ფოტო კადრში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. 

ფოტოკონკურსი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 

მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მიგრანტთა საერთაშორისო დღე დაარსებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 2000 წლიდან ყოველ 18 დეკემბერს აღინიშნება. 1990 წლის 18 დეკემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია.

რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე ამ წუთებში პარლამენტში მსჯელობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 მარტი 2016 10:20

პარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობენ. ამ თემით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ორდღიანი სხდომა გაიხსნა.კომიტეტის სხდომას დევნილთა მინისტრიც ესწრება. 

„მთავარი პრობლემა რაც გვაქვს არის 270 ათასამდე დევნილი, რომელთა უმრავლესობასაც დღემდე არ აქვს საცხოვრებელი და ამას დაემატა მიგრაციის კრიზისი,“- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთში ჩასვლას და ე.წ. სასაზღვრო ზოლის და წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების მონახულებას გეგმავენ.

 

საფრანგეთში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:42

შეტაკებები მოხდა პოლიციასა და მიგრანტებს შორის საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ კალეში მდებარე მიგრანტების ბანაკში.ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხელისუფლებამ არალეგალების ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანა დაიწყო. მათ პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია 3 ადამიანი.მიგრანტები შიშობენ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტორიაზე დატოვებას გეგმავს.

გერმანიაში მიგრანტების თავშესაფარი დაიწვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 13:31

გერმანიაში მიგრანტებისთვის აშენებული თავშესაფარი დაიწვა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლი შენობას განზრახ წაუკიდეს. შემთხვევა საქსონიაში მოხდა.ხანძრის ლოკალიზებას 70-მდე მეხანძრე 3 საათს ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელებიც, რომლებმაც 2 ახალგაზრდა დააკავეს.იმ დროს, როდესაც თავშესაფარი იწვოდა, ისინი კმაყოფილებას გამოხატავდნენ.ახალგაზრდების დაკავების მოტივი სახანძრო ბრიგადისა და პოლიციისთვის მუშაობის ხელისშეშლა გახდა.

ევროპაში 10000-მდე მცირეწლოვანი მიგრანტი გაუჩინარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:59

ევროპოლი ევროპაში ჩასული 10 000-მდე მცირეწლოვანი ლტოლვილის გაუჩინარების შესახებ საუბრობს. 

სახელმწიფო ორგანოებში ვარაუდობენ, რომ უმეთვალყურეოდ დარჩენილი მოზარდები ტრეფიკინგის მსხვერპლნი გახდნენ. 

ბავშვების უმეტესობა, ძირითადად, იტალიაში ჩასვლის შემდეგ გაუჩინარდა. ევროპოლი ალიანსის წევრი ქვეყნების ხელისუფლებას ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

შვედეთში მიგრანტების ნაკადის დეპორტაცია იგეგმება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 11:44

შვედეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 80 ათასამდე მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ.

შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროცესს სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება და ამისთვის ჩარტერულ რეისებს გამოიყენებენ.

2015 წელს შვედეთს თავშესაფრის მოთხოვნით 160 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ამ დროისთვის 60 ათასამდე განაცხადია განხილული და ხელისუფლებამ მათი 55 პროცენტი დააკმაყოფილა.

გერმანიის კანცლერის განცხადება ევროპაში მიგრანტებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 10:38

ევროპა მიგრანტების კრიზისის კონტროლს ჯერ კიდევ ვერ ახერხებს – ასეთი განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ქალაქ მაინცში გამართულ ბიზნეს ღონისძიებაზე.

მერკელის თქმით, ევროპული ვალუტა მთლიანად დამოკიდებულია შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებაზე, რაც გარკვეულ სირთულეებს ქმნის მიგრანტების კრიზისის ფონზე. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ თუ საზღვრების კონტროლი ისევ გაგრძელდა, ამის შედეგად ევროპის ბაზარი სერიოზულად იზარალებს.

პარალელურად გერმანიის ქალაქ ლაიპციგში 2 ათასამდე ადამიანი ანგელა მერკელის პოლიტიკისა და მუსლიმებისთვის თავშესაფრის მიცემის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქცია ანტიისლამური ლოზუნგებით რამდენიმე დღის წინ კიოლნში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდებოდა, სადაც მიგრანტებსიგან შემდგარი დაჯგუფება ფიგურირებდა.

კანადამ სირიელი მიგრანტების პირველი ნაკადი მიიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:01

კანადამ სირიელი მიგრანტების პირველი ნაკადი მიიღო - 160 ქალი და ბავშვი. რეისი, ტორონტოში ლიბანიდან შესრულდა.

კანადის ხელისუფლებას განზრახული აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე 10 ათასი ლტოლვილი შეიფაროს, თებერვლამდე კი ეს რაოდენობა 15 ათასამდე გაზარდოს.

ქვეყანა სირიის სამოქალაქო ომს გამოქცეულ ადამიანებს ლიბანიდან, იორდანიიდან და თურქეთიდან მიიღებს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური