საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 15:38

ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრისას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და გამოითქვა მზადყოფნა, არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენაზე.
გადაწყდა, რომ განახლდება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.
გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა დელეგაციების წევრებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც სუმა ჩაკრაბარტიმ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 12:08

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ქვეყანა EBRD-სგან 25 წლის განმავლობაში იღებს.  

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ბოლო პერიოდში აქვს. 

კორეის რესპუბლიკის მთავრობის განცხადება ჩრდილოეთ კორეის რიგით მეხუთე ბირთვული ცდის შესახებ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 15:42

1. 2016 წლის 9 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა რიგით მეხუთე ბირთვული ცდა (Punggye-ri, North Hamgyong Province).

2. დიდი ოცეულისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტზე საერთაშორისო საზოგადოების აშკარა გაფრთხილებების მიუხედავად, მან კიდევ ერთხელ განახორციელა ატომური ცდა, რითიც უხეშად დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. კორეის რესპუბლიკის მთავრობა მკაცრად გმობს ამგვარ დანაშაულებრივ პროვოკაციას, რომელიც გახლავთ მიუტევებელი.

3. ჩრდილო კორეული რეჟიმი განაგრძობს სახიფათო პროვოკაციებს, ფოკუსირებულია მხოლოდ და მხოლოდ ატომური და რეაქტიული შესაძლებლობების განვითარებაზე, რითიც სრულად უგულვებელყოფს საკუთარი მოქალაქეების ადამიანურ უფლებებსა და სასიცოცხლო საშუალებებს. ჩრდილო კორეულმა რეჟიმმა რაიმე გზით უნდა გააცნობიეროს, რომ ამგვარი ქმედებებით ვერაფერს მიაღწევს. რაც უფრო მეტ წინდაუხედავ პროვოკაციას განახორციელებს, მით უფრო მეტად დადგება საერთაშორისო სანქციებისა და მკაცრი დიპლომატიური იზოლაციის წინაშე, რაც საბოლოო ჯამში მიიყვანს ეკონომიკური კოლაფსსა და თვით განადგურებამდე.

4. კორეის რესპუბლიკა ისევ და ისევ მკაცრად მოუწოდებს ჩრდილო კორეას, რომ სასწრაფოდ უარი თქვას ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამის დასრულებაზე, გარდაუვალი და კონტროლირებადი წესით. კორეის რესპუბლიკა გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაწესდეს გაცილებით უფრო მკაცრი სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოსა და ორმხრივ დონეზე.

5. გარდა ამისა, კორეის რესპუბლიკის მთავრობა შეინარჩუნებს მზაობას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალში შესაძლო პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს შეუქმნის კორეის რესპუბლიკის და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, რასაც გაეცემა შეუდრეკელი და მდგრადი პასუხი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჯილდო ქართველ პროფესორს

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 09:56

საქართველოს საელჩოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა დავით აფციაურმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინეთმცოდნე პროფესორთან, საქართველოში კონფუცის ინსტიტუტის დირექტორთან ქალბატონ მარინე ჯიბლაძესთან, სადაც ელჩმა პირადად მიულოცა ქალბატონ მარინეს მიღებული ჯილდო.
ქალბატონი მარინე ჩინეთის მთავრობის მიერ დაჯილდოვებულ იქნა განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის. მას აღნიშნული ჯილდო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, ქალბატონმა ლიუ იენტუნგმა გადასცა.
მარინე ჯიბლაძე ასევე დაინიშნა პეკინში ჩინური კულტურის კვლევითი ცენტრის კომისიის წევრად.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა 23 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩინეთში აკრედიტირებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დაჯილდოვებას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ჩინეთის სახალხო რეაპუბლიკაში ბატონი ვასილ ბაბუნაშვილი.
საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ მარინეს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს, როგორც პროფესიულ, ასევე საქართველო-ჩინეთ შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:34

30-31 მარტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან.
ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ უცხოელი დიპლომატებისთვის მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია. სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური