მთავრობა დომინიკის თანამეგობრობას 30 000 აშშ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 10:58

საქართველოს მთავრობა დომინიკის თანამეგობრობას ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად 30 000 აშშ დოლარს გამოუყოფს.

ამის შესახებ პრემიერის ბრძანებაშია ნათქვამი.

"დომინიკის თანამეგობრობაში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

"ჯაჭვლიანის ნაბიჯი უპრეცენდენტოდ ვაჟკაცურია პარლამენტარიზმის ისტორიაში"-ვასაძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 13:24

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი ლევან ვასაძე დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას, ანტიდისკრიმინიაციულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ უპრეცენდენტოს, ვაჟკაცურ ნაბიჯად აფასებს და დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას მნიშვნელოვნად აფასებს. 
"მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელმაც შეიტანა კანონპროექტი პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩასწორების თაობაზე, საიდანაც ამოღებული უნდა იყოს გარყვნილების პროპაგანდისა და მისი რეკლამის წინწასვლის მცდელობა. ამავე კანონპროექტში არის ინიცირებული გაუგებარი უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის "გენდერული იდენტობა" და მე ამის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მას. ჩემი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ ყველასთვის ცნობილია. ჩემი აზრით, დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც არის უპრეცედენტო, ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. თავის მხრივ, ის არ შეუშინდა არც პარტიულ კონიუნქტურას და მეორე მხრივ, ის არ შეუშინდა იმ დაცინვასა და გაქილიკების კამპანიას, რომლის ობიექტიც ის უკვე რამდენიმე ხანია არის. მე არ ვიცი ყველა დეტალი, არ ვიცი EBRD რა ეგონა სოსო ჯაჭვლიანს, რომ მართლაც ეგონა თუ ხუმრობდა და კიდევ რა შეცდომები აქვს დაშვებული თავის საჯარო გამოსვლებში, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ, მე, მომეწონა ეს ვაჟკაცური ნაბიჯი", - განაცხადა ლევან ვასაძემ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოინახებიან პარლამენტში დეპუტატები, რომლებიც მის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის მთავრობამ 65 000 ლარი გამოყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 12:27

პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ფინანსთა სამინისტრომ მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის 65 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ #2176 ბრძანება , 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა:

„სამთავროს მონასტერში, ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლის და სალოსის წმინდა ცხედრის საბოლოო განსასვენებლის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი“- ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 16:53

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს.

აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული მთავრობის აღნიშნულ სხდომას თავად პრეზიდნეტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან. 

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, საქართველოს მთავრობის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოთ და განიხილოთ შემდეგი საკითხი: "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლის ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობა". აღნიშნული საკითხის მთვარობის სხდომაზე განხილვას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდნეტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ინიციატივა მთავრობის სხდომაზე  "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლის ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვის შესახებ, სავარაუდოდ "გაზპრომთან" დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება.

მთავრობამ 2004-2012 წლებში ლობისტებზე 10 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა, 2013-2015 წლებში კი - 4 მლნ ლარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 17:25
"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2004-2012 წლებში ლობისტურ საქმიანობაზე 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, 2013-2015 წლებში კი _ 4 მილიონი ლარი. "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტ ლაშა ციბაძის განცხადებით, 2003-2012 წლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ლობისტური კომპანიების საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული თანხების დიდი მოცულობით გამოირჩევა. ამ მიმართულებით, საყოველთაოდ ცნობილია ამერიკული Podesta Group და Orion Strategy. "არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად. აქვე აღსანიშნავია, საკმაოდ გახმაურებული, საქართველოს მთავრობის ლობისტი, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, რომელთანაც წინა ხელისუფლებას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ კარლ ბილდტის კომპანია Kრეაბ-მა განახორციელა საქართველოს ხელისუფლების არაერთი დაკვეთა, როგორც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საერთაშორისო იმიჯის ლობირებისთვის, ასევე, პოლიტიკურ ინსტიტუტებთან საქართველოს ხელისუფლების შეხედულებების გატანის თვალსაზრისით", - განაცხადა ლაშა ციბაძემ. მისივე თქმით, "ლობისტური საქმიანობისთვის ყველაზე დიდი თანხები დახარჯულია 2003-2012 წლებში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულებებს; როდესაც მუდმივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან; როდესაც სისტემურად "გადასცემდნენ" მოქალაქეები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს უსასყიდლოდ; როდესაც მიმდინარეობდა "დაუმორჩილებელი" ბიზნესის ტერორი". "ამ ყველაფრის საფუძველზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ლობისტურ კომპანიებზე მილიონობით გადარიცხული თანხა უკანონოდ მოპოვებული თანხების კანონონიერად წარმოჩენის საშუალებაა", - აღნიშნა "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ხელისუფლების ლობისტური საქმიანობის ანალიზიც მოახდინეს და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ლობისტური საქმიანობა არა პოლიტიკოსების პერსონალური იმიჯის საკთხს ეხება, არამედ მთლიანად მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით. "საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მთავრობა ლობისტური საქმიანობისთვის ფინანსურ სახსრებს არა ქვეყნის ბიუჯეტიდან, არამედ სარეზერვო ფონდიდან მიმართავს. 2013, 2014 და 2015 წლებში მთავრობამ სამი კონტრაქტი სამ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან _ Pattion Boggs, Squire Pattion Boggs და Pillsbury Winthrop shaw pittman llp-თან გააფორმა. კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 4 705 076, 85 ლარი შეადგინა", - განაცხადა ლაშა ციბაძემ. ორგანიზაციის შეფასებით, ევროინტეგრაციის საკითხზე ლობისტური საქმიანობისთვის, ქვეყნის მიერ გაღებული თანხები მოკრძალებული და მცირეა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავრობის მხრიდან ეფექტური PR-კამპანიების ხარჯვითი ნაწილის მიმართ უარზე. ,,ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მთავრობამ უნდა გაზარდოს ლობისტური საქმიანობისთვის დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების მოძიებაც და ხარჯვითი ნაწილი მიმართულ იქნას სახელმწიფოს წინაშე არსებული საკითხების წარმოჩენისთვის. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, წინა ხელისუფლების დროს ლობისტური საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზნობრიობის საკითხიც შემოწმდეს და შეფასდეს.

ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ტიანძინის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილები მოინახულა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 14 აგვისტო 2015 15:07

ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის დავალებით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ტიანძინის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი პირები მოინახულა, რომლებმაც აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
ვიცე-პრემიერმა ლიუ იანდუნმა ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და სახელმწიფო საბჭოს სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა დაშავებულებს, გამოჯანმრთელება უსურვა მათ და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულების დასახმარებლად.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენმა პოლიციელებმა, მეხანძრეებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად. მადლობა მათ ამისთვის“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.
ამის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ბინხაის რაიონში თათბირი გამართა, რომელსაც  ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ჩინოვნიკები და ჯანდაცვის მუშაკები ესწრებოდნენ.
ლიუ იანდუნმა მოისმინა ინფორმაცია აფეთქების ზონაში მიმდინარე სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ  ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში, ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარი ორი ძლიერი  აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა.

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბს 24-საათიან რეჟიმში მუშაობისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2015 21:21

"ფიზიკური ძალა საკმარისზე მეტია, ტექნიკა და ფინანსები მობილიზებულია, ყველას მიღებული გაქვთ დავალებები და ასე შეკრულად გავაგრძელოთ მუშაობა 24-საათიან რეჟიმში", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი, მთავრობა და მოსახლეობა ამ პრობლემის ირგვლივ გაერთაინდა. „ეს ძალიან სასიხარულოა. თუმცა, ეს რთულია და რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი, გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიას ინფორმაციით, მობილიზებულია სამელიორაციო ტექნიკა, ასევე ექსკავატორები და საკუთარი მიმართულებით მუშაობენ ვეტერინარებიც.

საქართველოს განახლებულ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 09 მაისი 2015 02:03

საქართველოს პარლამენტში დღეს მიმდინარე ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

კენჭისყრის თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტლებას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია გაიარა 124-მა წევრმა.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ.

გვერდი 9/ 9-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური