აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 10:20

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და თანამშრომლობა სტარტეგიულ პარტნიორთან ახალ ფაზაში გადავა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა საუბარი პირველ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კატერი კლემენტი.

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 14:49

"დოიჩე ველეს" ცნობით, გერმანიის მთავრობამ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას მხარი დაუჭირა . გამოცემის ინფორმაციით, სირიასა და ერყაში დაჯგუფების პოზიციებზე იერიშების მიტანა იგეგმება.ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რეგიონში 1 200 გერმანელ ჯარისკაცს გააგზავნიან, გერმანია ასევე, "ტორნადოს" სადაზვერვო თვითმფრინავებსა და სამხედრო ფრეგატს გამოყოფს. ხელისუფლების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს. "დოიჩე ველე" წერს, რომ ოპერაციის ღირებულება 134 მილიონი ევროა. 

თურქეთში მთავრობამ კიდევ ერთი კერძო კომპანიის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 12:42

თურქეთში მთავრობა, მის მიერ ოპოზიციურად განწყობილი კომპანიების ხელში ჩაგდებას განაგრძობს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ 1 ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგის მმართველობის ჩაბარების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების " Kaynak" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობაც ჩაიბარა.
" Kaynak" ჰოლდინგი რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს შეიცავს, პოლიციამ დღეს დილით სტამბულში ჰოლდინგის ოფისები დაარბია.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა, თავისუფალ მეწარმეობასა და კაპიტალზე მიყენებული ახალი დარტყმა იქნება და ნახსენები უკანონო ქმედება ქვეყანას ეკონომიურად სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება რთული იქნება.
თურქეთში 2013 წლის 17-25 დეკემბერში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლამ პიკს მიაღწია. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. და ბოლოს, მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი მედია საშუალებებიდან "სამანიოლის" ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სატელიტი Türksat-იდან გაიყვანა. გაყვანა განხორციელა ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა (Türksat), ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა.

მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 11:26

მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა .პრემიერმა დეტალური ინფორმაციის მიწოდება სოფლის მეურნეობის მინისტრს სთხოვა, როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა ,ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მომზადდა ჩაის ხელშეწყობის სსახელმწიფო პროგრამა ქართული ჩაი . რომლის ფარგლებში სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაახლოებით 7000 ათასი ჰექტარის რეაბილიტაცია მოხდება. 

სტიქიისგან მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 18:32
სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთლიანად მთავრობა აანაზღაურებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სტიქიისგან მიყნებული ზარალის დათვლა ისევ მიმდინარეობს. 
"მქონდა კომუნიკაცია აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან. სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში არის პრობლემები სტიქიისგან. მოხდება ზარალის დათვლა და ინფრასტრუქტურულ ზარალს სრულად აანაზრაურებს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პორტუგალიის პარლამენტმა ახლად დამტკიცებული მთავრობა დაითხოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 13:51

პორტუგალიის პარლამენტმა ახლად დამტკიცებული მთავრობა დაითხოვა. ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატორი ოპოზიციური "სოციალისტური პარტიის" ლიდერი იყო. 

მთავრობის დათხოვნის ინიციატივას 123-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოქმედი პრემიერმინისტრის მემარჯვენე კოალიციამ ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. 

ახლა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა დათხოვნილი პარლამენტი დროებით მოვალეობის შემსრულებლად რიგგარეშე არჩევნების გამართვამდე, თუ მისცეს "სოციალისტური პარტიის" ლიდერს მთავრობის ფორმირების საშუალება.

მთავრობა მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას მოახდენს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 09:56

მთავრობა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას მოახდენს. ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

"აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მანდარინის მოსავლის სუბსიდირების საკითხის გადაწყვეტას დღეს ვაპირებთ. მთავრობა ჯამში 2 მილიონი ლარის სუბსიდირებას გამოყოფს. კომპანია, რომელიც ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდის, ჩვენგან 10 თეთრი სუბსიდია გაიცემა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

აფხაზეთი საქართველოს ყველა მთავრობას განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე უარს ეუბნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 18:33

საქართველო მზად არის განიხილოს ფედერალიზმის პერსპექტივა. განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა დღეს პარლამენტში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. საუბარია აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ აფხაზურ მხარესთან ამ შეთავაზებაზე საუბარი მიმდინარეობს და მას პირადად პაატა ზაქარეიშვილი აწარმოებს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქართული მხარე აფხაზებს ასეთ ფართო ავტონომიას ადრეც სთავაზობდა.ნაციონალური მოძრობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას სურს ეს იდეა შეფუთოს ისე, თითქოს მათი ინიციატივაა, თუმცა ჭიაბერაშვილის მტკიცებით ასეთი შეთავაზება აფხაზებმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც მიიღეს, რაზეც რუსეთმა საქართველოს 2008 წლის ომით უპასუხა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი მაია ფანჯიკიძე წარსულს იხსენებს და კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ ფედერაციის და კონფედერაციის საკითხის განხილვა 2006 წელს ჩაიშალა.

მსგავსი შეთავაზება აფხაზებმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროსაც მიიღეს. კურიერთან მიმდინარე მოლაპარაკებებს შევარდნაძის მთავრობის წევრი ვაჟა ლორთქიფანიძე იხსენებს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს. ვაჟა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა აფხაზებმა უარი ხელმოწერამდე ცოტა ხნით ადრე თქვეს.

აფხაზეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შეთავაზებას ექსპერტებიც აფასებენ. მათი განცხადებით იდეა კარგია, თუმცა არაგანხორციელებადი.

მთავრობამ პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 11:06

მთავრობამ პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დოკუმენტში ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ბიუჯეტი ხელმეორედ საკომიტეტო განხილვების შედეგად უნდა შესწორდეს. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 10-თვიანი ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის შედეგად, ბიჯეტში უფრო რეალური პარამეტრები უნდა შეიტანოს. 

საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტის განსახილველად ვადა 15 ნოემბრამდე აქვს, რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტი კვლავ მთავრობას წარედგინება. კანონმდებლებმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დეკემბრის თვის ბოლო პარასკევამდე უნდა დაამტკიცონ

გვარამია პროკურატურისთვის მთავრობისგან ინფორმაციის მიმტანი პირის დასახელებას აპირებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 15:20

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პროკურატურისთვის მთავრობისგან ინფორმაციის მიმტანი პირის დასახელებას აპირებს. 
ნიკა გვარამია საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ მოვიდა. როგორც ცნობილია ის საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. გვარამიამ ჟურნალისტებთან დაგვიანების მიზეზები განმარტა. 
"ჩვენ ვისაუბრეთ პროკურორთან. სამწუხაროდ, ჩემი ადვოკატი საქართველოში არ იმყოფება და ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა. შევთანხმდით რომ ამ დროს მოვიდოდი. ვაპირებ დავასახელო ის ადამიანი, ვინც ეს ინფორმაცია მომიტანა და არა მემუქრებოდა. სწორედ რომ იყოს გაგებული, ის ინფორმაციის მომტანი იყო მთავრობისგან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად დამისახელა ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის ბოლოს. ამ ადამიანს ვიცნობ, ვენდობი მას. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და მთავრობასთანაც აქვს მას ურთიერთობა, ამიტომ ორმხრივად მისაღები იყო ეს ადამიანი ჩვენთვის. ამიტომაც ის იყო, ასე ვთქვათ, მესინჯერი ჩვენს შორის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული პირი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ ეს ადამიანი არ არის გედი ფოფხაძე. 
"ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თუმცა არ არის მაღალი თანამდებობის პირი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა საგმოძოებო უწყებაში CD დისკიც მიიტანა. ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურას ვიდეომასალას გადასცემს, სადაც დაფიქსირებული არის მთავრობისგან ინფორმაციის მომწოდებილი პირის "რუსთავი 2"-ში შესვლის და გამოსვლის კადრები. ამასთან, ნიკა გვარამია კონკრეტული ორგანოს დასახელებას აპირებს, ვისგანაც მუქარა მოდიოდა. გახდება თუ არა საჯარო ინფორმაციის მომწოდებელი პირის ვინაობა და ორგანო, გვარამიას თქმით, ეს უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური