პრემიერმა კლიმატურ პრობლემებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 იანვარი 2016 09:54

დღეს მათავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში უამინდობის გამო შექმნილ ვითარებას გაეცნო  და კოლეგებს პრობლემების მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდა.

როგორც ახალი წლის დღეებში, ყველა თქვენთაგანი პირადად იყო დღე და ღამე ჩართული პრობლემების აღმოფხრაში, ასე გავაგრძელოთ. ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.  ამიტომ, ალბათ ამ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


დასავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებულ სიტუაციას მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 15:38

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.

იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების სრული კოორდინაციით ხორციელდება.

გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრომომარაგების აღდგენის, ისე - საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ასევე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და შესაბამისი რეგიონების გუბერნატორები.

დავით ნარმანიამ 2016 წლის გეგმებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 15:35

გასულ წელს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებს და მერიის ერთწლიან საქმიანობას აჯამებს დავით ნარმანია. თბილისის მერის ბრიფინგი ძირითადად შეეხებოდა 2015 წლის ბიუჯეტს და მის პარამეტრებს.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული და ოპონენტების კრიტიკა მისთვის ამ მიმართულებით მიუღებელია.

დღესვე თბილისის მერმა ისაუბრა 2016 წლის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც დავით ნარმანია ამბობს, მომავალ წელს თბილისის მთავრობის პრიორიტეტი ჯანდაცვა, სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურა იქნება.  

საქართველოს პარლამენტმა გ. კვირიკაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 00:43

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა . მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა. რეგისტრაცია 114-მა დეპუტატმა გაიარა. ქვორუმი 76 დეპუტატი იყო.

გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა". მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პოსტი მიხეილ ჯანელიძემ დაიკავა.
საქართთველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნიან, რომელმაც ასევე უნდა დაამტკიცოს ახალი პრემიერ-მინისტრი.

პარლამენტმა მინისტრთა ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 00:40

86 მომხრე და 28 წინააღმდეგი, - ასე გადანაწილდა ხმები პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.   ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღეს პარლამენტის   პლენარულ სხდომაზე უყარეს.   გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა". 


პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 14:03

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს , რიგ გარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პრემიერ მინისტრობის კანდიდატს კითხვებს უსვამენ. სესია გიორგი კვირიკაშვილის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენით დაიწყო. პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ყოფილ პრემიერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.მისი განცხადებით ხელისუფლების მთავრი მიღწევა ხალხის სამსახურში ყოფნა,ხოლო მთავრი პრიორიტეტებია განავითარონ ეკონომიკა, ტურიზმი ,მეწარმეობის განვითარება საქართველოში ,დასაქმება ,ჯანდაცვა, განათლება გარემოს დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება. კვირიკაშვილმა მოხსენებისას საგარეო მიმართულებითაც ისაუბრა, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განცხადებით აბაშიძე კარასინის ფორმატი უნდა შენარჩუნდეს.კვირიკაშვილმა ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

მთავრობის შემადგენლობას უნდობლობას "ნაციონალური მოძრაობაც"უცხადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 10:28

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის შემადგენლობას უნდობლობას უცხადებს. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ვერ შეძლო და პრემიერობის კანდიდატმა გაცემული დაპირებები გადაჭარბებულად შეაფასა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საპარლამენტო უმცირესობამ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას გახმაურებული საქმეების, მათ შორის ბარბარე რაფალიანცისა და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის გამოძიება მოითხოვა. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია.  როგორც,ცნობილია მთავრობის ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ "თავისუფალი დემოკრატებიც". 

 

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში,ახალი პრემიერის კანიდატურის დასასახელება 7 დღეში უნდა მოხდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 15:17

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობას დატოვებს ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოავალეობის შემსრულებლები გახდებიან.

კონსტიტუციის თანახმად  პრემიერის გადადგომის შემდეგ, უკვე საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი. 

ამის შემდეგ 7 დღის ვადაში კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა შეარჩიოს მინისტრობის კანდიდატები და სამთავრობო პროგრამა. მან პარლამენტს საკუთარი ხედვა უნდა გააცნოს. 

ამის შემდეგ უკვე პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი, ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ანგარიშს აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 15:46

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერის ანგარიშში, რომელიც მან მთავრობას წარუდგინა, სამომავლო გეგმებზე არაფერი იყო ნათქვამი.

„სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები ისევ იმედგაცრუებულები იქნებიან, რადგან ისინი ელოდნენ, რომ მთავრობა მომავალზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრებდა, თუმცა ჩვენი პრემიერი ისევ ბაქიბუქობს და წარსულზე საუბრობს.

ციფრებით გეტყვით როგორია წინა წლებთან შედარებით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა - 2012 წელს თუ საქართველოს ეკონომიკის ფასი 16 მილიარდი დოლარი იყო, დღეს ის 14 მილიარდ დოლარს შეადგენს. საგარეო ვალი გაიზარდა მილიარდ 200 მილიონი დოლარით.

საუბარი იმაზე რომ ერთერთი მთავარი პროექტი ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზა და ანაკლიის პორტი, თქვენ გახსოვთ, ამ მთავრობის უნიათობის გამოა, რომ ისინი ჯერ ამოქმეებული არაა. სამწუხაროდ მთავრობა ისევ აცდენილია რეალობას. და ნაცვლად იმისა წინსვლაზე იფიქროს, ის თავის თავის მოწონებითაა დაკავებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიში ცოტა ხნის წინ წარადგინა. მან მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემცირდა უმუშევრობა. პრემიერმა პენსიის და მასწავლებლების ხელფასების ზრდაზეც ისაუბრა. ასევე მან სხვადასხვა სამინისტროების მუშაობაც შეაფასა.

მთავრობის წევრები ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატებაზე საუბრობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:18

ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატებაზე საუბრობენ მთავრობის წევრები.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ევროკავშირი ძირითადი პარტნიორია და მის ყველა გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა პატივს სცემს.

„ფორმატებს ჩვენ მხოლოდ არ განვსაზღვრავთ, ეს არის ორი მიმართულებით მოძრაობა, სადაც ევროკავშირი არის ძირითადი პარტნიორი, ასევე გადაწყევტილების მიმღები. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რა ფორმატსაც ევროკავშირი გვთავაზობს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნულ საკითხს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიც ეხმაურება.

„რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვცდილობთ, რომ საქართველოს მიმართებაში პოლიტიკა იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში განხილული. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, და ვფიქრობ, რომ წარმატებითაც,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრები დარწმუნებული არიან, რომ შეფერხება საქართველოს მიზეზით არ არის გამოწვეული.

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნების გადადებას ფინანსთა მინისტრიც ეხმაურება.

ნოდარ ხადურის შეფასებით, შეფერხება საქართველოს მიზეზით არ არის გამოწვეული.

„იმ მიმართულებით, რომელიც ვიზალიბერალიზაციას შეეხება და საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო კურირებს, ეს არის საბაჟო, საგადასახადო, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, ყველაფერი შესრულებულია,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალაში ევროკავშირის მხირდან განცხადება გაკეთდება. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური