მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:45

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისგანცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობაშიპრაქტიკულად შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებსკერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში.

„შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალშიწარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მისცემთ შესაძლებლობას, კვალიფიციური ამზომველის მიერაზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს.კონკრეტულ ლიმიტებს და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. პოლიტიკუროპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამმიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა, რომელიც იცავს კერძო სექტორს დამონდომებულია, რომ კერძო სექტორში იყოს რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში“ - აღნიშნადიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

"ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას"-ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:01

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინფორმაციას არ ფლობს იქნება თუ არა წარმოდგენილი მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში . როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "მთავარი არ არის ვინ ეწერება სიაში".


"ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მთავარი სულაც არ არის ვინ ეწერება სიაში. მე ამ წუთას ვასრულებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განმარტებით კი, ამ თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა და არჩევნებში კენჭისყრა მისთვის არ შეუთავაზებიათ. შეთავაზების შემთხვევაში კი, სუბარი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რა შეთანხმებაც პოლიტიკურ გუნდში მიირწევა. 

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 12:41

ჩეხეთში გამგზავრებამდე, საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა. სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება. საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო. შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

უკრაინის პარლამენტმა მთავრობის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 10:46

უკრაინის პარლამენტმა მთავრობის გადადგომას მხარი არ დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, რომლისთვისაც 226 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, მხოლოდ 194 კანონმდებელი მიემხრო.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, ინიციატივის კიდევ ერთხელ განხილვის უფლება უმაღლეს რადას ახალ სესიამდე, სექტემბრამდე არ ექნება.

მთავრობის გადაყენების ინიციატორი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ბლოკის ლიდერი, იური ლუცენკო იყო.

პრემიერსა და გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტმაც. მიზეზად, პეტრო პოროშენკომ, მთავრობის შემადგენლობის განახლებისა და მის მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობა დაასახელა.

პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ, თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა. უკრაინული მედია მის სავარაუდო შემცვლელებს შორის დავით საყვარელიძის კანდიდატურასაც ასახელებს. 

მთავრობამ პარლამენტს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შემოღების ინიციატივით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:49

მთავრობამ პარლამენტს რეესტრის ახალი კატეგორიის – ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შემოღების ინიციატივით მიმართა. ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებისათვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება, გარდა გამონაკლისი სუბიექტებისა. ეს გამოკლისი, ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონები და ის სუბიექტები არიან, რომლებიც ცხოველური საკვების, მცენარის პროდუქტების წარმოებით არიან დაკავებული. მათთვის ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო იქნება. 

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონში, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონსა და კიდევ ოთხ საკანონმდებლო აქტში შედის. 

პროექტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

როგორც მთავრობა აცხადებს, ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებით და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. 

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, საქართველოში 2015 წლის 1-ელ ივლისამდე 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კლასიფიკატორი – "ეკონომიკური საქმიანობების სახეები" მოქმედებდა, თუმცა ქვეყანაში არ იყო შექმნილი ეფექტური მექანიზმი, რომელიც მის გამოყენებას უზრუნველყოფდა. ბარამიძის თქმით, ამ დრომდე არ არსებობს ერთიანი რეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სისტემატიზებული, ზუსტი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტების, ასევე კერძო პირებისათვის.

გარდა ამისა, როგორც ბარამიძემ განმარტა, კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ერთ-ერთ საქმიანობას, რომელზეც სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში იკვეთება ისეთი შემთხვევები, როდესაც სუბიექტი რეგისტრაციას არ ექვემდებარება, რადგან არც მეწამე და არც სამეწარმეო იურიდიული პირი არ არის, მაგრამ მისი საქმიანობა დაკავშირებულია კვების პროდუქტებთან და ბიზნეს-ოპერატორისათვის კანონით დადგენილი სტანდარტი მასზეც უნდა ვრცელდებოდეს.

ამ მიმართულებით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" ცვლილების პროექტი კომიტეტს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გააცნო. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებით ბიზნეს-ოპერატორების დიფერნციაცია ხორციელდება – იქნებიან შედარებით მცირე ბიზნეს-ოპერატირები, ვისაც 200 ათასზე ნაკლები ბრუნვა აქვს და უფრო მსხვილი ბიზნეს-ოპერატორები. საქმიანობის ამ სფეროში დაკავებული ბიზნეს-ოპერატორები ვალდებული ხდებიან, თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად რეესტრში განაახლონ, რათა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო კონტროლის დროს, უფრო ობიექტური და სრული ინფორმაცია ჰქონდეს. 

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მონიტორინგის ფარგლებში, სურსათის შენახვის პირობების – ტემპერატურული რეჟიმი და სხვა მოთხოვნების შემოწმების შესაძლებლობა ექნება. 

შემოდის სანქციები პირობების დარღვევის შემთხვევაში – მცირეს ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნეს-ოპერატორებისა და სხვა ბიზნეს-ოპერატორებისთვის პასუხისმგებლობის ზომები კი დიფერენცირებული იქნება, ხოლო დარღვევის განმეორების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობისთვის უფრო მაღალი სანქციები განისაზღვრება. ამავე ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როცა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით ბაზრიდან მაღალი რისკის შემცველი პროდუქტის დაუყონებლივ გამოთხოვა არ მოხდება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით. 

"მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ 2020 წლამდე ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლისგან განთავისუფლებული იყვნენ, ნარჩუნდება, თუმცა როდესაც დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე არსებობს მაღალი რისკი, ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან შესაბამისი ზომები განხორციელდება", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. 
რაც შეეხება "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, ინიცირებული პროექტი ეკონომიკურ საქმიანობათა რეეტრში ესთეტიკური და კოსმეტიკური სალონების სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ნათია ხმალაძის განმარტებით, მათ პრევენციისა და კონტროლის ტექნიკური რეგლამენტის ნორმების დაცვა მოეთხოვებათ. აღნიშნული ვალდებულების შესრულების ზედამხედველობა კი, მუნიციპალური ორგანოების პასუხისმგებლობა იქნება. 

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 10:58

მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან. კანცელარიაში, თითქმის, ერთი საათია მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ჟურნალისტებმა კომენტარების ჩაწერა ვერ შეძლეს, რადგან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებისთვის რამდენიმე კვირაა ახალი წესებია დამკვიდრებული და მედიის წარმომადგენლები სხვა სართულე იმყოფებიან.ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები დაურიგდათ. მინისტრთა კაბინეტის წევრები 38 საკითხზე იმსჯელებენ.დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებით არის წარმოდგენილი იუსტიციის მინისტრი. ყველააზე მეტი საკითხით კი ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია, წარმოდგენილი.მთავრობის სხდომას თბილისის მერი, დავით ნარმანიაც, ესწრება. 

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 14:05

პრეზიდენტის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. დეპუტატებს პრეზიდენტთან შეკითხვები აქვთ, კითხვები ძირითადად სასამართლო, სისტემასთან , საგარეო პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით იქნება. დეპუტატები დადებითად აფასებენ პრემიერის და მთავრობის წევრების დასწრებას. 

მთავრობაში საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 11:10

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობს- "რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ლარზე დადებითი ზეგავლენის მოხდენის იმედი აქვს ეკონომიკის მინისტრსაც. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება ლარს დაეხმარება. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა არაერთი რეფორმა და, შესაბამისად, ამ რეფორმების გატარებას გარკვეული ცვლილებები სჭირდება.

მთავრობამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო რეესტრების მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციებს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 13:07

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომას კანონპროექტები წარუდგინა, რომლებიც სახელმწიფო რეესტრების მკაფიო საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო რეესტრების მწარმოებელი უწყებების შესახებ კანონებში, კერძოდ,  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების; ნორმატიული აქტების; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის შესახებ კანონებში შევა. კანონმდებლობაში მოცემული იქნება ქვეყანაში არსებული სახელმწიფო რეესტრების სრული ნუსხა, მათი ფუნქციონირების მექანიზმები კი ნათლად და მკაფიოდ განისაზღვრება.
 
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო რეესტრების მუშაობა „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება, რომელიც 2004 წელსაა მიღებული. მისი ნორმების ერთი ნაწილი სხვადასხვა დროს გაუქმდა, დარჩენილი ნაწილი კი მოძველებულია და არ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რაც სახელმწიფო რეესტრებთან დაკავშირებითაა შექმნილი. კანონში არ არის გაწერილი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − „საჯარო რეესტრის“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ − რეალური ფუნქციები და უფლება-მოვალეობები; კანონის მოქმედ რედაქციაში არ არის მოცემული საქართველოში მოქმედი სახელმწიფო რეესტრების ამომწურავი ჩამონათვალი. ნუსხა არ შეიცავს რეესტრის ისეთ სახეებს, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრი და სხვ. ამით ეს აქტი კარგავს სახელმწიფო რეესტრების გამაერთიანებელი საკანონმდებლო აქტის დატვირთვას და არ გააჩნია რეალური დანიშნულება და მოქმედების მიზანი.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ მოძველებული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება,  სახელმწიფო რეესტრების საკანონმდებლო რეგულაციები კი შესაბამისი უწყებების შესახებ კანონებში შესული ცვლილებებით ნათლად დარეგულირდება.
 

მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 იანვარი 2016 12:10

მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოში საგადასახადო სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრება განიხილება.

პრემიერის განმარტებით, საქმე ეხება მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში.

„საუბარია იმაზე, რომ მოგება, რომელიც შეიქმნება ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. ხოლო, თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსის ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან, რომელთან პარტნიორობის შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია.

პრემიერის ინფორმაციით, გარკვეული კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს. კანონპროექტი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, რის შემდეგაც პარლამენტში გაიგზავნება.

„ეს ისეთი საკითხია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ უმრავლესობის წევრები დაუჭერენ მხარს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური