მიწის რეგისტრაციის კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2016 10:58

მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი 1-ლი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება. უმნიშვნელოვანესი საკითხი მოსახლეობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანონი, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს დარეგისტრირებულია მიწის მხოლოდ 25 პროცენტი, რაც დიდი პრობლემაა, მათ შორის კერძო სექტორისთვის, რადგან მოსახლეობა ვერ ახდენს მის მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას და ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად გამოყენებას.

"ძალიან კარგია, რომ მიწის რეგისტრაციის სისტემა მარტივდება, სახელმწიფო მნიშვნელოვნად ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტებით და ვფიქრობ, პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩვენ, ამ მიმართულებით, გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი გვექნება. ეს ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას. ამავდროულად, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ საკითხი, რადგან ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კანონით, მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება, - განმარტება მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მოსახლეობა პროექტით სარგებლობას ერთი წლის განმავლობაში შეძლებს.

"ასევე მოგვარდება არაზუსტი საამზომველო ნახაზის საკითხი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა. ერთი წლის განმავლობაში, ყველამ უნდა დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც ბევრი ბარიერის გამო აქამდე ვერ ირეგისტრირებდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს მიმართა თხოვნით, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც კანონის ბოროტად გამოყენების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს.

"ძალიან მიშვნელოვანია სწორი და გამჭვირვალე მექანიზმებით მოხდეს მიწის დარეგისტრირება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთში შეიარაღებული პირები მთავრობის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 10:19

დაძაბული ვითარებაა სომხეთში.  ერევნის ერბუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულ 26 შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია,  ერთი მძევლის გათავისუფლების შესახებ, თუმცა საბოლოოდ ცნობა არ დადასტურდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს მძევლად  პოლიციის  7 თანაშრომელის ჰყავთ აყვანილი.

შეიარაღებული პირები ოპოზიციის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

მთავრობამ რთველი 2016-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 10:04

ხელისუფლება გლეხებს დაეხმარება და რთველი 2016-ის სუბსიდირებას განახორციელებს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წელს გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია თანხა, რომელსაც მთავრობა ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფს.„რთველი 2016, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების. ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შემქნა და მეორე, რა თქმა უნდა, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება. ასე რომ, წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება, ისე რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება,“-განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია" შეიმუშავა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 12:27

საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია" შეიმუშავა - პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. მისი განმარტებით, სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას.

„რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ექნება სხვა უწყებებსაც, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ. ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 11:36

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება, - განკარგულებას, კომპანია „ვუდმასტერისთვის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. 

კომპანია ორი წლის ვადაში შექმნის ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების საწარმოს, შექმნას, 1 მილიონ 793 ათასი ლარის ინვესტიციას და 50 ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" აქტიურად გრძელდება.

„ინტერესი დღესაც მაღალია და ამ პროგრამის შედეგები თანდათან დადგება. დღეს უკვე არაერთი კომპანიაა გახსნილი, რომელმაც პროგრამაში წინა პერიოდში მიიღო მონაწილეობა. მომავალში ყოველდღიურად ვნახავთ ახალ კომპანიებს, რომლებიც იქნებიან როგორც „აწარმოე საქართველოს" მონაწილეები, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული არაერთი პროგრამის ბენეფიციარები. კომპანიების შექმნის პროცესი გაგრძელდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან, ახალი კომპანიების შექმნის მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომერციული ატაშეების ინსტიტუტი იქმნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 11:19

საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის, - ცვლილებებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას.

„ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც მნიშვნელოვანია და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩქარა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზებული მიდგომა კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ცალკეული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან მიმართებაში - რამდენიმე ქვეყანასთან ვაჭრობის დინამიკაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის დელეგაცია ლატვიას ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 12:52

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დელეგაცია 11-13 აპრილს ლატვიას ეწვია. სამუშაო ვიზიტის მიზანია, ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის ფუნქციონირების გამოცდილების გაზიარება და საჯარო ადმინისტრირების რეფორმის პოლიტიკის ძირითადი ელემენტების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ლატვიის სახელმწიფო კანცელარიაში, სექტორების კოორდინაციის ცენტრში, ლატვიის საჯარო ადმინისტრირების სკოლასა და ფინანსთა სამინისტროში.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ანა გვენეტაძე, დონორთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი თამარ რაზმაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე და საჯარო სამსახურის ბიურის ხელმძღვანელი ეკა ქარდავა იმყოფებიან.

მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მსოფლიო ბანკის ჯგუფი დადებითად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 13:22

მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას მიესალმება, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობა თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამაა.
მსოფლიო ბანკი პროგრამის იმპლემენტაციის პროცესს დადებითად აფასებს. შეხვედრას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თურქეთში მთავრობამ ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 მარტი 2016 23:45

თურქეთში მთავრობამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ ზამანის(Zaman) მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა. ზამანის გენერალური დირექტორი აბდულჰამით ბილიჯი საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, კონსტიტუციის დაცვის ქვეშ მყოფი მედია საშუალების მმართველობის უკანონოდ ხელში ჩაგდება, კონსტიტუციის უარყოფის ტოლფასია.
ბილიჯი ″მედიის თავისუფლება კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით (ECHR) გარანტირებულად დაცულ მდგომარეობაშია″-განაცხადა მან.
″ქვეყანაში მთავრობამ, მის მიერ ოპოზიციურად მიჩნეული მედიის გაჩუმების მოტივით 4 თვის წინ მსგავსი ქმედებებით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფის მმართველობაც  ჩაიბარა, გასულ დღეებში კი ჰოლდინგის მმართველობაში მყოფი ყველა მედია საშუალება დაიხურა. გონიერ და დემოკრატიული ფასეულობების დამცავ ყველას მედიის თავისუფლების და გაზეთ ზამანის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ.″-განაცხადა აბდულჰამით ბილიჯიმ.
თურქეთში ბოლო წლებში თავისუფალ მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და მედია საშუალებების დახურვები ისევ გრძელდება. გაზეთ ჯუმჰურიეთის მთავარი რედაქტორი ჯან დუნდარი და გაზეთის ანკარის ოფისის ხელმძღვანელი ერდემ გიული თავიანთი გაზეთში გამქვეყნებულ ინფორმაციიც გამო ორი თვის ადრე იყვნენ დაპატიმრებულები. ქვეყნის კონსტიტუციარმა სასამართლომ 3 დღის წინ ჟურნალისტების დაპატიმრება უკანუნოდ ჩათვალა ამ ორ ჟურნალისტი გამოუშვა ციხიდან.  პრესიდენტ ერდოღანი კი უმაღლეს სასამართლოს ამ გადაწყვეთილება სერიოზულად გააკრიტიკა და თქვა რომ მან უმაღლეს სასამართლოს ამ გადაწყვეთილებას არ სცნობს და არც პატივისცემს. მისი ამ სტყვებმა ქვეყანაში დიდი აღელვებას გამოიწვია.
თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანისა და  4 მინისტრის შვილთან ერთად ორგანიზებულ და ქვეყნის ისტორიის ყველაზე გახმაურებულ, ანტიკორუფციულ სპეცოპერაციის სახელით ცნობილ 2013 წლის 17-25 დეკემბრის სპეცოპერაციის შემდეგ, თავისუფალი მედიის გაჩუმების მიზნით ″კოზა-იფექ″ მედია ჯგუფში შემავალი 2 ტელევიზია და 2 გაზეთი, ″სამანიოლუ″ (Samanyolu Group) ჯგუფში შემავალი 11 სატელევიზიო არხი, IMC-ს ტელევიზია და BengiTÜRK-ის ტელევიზია მთავრობის მიერ დაიხურა.
დღეს დღეობით თურქეთში 30 მეტი ჟურნალსიტი ისევ ციხეში იმყოფება.

“უმასპინძლე საქართველოში” -მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 15:01

“უმასპინძლე საქართველოში”-ახალი პროგრამის პრეზენტაცია ,საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა გამართა.პრემიერის განმარტებით , პროგრამა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. მისი თქმით, პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, მოსახლეობას ექნებათ საშუალება, ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად.

“დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ დინამიკას, რომელიც, მართლაცდა, ძალიან სასიხარულოა. ამ პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება, ახალი სასტუმრო კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს ამ პროექტების თანადაფინანსდებას”, – განმარტა პრემიერმა.

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური