ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გაიზრდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:09

 თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაზრდასთან ერთად, აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაგანაცხადა,  აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე თუმცა  ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება.

"აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიღებული გადაწყვეტილებები, ხელს შეუწყობს ავტოპარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკების შემცირებას. ამ მხრივ, საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - ჯერ განახევრდა, ახლა კი, 60%-ით მცირდება აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, ელექტრომანქანების იმპორტი კი საერთოდ არ იბეგრება,'- გნაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:06

1-ლი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმზე გაიზრდება აქციზის გადასახადი. როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას, - აღნიშნული განცხადება დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მიისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. 

ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 16:48

"ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან,"- აღნიშნული განცხადება დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მიისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა გაცემულ დაპირებებს შეასრულებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 14:44

„მოგეხსენებათ, 2016 წლის 26 ნოემბერს, პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დანიშნა. საქართველოს უკვე ყავს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი მთავრობა. პრეზიდენტი წარმატებას უსურვებს მთავრობის ამ შემადგენლობას და, ამავე დროს, იმედს გამოთქვამს, რომ ეს გუნდი შეძლებს შეასრულოს გაცემული დაპირებები, უპასუხოს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებს, უზრუნველყოს დაანონსებული რეფორმების შესრულება იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის ცხოვრება გახდეს ბევრად უკეთესი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს გადაეგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 16:04

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2016-2020 - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს წარადგინა.

მინისტრები მთავრობის წევრების მოვალეობას ასრულებენ, - ანა დოლიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:53

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად,  მინისტრები მთავრობის წევრების მოვალეობას  ასრულებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განუცხადა. 
„მთავრობის დაკომპლექტებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მთავრობის წევრები მთავრობის წევრების მოვალეობას ასრულებენ," - აღნიშნა  ანა დოლიძემ.

დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობის შემადგენლობაში ვიქნები, - ალექსანდრე ჯეჯელავა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:11

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ მთვარობაში ის მუშაობას კვლავაც გააგრძელებს:

"პრემიერის გადასაწყვეტია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში ვიქნები,'" - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის ფორმირების პროცედურა მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება,- ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 11:20

"უახლოეს მომავალში დაიწყება მთავრობის ფორმირების პროცედურა და ჩვენი ვარაუდით, ამ პროცედურის დასრულება მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება,“ - აღნისნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაწყებულია, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 13:35

"რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება უპირატესად  პრემიერ-მინისტრის პრეროგარტივაა და  კონკრეტულ კომენტარებს ის გააკეთებს. ბუნებრივია, კონსულტაციები დაწყებულია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, დღესაც გაგრძელდეს კონსულტაციები. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ  ზოგადად დაწყებულია, “ - აღნისნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა.



პრემიერ-მინისტრი ახალი მთავრობის შესახებ განცხადებას თვის განმავლობაში გააკეთებს, - ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 10:45

„ვადასტურებ  ინფორმაციას,  რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ.  პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს," -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა  მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ნოდარ ხადურის შემცვლელად ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური