ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:05

ქვეყნის ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა რამდენიმე კვირაში უკვე ცნობილი იქნება. 

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, უკვე 7 კანდიდატია დასახელებული. თეა წულუკიანი მათგან სამს შეარჩევს და მომავალ კვირას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს.

უმრავლესობა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს არ გამორიცხავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:46

უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ მომავალი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ბადაშვილის ამჟამინდელი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყოს. საპროკურორო საბჭოს წევრი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია თემის კომენტირებისას ამბობს, რომ შეთანხმება კონსესუსის საფუძველზე მიიღწევა და არ არის გამორიცხული კანდიდატად შოთაძე დასახელდეს:

"მთავარი პროკურორი ვინ იქნება საპროკურორო საბჭოს კენჭისყრამდე მე ვერ ვიტყვი და არ ვიცი იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს კენჭისყრის შედეგად, თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი დასახელებულ კანდიდატთაგან შესაძლებელია იყოს ირაკლი შოთაძეც. არ გამოვრიცხავ, რომ ისიც იყოს დასახელებულ კანდიდატებს შორის...თუ დასახელდება შოთაძე, სავარაუდოდ ეს იქნება კონსესუსის შედეგი. მე არა მგონია, რომ პროკურატურის ხელმძღვანელთაგან დასახელდეს ყველა ხელმძღვანელი პირი. ალბათ თავად კონსესუსის წესით შეთანხმდებიან. გამორიცხვით არ გამოვრიცხავ, მარგამ ალბათ იქნება შეთანხმება, რომ ერთი კანიდიდატი დასახელდეს იმ პირთაგან, ვინც დღეს ხელმძღვანელობს პროკურატურას." განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

„მთავარი პროკურორი უნდა იყოს სისტემის განუყოფელი ნაწილი და ემსახურებოდეს პროკურატურის ინტერესებს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 16:27

მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე 438 პროკურორს სიტყვით მიმართა.

 „ვფიქრობ, რომ საბოლოო გამარჯვება კიდევ წინ გველოდება და გვექნება მაშინ, როცა არჩეული იქნება ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ეცოდინება თითოეული პროკურორის, გამომძიებლის და თანამშრომლის საჭიროება. კარგად ეცოდინება პროკურატურის სპეციფიკა. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა მაგალითი. ზუსტად ამიტომ, მე ვფიქრობ და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი იყოს სისტემის განუყოფელი ნაწილი და ემსახურებოდეს პროკურატურის ინტერესებს. იყოს მიმართული განვითარებისკენ, ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა, ხელმძღვანელობდეს სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული ღირებულებებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შედეგს ყველა ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა ბადაშვილმა.

მთავარი პროკურორის კანიდიდატურის შერჩევა 12 ნოემბრამდე გაგრძელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 13:05

მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

"იუსტიციის მინისტრს დაწყებული აქვს კონსულტაციები ამ თემაზე. პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 12 ნოემბრამდე და უკვე ამის შემდეგ მოხდება კანდიდატების კენჭისყრა საბჭოზე, შემდეგ მისი მთავრობისთვის წარდგენა და პარლამენტის მიერ დამტკიცება", - განაცხადა გიორგი ბადაშვილმა.

ახალი მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა. გარდა ახალი პროკურორის არჩევისა, დღეს მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც პროკურორთა საბჭოს რვა წევრი უნდა აირჩიონ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ეს პროცესი პროკურატურის გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"როგორც ცნობილია, "საქართველოს პროკურატურის შესახებ" კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს. საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანც 8 უნდა იყოს პროკურორი. შესაბამისად, პროკურატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. სამი დღის განმავლობაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საბჭოს წევრობის კანდიდატი პროკურორები და უკვე კვოტების მიხედვით მოხდება კენჭისყრა. პროცესი არის პროკურატურის გაჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში პროკურატურა თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კონფერენციას 438 პროკურორი ესწრება. საბჭოს წევრობის კანდიდატები სწორედ მათგან დასახელდება, საიდანაც 8 აირჩევა.

პროკურატურის ინფორმაციით, კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;

• 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;

• 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

• 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

• 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

• საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით;

საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა

პროკურატურაში მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:05

საქართველოს მთავარი პროკურატურა ახალი მთავარი პროკურორის შერჩევისთვის საჭირო პროცედურებს იწყებს. შერჩევის წინა ეტაპზე, 19 და 20 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" გაიმართება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია და აირჩევა საპროკურორო საბჭოს 8 წევრი. 
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. 
მისი განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.
"მინდა, მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად. იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა მოსაზრებებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დაიკავებს თუ არა ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტს?

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 18:33

მთავარი პროკურორის მოადგილე, ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. 

შოთაძე ირწმუნება, რომ "მოლაპარაკებები არსად არ მიმდინარეობს". კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა განიხილოს, იგი პასუხობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევია. 

"ამ ეტაპზე რეფორმა ჯერ ბოლომდე არ მისულა. შესაბამისად, არის მთელი რიგი პროცედურები, რაც ჯერ უნდა ჩატარდეს და ამაზე საუბარი ნაადრევია, - აღნიშნა შოთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა კონკრეტული გვარები, რომლებიც შესაძლოა თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის პოსტზე წარადგინოს. გავრცელებული ინფორმაციით სასჯელაღსრულების ამჟამინდელი მინისტრის კახი კახიაშვილის, მოქმედი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის და ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარის პაატა შავაძის კანდიდატურა განიხილება. აქედან ერთ-ერთს ახალი წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 15 კაციანი საპროკურორო საბჭო მთავარი საგამოძიებიო უწყების ხელმძღავნლად აირჩევს.

სახალხო დამცველისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 01 აგვისტო 2015 15:25

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით დღეს შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავარ პროკურორთან გიორგი ბადაშვილთან, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო იმ რამდენიმე საკითხის განხილვა, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების და მსგავსი დანაშაულების პრევენციის, ასევე, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მისი რწმუნებულის ან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრისათვის დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირების მიერ, თუნდაც არასწორი, ან ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობის დაყენების დაუშვებლობაზე. განიხილეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების სრულყოფილად და ეფექტურად გამოძიების, ასევე სწორი კვალიფიკაციის პრობლემები; პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისა და წარმოების აუცილებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი, სამუშაო ადგილზე მის მიმართ განხორციელებულ იძულებასა თუ მუქარაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მსგავს საქმეებს სწორედ მთავარი პროკურატურა იძიებდეს.

სახალხო დამცველი დაინტერესდა მიმდინარე წლის თებერვალში მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მუშაობით, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, ასევე ქონების დათმობის მიზნით, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული მუქარისა თუ იძულების ფაქტებს შეისწავლის და იმედი გამოთქვა რომ ამ დეპარტამენტის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პროაქტიულად მიეწოდება.

დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, პრობლემური საკითხების სამუშაო ფორმატში განხილვისა და თანამშრომელთა სწავლება/გადამზადების კუთხით.

 
გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური