ყოფილი მთავარი პროკურორი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:18

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი უფროსი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.
გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე.
გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2013 წლის მაისიდან – ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს. საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, ხოლო უწყების ყოფილი უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

შოთაძის შეხვედრა თანამშრომლებთან მთავარი პროკურორის რანგში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:11

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის რანგში უწყების თანამშრომლებს პირველად ხვდება.

შეხვედრას განყოფილებების ხელმძღვანელები და საპროკურორო საბჭოს წევრები ესწრებიან. ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს სამოქმედო გეგმას აცნობს.

„მიუხედავად ამ რეფორმირებისა, ჩვენ ეს რეფორმა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ. მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი, ისე როგორც თქვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ასევე ზოგადად პროკურატურის გასავითარებლად და გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძემ პირველი საკადრო ცვლილებები უკვე განახორციელა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 10:05

გიორგი ბადაშვილის წასვლის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია. ირაკლი შოთაძემ პირველ მოადგილედ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ვასაძე დანიშნა. გამოთავისუფლებული პოსტი კი თეიმურაზ ნაჭყებიამ ჩაიბარა. 

ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სიახლეა გენერალურ ინსპექციაშიც, რომლის ხელმძღვანელი ბაკურ აბულაძე გახდა. 

ცვლილებებია საოლქო პროკურატურის ოფისებშიც: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი კი დღეიდან მალხაზ კაპანაძეა. 

პარლამენტის მიერ პარასკევს დამტკიცებულმა მთავარმა პროკურორმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორი გახდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 16:16

82 ხმით 15-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. პარლამენტში კენჯჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კანონის თანახმად მთავარი პროკურორობის კანდიდატის დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს მინიმუმ 76 ხმა ესაჭიროებოდა.

შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. 

უმრავლესობა შოთაძეს მთავარ პროკურორად ირჩევს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 12:20

მმართველი გუნდი ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად აირჩევს. განცხადებები ამ თემაზე დილიდან პარლამენტში კეთდება. ქართული ოცნების წევრები ფიქრობენ, რომ შოთაძე დაბალანსებული და გაწონასწორებული ადამიანია. 

"გუშინაც გამოავლინა რომ არის გაწონასწორებელი დაბალანსებული ადამიანი. შეიძლება ახალგაზრდა კაცისთვის არ იყო ადვილი არ ეპასუხა იმ შეურაცხყოფებს და ცილისწამებებს რაც უმცირესობიდან მოდიოდა. როდესაც კარგი ადვოკატი პროკურორად დავნიშნეთ ვერ გაამართლა. ადამიანი რომელსაც პროფესიონალური გამოცდილება აქვს პროკურატურაში მუშაობის გაცილებით უფრო უკეთესი იქნება ამ თანამდებობაზე," - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ამავე თემაზე ისაუბრა ნოდარ ებანოიძემაც.

"ვუსმინეთ ოპონენტებთან მის საუბარს, მე მომეწონა როგორ ეჭირა თავი და პასუხებიც ადექვატური იყო. უპირობოთ დავუჭერთ მას მხარს," - აცხადებს დეპუტატი ნოდარ ებანოიძე. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატის პირობა საზოგადოებას

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 14:16

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პირობას დებს, რომ პარლამენტის მხარდაჭერისა და მისი პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში უწყება უფრო გამჭირვალე და დამოუკიდებელი იქნება.

ამის შესახებ შოთაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

შოთაძე პროკურატურაში მუშაობის პერიოდსაც შეეხო. მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი ის საჭიროებები და პრობლემატური საკითხები, რის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები დგანან.

ქუთაისში მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 12:10

საპროტესტო აქცია იმართება ქუთაისში მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის წარდგენის გამო. აქციის მონაწილეები პარლამენტთან არიან შეკრებილი.

პროტესტის გამოსათქმელად საკანონმდებლო ორგანოსთან 200-მდე მოქალაქე და ოპოზიციის წარმომადგენელი მივიდა. ისინი გახმაურებული გამოუძიებელი საქმეების გამოძიებას მოითხოვენ.

"საქართველოდან გაყვანილია ყალბი დოკუმენტებით ჩვილი ბავშვები. ყველა მტკიცებულება პროკურატურას გააჩნია. მაქვს შეკითხვა შოთაძესთან, დამისახელოს მტკიცებულება, რომელიც აკლიათ ამ საქმეზე. ასეთ მტკიცებულებას ვერ დაასახელებს შოთაძე, რადგან ყველა მტკიცებულება უკვე არსებობს. იმისათვის, რომ მე ეს კითხვა არ დამესვა, ბესელიამ არ შემიშვა პარლამენტში“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, ასოციაცია „მომავლის იმედის“ თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძემ.

აქციაზე განცხადებები ასევე გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში პირველი განცხადებები გააკეთა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 11:42

მთავარი პროკურორობის კანდიდატის პირველი განცხადებები. ირაკლი შოთაძე დილიდან პარლამენტში იმყოფება, სადაც მისი მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტებში უკვე დაიწყო.

მანამდე კანდიდატმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ირაკლი შოთაძემ სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებაზე, სტრუქტურის დეპოლიტიზებასა და გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე ისაუბრა.

შოთაძის განცახდებით იქნება სიახლეები , რაც პროკურატურის რეფორმირების და დამოუკიდებლობის გაძლიერებას გულისხმობს, მისი თქმით იგეგმება პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის მაქსიმალური ამაღლება. 

   

"საია" მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ- "მირზა შაფის" პროექტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 10:16
"საია" მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ - საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში იწყება.ახალგაზრდა იურისტები საგამოძიებო უწყებისგან პროექტ "მირზა შაფთან" დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მასალებს ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთავარი პროკურატურისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ, რაც კანონდარღვევაა.

ირაკლი შოთაძე,ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნანა რევაზიშვილი-მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:21
იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. კანდიდატებად თეა წულუკიანი ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ნანა რევაზიშვილის და ირაკლი შოთაძეს ასახელებს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს.არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.დღეს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური