მეხმა ცოლ-ქმარი და მათი 15 წლის შვილი იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია
მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:08
უკრაინაში, ჩერკასკის რეგიონში მეხმა ერთი ოჯახის სამი წევრი - 38 წლის მამაკაცი, მისი 35 წლის ცოლი და 15 წლის შვილი იმსხვერპლა. როგორც საგანგები სიტუაციების მართვის რეგიონული სააგენტო იტყობინება, ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ისინი კიტრის მოსავალს იღებდნენ.
ცოლ-ქმარი ადგილზევე დაიღუპა, ბიჭი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, 6 ივლისს, ყაზახეთში, მეხის დაცემა გახდა მასშტაბურ ტყის ხანძრის მიზეზი, რასაც მწყემსი და 1000-მდე ცხვარი ემსხვერპლა.