მეცნიერები კოვიდ-19 წინააღმდეგ BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინასაც ცდიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 15:20

მეცნიერ-მკვლევარები დღეს იმაზე მუშაობენ და ამოწმებენ, კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იქნება თუ არა BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინა. ამის შესახებ TRT-ქართული BBC-ზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხ BBC-ის თანახმად, ტუბერკულოზის ვაქცინა შეიქმნა 1921 წელს და დამტკიცებულია, რომ მას შეუძლია ადამიანების დაცვა ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციებისგან. მისი კოვიდ-19 წინააღმდეგ ეფექტურობის დადგენის მიზნით კი, საერთაშორისო ბრაკისის კვლევის ფარგლებში ტესტირება ჩატარდა 10 000-მდე მოხალისეზე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და ბრაზილია. ეს ვაქცინა ძირითადად გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის იმ მუშაკებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაინფიცირებულნი იყვნენ კორონავირუსით და ამით BCG-ს ეფექტურობა უფრო სწრაფად დადგინდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი თედროს ადანომ ღებრეიზუსი, რომელიც ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა შორისაა, აცხადებს, რომ სანამ კოვიდ-19-ის სპეციფიკური ვაქცინა არ შეიქმნება, მანამ BCG-ს ვაქცინა ერთგვარ მაშველი ხიდის როლს შეარულებს.

 

ჩინეთის მთავრობა ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:31

აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.

ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას, პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი ასევე აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავება არ არსებობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 13:25

 ქალისა და მამაკაცის თავის ტვინის შედარებამ აჩვენა, რომ მნიშნელოვანი განსხვავება სქესებს შორის არაა. ებრაელი მეცნიერების ჯგუფმა თელ-ავივის უნივერსიტეტიდან დაფნი ჯოელის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 1400 ადამიანის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამა ჩაატარა. მიღებული მონაცემები 4 კატეგორიად დაყვეს. მეცნიერებმა ტვინის სხვადასხვა ნაწილები შეისწავლეს და განსაზღვრეს სქესზე დამოკიდებულება. შედეგად, დააგდინეს თუ რამდენადაა წარმოდგენილი „კაცური“ და „ქალური“  მახასიათებლები კვლევის ობიექტებში. მონაცემების დამუშავების შედეგად, აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა 23-53%-ის ტვინს მინიმუმ ერთი „კაცური“ და ერთი „ქალური“ სეგმენტი ჰქონდა. სრულიად „კაცური“ ან სრულიად „ქალური“ თავის ტვინი მონაწილეთა მხოლოდ 0-8%-ს აღმოაჩნდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის თავის ტვინი წარმოადგენს ორივე სქესის თვისებების ერთგვარ მოზაიკას და შუალედურია საერთო თვისებებში, რაც შეუძლებელს ხდის წმინდა „კაცური“ ან „ქალური“ ტვინის განსაზღვრას. თანამედროვე ფსიქოლოგიაში მტკიცედაა ფესვგადგმული გენდერული განსხვავება ტვინის აქტივობის დონეზე. მაგალითად, ხშირად წარმოსახავენ კონტრასტს  „ქალურ ემოციურობასა“ და „კაცურ გონივრულობას“ შორის, რითაც საზოგადოების მიერ ტვინის აგებულების შესახებ არსებული ფაქტების იგნორირება ხდება. 

თავდაცვის მინისტრი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 16:57

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. თავდაცვის მინისტრმა აკადემიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ დიდი სეგმენტი აქვს საგანმანათლებლო სივრცისა და სამეცნიერო საქმიანობის კუთხით, საკუთარი ფუნქციებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება ამ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ კი სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის აქტუალურ საკითხებად ისეთი თემები დაასახელა, როგორებიცაა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება, სამხედრო თემატიკის მეცნიერული კვლევების დაფინანსება და სამხედროების კვება. აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, მეცნიერებათა აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მოქმედი მემორანდუმის გადახედვაც იგეგმება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური