სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 16:15

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა და მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მოვალეობაა, რამაზან ბაირამის დღესასწაული მუსლიმებს პირადად მიულოცოს.
“მათთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათთან ერთად არის ამ დღესასწაულის მისალოცად. მიმაჩნია, ჩემი მოვალეობაა, რომ აქ მოვიდე და ჩვენ მოქალაქეებთან ერთადაც მივულოცო მათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ. დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევა არის, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.

ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე უარი თქვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 18:51

მუსლიმი თემი საპროტესტო აქციებს აანონსებს. მიზეზი - ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე მერიის უარია. შესაბამისი წერილი მუსლიმთა თემმა დღეს მიიღო. გიორგი ერმაკოვის ბრძანება კი, 2017 წლის 5 მაისითაა დათარიღებული.

გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი მერიამ იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. მერია მიიჩნევს, რომ განაშენიანება დომინირებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობით უნდა გაგრძელდეს, რომ მეჩეთს განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა სჭირდება.

"ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი" მერიის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის.

მუსლიმ თემს ტერიტორია უკვე შეძენილი აქვს.

აფეთქება ქალაქ ნაზრანში-დაშავებულია 2 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 მარტი 2016 17:49

ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანში , ნასირ-კორტის მუნიციპალურ ოლქში აფეთქება მოხდა.  მეჩეთის წინ ავტომობილი აფეთქდა, შედეგად  2 ადამიანი დაშავდა, ერთ ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დრომდე გაურკვეველია აფეთქების გამომწვევი მიზეზები ,მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. აფეთქება მეჩეთის წინ პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა, გარდა აფეთქებული მანქანისა კიდევ 2 ავტომობილი დაზიანდა.  

ერაყის ორ სუნიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 14:52

როგორც გამოცემა "გარდიანი" იტყობინება, თავდასხმები დედაქალაქ ბაღდადის სიახლოვეს განხორციელდა. აფეთქებების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო უნიფორმებში გადაცმულმა მამაკაცთა ჯგუფმა მეჩეთების ტერიტორიებზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ააფეთქა. 
კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, მუსლიმი სასულიერო პირი მოკლეს. 

მეჩეთის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 15:00

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატიული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მოპარული კომპიუტერი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

თბილისში მეჩეთის გაქურდვის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:52

სამართალდამცველებმა თბილისის მეჩეთში მომხდარი ქურდობა გახსნეს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

აბანოთუბანში მეჩეთი გაძარცვეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:30

აბანოთუბანში მეჩეთი გაძარცვეს. წაღებულია კომპიუტერი. 

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს. აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის ინფორმაციით, მეჩეთიდან ბოლოს, გუშინ თავად გავიდა, კარი ჩაკეტა, დღეს კი ფანჯარა გატეხილი დახვდა. 

საქმეზე გამოძიება ქურდობის ფაქტზე, 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კანადაში მეჩეთი დაწვეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 13:03
კანადაში მეჩეთი დაწვეს. შემთხვევა პროვინცია ონტარიოს ქალაქ პეტერბოროში მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოროტმოქმედთა ვინაობა, ისევე როგორც მეჩეთის დაწვის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველებმა ასევე არ იციან, უკავშირდება თუ არა მომხდარი, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური