აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 10:59

აზერბაიჯანელი ბანკირის მეუღლემ ლონდონის მაღაზიაში ერთ დღეში 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ტკბილეული იყიდა.

საქმე ეხება აზერბაიჯანში გასამართლებულ ჯახანაგირ გაჯიევის მეუღლეს, ზამირასზამირა გაჯიევა პირველი უცხოელია, რომელიც დიდ ბრიტანეთში უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით დააკავეს.

როგორც სასამართლოს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 10 წელიწადში ზამირა გაჯიევამ სუპერმარკეტ „ჰაროდსში“ 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა.

სასამართლოს მოთხოვნით საჯარო გახდა გაჯიევას სახელზე გაცემული ქვითრები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანელი ფინანსისტის მეუღლემ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი სათამაშოებში, 5,75 მილიონი – სამკაულში, 300 ათასი – ტანსაცმელში, 24 ათასი კი, ყავასა და ჩაიში დახარჯა. აზერბაიჯანელმა ქალმა მეუღლის ბანკის მიერ გამოშვებული 35 საკრედიტო ბარათი გამოიყენა.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე იკვლევს, როგორ შეძლო 55 წლის გაჯიევამ და მისმა მეუღლემ ლონდონის პრესტიჟულ უბანში აგარაკის ყიდვა, რომლის ფასიც 11.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია და ასევე როგორ შეიძინეს გოლფკლუბი, რომელიც 10.5 მილიონ სტერლინგადაა შეფასებული.

გაჯიევას აზერბაიჯანში დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში სდებენ ბრალს, ის ლონდონში ნოემბერში დააკავეს, შემდეგ კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijaneli-bankiris-meughlem-londonshi-ert-dgheshi-30-atasi-girvanqa-sterlingis-ghirebulebis-tkbileuli-iyida/

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე ღია წერილს ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 09:44

უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის ღია წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტრის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მიმართავს. 
თუბა ჩაბუქი აღნიშნულ პირებთან შეხვედრას ითხოვს და წერს, რომ მისი მეუღლე ამჟამად ბრალდებულია დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია. „სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგან ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო. მათ ყოველდღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელსაც აქამდე სიზმარებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად.
ახლა კი ახალი წელი დგება... სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე და მხიარულებაა... მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე) მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება, რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება. 
მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს. მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა... ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ. ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც... მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნევოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას. არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ... მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ... მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ, საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს.
გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს“, - აღნიშნულია თუბა ჩაბუქის წერილში. 

მეკო კვირიკაშვილი ავტოავარიაში მოჰყვა - მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2016 23:38

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტოფაში მოჰყვა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ (მეკო) კვირიკაშვილი. ის ავტომანქანაში ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტში განაცხადეს, კვირიკაშვილს თავის ქალის ზედაპირული ტრამვა აქვს მიღებული, ხოლო მისი მეუღლე მრავლობითი ტრამვებით სამტრედიის კლინიკაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტოფას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - არიან დაშავებულები. მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 10:09

ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის მეუღლე მოკლა. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალი ქმარმა ყელის არეში, ცივი იარაღით დაჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
წინასწარი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მკვლელობაში ბრალდებული მეუღლე ცხელ კვალზე დააკავეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. შესაბამისად, საქმეც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული. 
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლისაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური