მსოფლიო მასშტაბის აქცია „მეტროში შარვლის გარეშე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 14:48

10 იანვარს, ადგილობრივი დროით, ადგილობრივმა „ფლეშმობერებმა“ ნიუ-იორკში, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მასშტაბის აქციაში „მეტროში შარვლის გარეშე“. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივმა „ფლეშმობერებმა“ მეტროთი იმგზავრეს შარვლების გარეშე და მათ მგზავრების დიდი ყურადღებაც დაიმსახურეს.
მსოფლიო მასშტაბის აქცია „მეტროში შარვლის გარეშე“ პირველად ორგანიზებული იყო 2002 წელს  და იქედან მოყოლებული, ეს აქცია რეგულარულად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

 

სტამბოლში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 15:00

სტამბოლში მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები: ბაირამ-ფაშას რაიონში, სავარაუდოდ, ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურის მიწისქვეშა გადასასვლელთან პარკირებულ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. 

ინციდენტის გამო, მიმდებარე ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, შეფერხდა მეტროპოლიტენის ფუნქციონირებაც. გვირაბში ჩარჩენილ მგზავრებს მეტროსადგურამდე ფეხით მისვლა მოუწიათ.

აფეთქება სტამბულში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 20:16

სტამბულში მეტროსადგურ „ბაირამ ფაშასთან“ ახლოს აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ამ დროის მონაცემებით 1 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 1 დაშავებული. აფეთების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მეტროსადგურიდან შორ მანძილზეც ისმოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების და სასწრაფო დახმარების სამსახურების მობილიზებაა გამოცხადებული.

ბელგიის დედაქალაქში დახურულია მეტრო, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:48

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს ამ დრომდე ბრიუსელშიც, სადაც გუშინ ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

ბელგიის დედაქალაქში დახურულია მეტრო, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სპორტული და საგამოფენო დარბაზები.

ქუჩებში სამხედროებისა და სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ. უსაფრთხოების გაძლიერება პარიზის ტერაქტების ერთ–ერთი მთავარი ეჭვმიტანილის სალაჰ აბდესლამის ძებნის ოპერაციას უკავშირდება.

აბდესლამის მეგობრების ცნობით, ის ამ დრომდე ბრიუსელში იმალება და სირიაში გადასვლას ცდილობს. ერთ–ერთმა დაკავებულმა ეჭვმიტანილმა კი, რომელიც ბელგიაში აბდესლამთან ერთად დაბრუნდა, ჩვენებაში განაცხადა, რომ მას შესაძლოა შაჰიდის ქამარიც ჰქონდეს. 

მეტროს თანამშრომლებისთვის წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 15:49

თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2016 წლიდან წელთა ნამსახურეობის დანამატი აღდგება.

დანამატის აღდგენა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეტროს თანამშრომლებისთვის, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მათი თავდაუზოგავი შრომის დაფასების მიზნით მოხდება.

აღნიშნული დანამატის გადახდა 2006 წელს შპს "თბილისის მეტროს" გადაწყვეტილებით შეწყდა, სანაცვლოდ, ეს თანხა დაემატა თანამშრომლების  ყოველთვიურ ხელფასებს.

მომავალი წლიდან მეტროს თანამშრომლების არსებულ ხელფასებზე ისევ გაკეთდება დანამატი წელთა ნამსახურეობის მიხედვით, რისთვისაც ქალაქის მერია 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 1 მილიონ ლარს გამოყოფს.

ვერკეთილის მეტროში ბავშვი ჩავარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:00

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მეტროსადგურ ვარკეთილში. ლიანდაგებში ბავშვი ჩავარდა, თუმცა ამ დროისათვის უცნობია რა მდგომარეობაშია მცირეწლოვანი. „ნიუსდეი" ინფორმაციას შსს-სთან ამოწმებს.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური