ჩინეთის ხუბეის პროვინციაში ორთვიანი მკაცრი კარანტინი ნაწილობრივ მოიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 11:35

ჩინეთის ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის გვარცელების გამო, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შედმეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

ჩინეთის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შიდა გადაადგილება ნაწილობრივ განახლდა.

კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს ქალაქის ფარგლებში ავტობუსით გადაადგილება შეუძლიათ. ყოველ ავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფება ზედამხედველი, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, 28 მარტიდან უხანში მუშაობას განაახლებს მეტროს ექვსი ხაზი. მგზავრები ვალდებულები იქებიან, ატარონ პირბადეები, ასევე მგზავრობამდე გაიზომონ ტემპერატურა და გაიარონ რეგისტრაცია.

ხელისუფლება რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს, კერძოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან ჯერ თავი შეიკავონ.

უხანში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვარს აიკრძალა. უპრეცენდენტო ზომების ფარგლებში, ასევე აიკრძალა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

მოგვიანებით ანალოგიური ზომები აამოქმედეს ხუბეის მთელ პროვინციაში.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხუბეის პროვინციიდან სხვა პროვინციაში ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა.

გამონაკლისს მხოლოდ ქალაქი უხანი წარმოადგენს, სადაც ჯერ მხოლოდ შიდა გადაადგილებაა დასაშვები.

ქალაქ უხანიდან გასვლის შეზუდვა კი 8 აპრილიდან მოიხსნება.

 

31 დეკემბერს თბილისში მეტრო მთელი ღამე იმუშავებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 დეკემბერი 2017 17:37

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 31 დეკემბერს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.

„31 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მეტრო და ეს ასე გაგრძელდება. ის წელსაც მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს და ამასთანავე, გამოიყოფა ავტობუსები. რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც მოხდება მგზავრთა გადაყვანა იმ ადგილებში, სადაც საახალწლო კონცერტები გაიმართება“- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებული ვაგონებია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017 14:29

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს.

2017 წელს კომპანია მგზავრებს სრულიად ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებულ ვაგონებს სთავაზობს, რომელთა განახლება სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოხდა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც შექმნა დამატებითი სივრცე მემანქანისთვის. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები. სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

ელექტრო მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მისმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის პირველი მატარებელი, რომელსაც სრული მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მატარებელი ახალი მერტოსადგურის გახსნისთანავე შევა ექსპლუატაციაში.

„დღეს მოხდა ახალი მატარებლის პირველადი ტესტირება. ვაგონი არის მოდერნიზებული და ძალიან კომფორტული. დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრებს მოეწონებათ და გაცილებით უფრო კომფორტულად იმგზავრებენ, ვიდრე ადრე მგზავრობდნენ. ეტაპობრივად, დაგეგმილია ყველა ვაგონის მოდერნიზაცია“ - განაცხადა თბილისის მერმა.

2017 წელს თბილისის მეტროს მგზავრებს 8 განსხვავებული ფორმისა და დიზაინის, სრულიად განახლებული და მოდერნიზებული ვაგონი მოემსახურება, საიდანაც 4 უკვე მზად არის და სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა. კიდევ 4 ვაგონი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარა, წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება.

მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:25

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გაცნობებით, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებით არის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

დელისის მეტროსთან ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 ივლისი 2016 01:48

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული 40 წლამდე ქალბატონია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

 

მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშრებით მერია კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 13:45

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატებას მოითხოვენ. მათი პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი 8 აპრილიდან გაფიცვას აპირებენ.  ამ თემაზე კომენტარს დედაქალაქის მერი აკეთებს და აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა დამოკიდებულია ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე”.

”თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შესაძლებლობებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ შეიძლება გაეზარდოთ მათ მომავალში ანაზღაურება. თუმცა, ამ თვალსაზრისით რამდენიმე დღის წინ გადავდგით ნაბიჯი და ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მათ ნამსახურები წლების მიხედვით დანამატზე იზრუნა და 1 მილიონი ლარი დამატებით გამოიყო. მოლაპარაკები დღესაც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება, რათა უკეთ იყვნენ თანამშრომლები უზრუნველყოფილი”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ანაზღაურებას ვერ გაუზრდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 13:01

დავით ნარმანიას განცხადებით , დედაქალაქის მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს. 

„მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, ვინაიდან წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსების ოპტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს“, - განაცხადა ნარმანიამ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. 

მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. 

მეტროპოლიტენის მემანქანეები შესაძლოა გაიფიცონ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 12:23

შესაძლოა , თბილისში მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნას. მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების და ხელფასების გადახედვას მოითხოვენ.

ინციდენტი თავისუფლების მეტროსთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 09:58

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან სადაც სამართალდამცავებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებმა მეტროში ქცევის წესები დაარღვიეს და პოლიციელის მითითებებს არ დაემორჩილნენ.

დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა ედებათ.

5 ახალგაზრდის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქალაქო სასამართოს მოსამართლე იმსჯელებს. სწორედ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ ახალგაზრდებს. 

მსოფლიო მასშტაბის აქცია „მეტროში შარვლის გარეშე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 14:48

10 იანვარს, ადგილობრივი დროით, ადგილობრივმა „ფლეშმობერებმა“ ნიუ-იორკში, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო მასშტაბის აქციაში „მეტროში შარვლის გარეშე“. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივმა „ფლეშმობერებმა“ მეტროთი იმგზავრეს შარვლების გარეშე და მათ მგზავრების დიდი ყურადღებაც დაიმსახურეს.
მსოფლიო მასშტაბის აქცია „მეტროში შარვლის გარეშე“ პირველად ორგანიზებული იყო 2002 წელს  და იქედან მოყოლებული, ეს აქცია რეგულარულად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური