თბილისსა და იანანს შორის განზრახვათა წერილს მოეწერა ხელი
თბილისსა და ჩინეთის ქალაქ იანანს შორის განზრახვათა წერილს მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა და ქალაქ იანანის მუნიციპალური პარტიის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჭანგ ციანგიმ მოაწერეს. ღონისძიება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.
განზრახვათა წერილის მიზანია ორი ქალაქს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, ასევე, გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა კულტურის, ტურიზმის, ტექნოლოგიის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში.
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი დოკუმენტი ქალაქებს, სხვადასხვა სფეროში ერთმანეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
„იანანის პროვინცია ნამდვილად გამორჩეულია ჩინეთში. აქ დაიბადა ჩინეთის სახელმწიფოებრიობა. ასევე, ის იყო პირველი წერტილი აბრეშუმის გზაზე, რომლის ნაწილიც იყო საქართველო და თბილისი. დღეს ჩვენი სტუმრები მოვიყვანეთ აბრეშუმის მუზეუმში, რომლის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ. ეს არის უნიკალური განძი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე, დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი, არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ როგორც მწარმოებელი ქვეყანა აბრეშუმის გზაზე. დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რითაც ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო ამ რეგიონთან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
თავის მხრივ, იანანის მთავრობის წარმომადგენელმა, ჭანგ ციანგიმ, ქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით უფრო მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვეცნობი ამ უძველესი ქალაქის ტრადიციებს, რისთვისაც თბილისის მერიას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ქალაქებს შორის ახალი ურთიერთობის დაწყების შესანიშნავი ნაბიჯია. ეს ხელს შეუწყობს ქალაქებს შორის ხალხთაშორისი კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ჭანგ ციანგიმ.
ღონისძიებას ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შენსის პროვინციის ქალაქ იანანის გუბერნატორი სუ სინრონგი დაესწრნენ.
21 ოქტომბერი უქმე დღეა
2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.
დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.
როგორი მერი სურს ნინი ბადურაშვილს თბილისისთვის და რა ამოცანებს უსახავს მას
მომღერალი ნინი ბადურაშვილი მომავალ მერის არჩევნებს ეხმაურება და მას, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, რამდენიმე ამოცანას უსახავს.
"ძალიან დიდ იმედი მაქვს იმისა, რომ მომავალ ჩვენი დედაქალაქის მერს ისევე ძლიერ ეყვარება ჩვენი ქალაქი, როგორც თითოეულ თბილისელს! მიხედავს მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელიც ყველას გვაწუხებს: 1 მოაგვარებს უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ სტატისტიკით თბილისი ჰაერის დაბინძურების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში!
2. ახალი თანამედროვე მშენებლობებთან ერთად შეუნარჩუნებს თბილისს ძველ იერსახეს და სილამაზეს, რომლითაც ამაყობდა ძველად თბილისი!
3.განტვირთავს საცობებისგან, რადგან თუ ეს პრობლემა მალე არ მოგვარდა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება გადაადგილება ქალაქში!
4. იზრუნებს დედაქალაქის გამწვანებაზე და გააშენებს სკვერებს, ბაღებს, სპორტულ მოედნებს, რათა ბავშვებს მიეცეთ სუფთა ჰაერის სუნთქვის საშუალება და გართობა!
და ბოლოს მინდა ყველა კანდიდატს წარმატება ვუსურვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული გაიმარჯვებს!", - წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ახალციხის მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა
ახალციხის მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გიორგი კოპაძის განცხადება გადადგომის შესახებ საკრებულომ დააკმაყოფილა. გიორგი კოპაძე ქართული ოცნების სახელით არჩევნებზე იყრის კენჭს.
ის ახალციხე-ადიგენის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. მის მოვალეობას ილია ვარდიაშვილი შესრულებს.
ქუთაისის მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გრძელდება
ქუთისის მერის გადადგომას თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები მოითხოვენ. გაერთიანების რეგიონალუმა ორგანიზაციამ დღეს ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
პარტიის ლიდერები მერიაში იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად გამოავლინა.
ქუთისის მერის გადადგომის მოთხოვნას, სოციალურად დაუცველებიც შეუერთდნენ.
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.მისი განცხადებით ყველა ადამიანის ვალია პატივი მიაგოს იუნკერთა ხსოვნას.
„ყოველთვის უნდა გავიხსენოთ 23 თებერვალი, ის დღე როცა 1921 წელს განსაკუთრებული გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა თანამებრძოლებმა და თანამემამულეებმა, რომლებსაც მხოლოდ ერთდაერთი რამ ამოძრავებდათ, რომ თავიანთი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი. შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გავიხსენოთ ისინი, პატივი მივაგოთ მათ ღირსეულად და გადავცეთ მომავალ თაობას ის საგმირო საქმეები, რაც მათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
თბილისის განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები შევიდა
განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები შევიდა. გადაწყვეტილება , თბილისის დღევანდელ მთავრობის სხოდმაზე განხდა ცნობილი.
კოეფიციენტების მომატებაზე შეზღუდვებს გენ გეგმის შემუშავებამდე შემოიღებენ და გამონაკლისის წესით, ნებართვის გაცემაც მორატორიუმს დაექვემდებარება.
დავით ნარმანიამ დაზიანებულ გზებზე და მათი რეაბილიტაციის გეგმაზე ისაუბრა
დაზიანებული გზები და მათი რეაბილიტაციის გეგმებზე ისაუბრა დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანიას განცახდებით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში.“ ვავალებ შესაბამის სამსახურებს - კეთილმოწყობის სამსახურს და რაიონულ გამგეობებს, რომ ტემპს და ხარისხს მივაქციოთ, როგორც წესი ყურადღება ერთის მხრივ და მეორე მხრივ ვიმუშაოთ ინტენსიურად, რათა დროულად მოვაწესრიგოთ გზები, დრულად აღვადგნინოთ დაზიანებული გზების საფარი. ზედამხედველობა განხორციელდება აუცილებლად, როგორც მუნიციპალური ლაბორატორიის მხრიდან, ასევე ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან. მე პირადადაც ხშირად დავდივარ და ვამოწმებ საგზაო სამუშაოებს სხვადასხვა უბნებში, მათ შორის მოულოდნენ რეჟიში და ეს შემომწმებები აუცილებადფ გაგრძელდება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
პატრიარქი თბილისის მერს უსახლკაროებისათვის თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისათვის თავშესაფარს ითხოვს. ილია მეორემ თბილისის მერსა და საქველმოქმედო ფონდის წევრებს მიმართა.ინიციატივით კათოლიკოს პატრიარქი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის 11 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა.
შესაძლოა,მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი გახდეს
საკრებულო დღევანდელ სხდომაზე მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილის დამტკიცების საკითხს კენჭს უყრის. ცნობილია, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" კი ნიკოლეიშვილის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. მათი განმარტებით, დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრა მსგავსი საკადრო ცვლილებებით ვერ მოხერხდება.