"იმედია, შემდეგ კვირას აღარ დავინახავ თქვენს ცრემლებს"- რას წერს ამზოევი გიორგი გაბუნიას

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 14:37

X ფაქტორის მონაწილე მერაბ ამზოევი, რომელმაც პროექტი 10 დღის წინ დატოვა სოციალურ ქსელში შოუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. ის ბავშვების ჯგუფის მენტორს მოუწოდებს თუ ქართულ სიმღერების შერჩევას გადაწყვეტს, მაშინ თანამედროვე ან გათანამედროვებული სიმღერები შეარჩიოს:

"ძალიან კარგია, როცა "X ფაქტორში" გიორგი გაბუნიამ ამღერა ბავშვებს ქართული სიმღერა. ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ამღერებ ბავშვებს ძველ ქართულ სიმღერებს და გინდა რომ მაყურებელმა დააფასოს და შეიყვაროს ასეთი სიმღერები, მაშინ უნდა ამღერო თანამედროვე ვერსიით, ან თანამედროვე ახალი სიმღერები. მე მგონი დრო მიდის წინ და არა უკან და ჩვენც უნდა მივყვეთ ამ დროს, ამიტომ ხალხს უნდა დაანახო და მოასმენინო რამე ახალი,კარგი, ხარისხიანი ქართული მუსიკა. გრიგოლ და თამარ თქვენ ხართ ძალიან მაგრები და შესანიშნავად შეასრულეთ ასეთი რთული დავალება. იმედია, შემდეგ კვირას აღარ დავინახავ თქვენს ცრემლებს", - წერს მერაბ ამზოევი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური