„პარლამენტში რეალური პოლიტიკოსების დეფიციტი გვექნება“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 15:42

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს არჩევნების მეორე ტურში. საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადია მეორე ტური გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდებოდა აქამდე. გარდა იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატებს პირველ ტურებში ჰქონდათ საკმაოდ დიდი უპირატესობა, მეორე ტურებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსი. გარდა ამისა, მეორე პოლუსზე რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა დარჩენილი, ესეც გარკვეულ უპირატესობას აძლევს ხელისუფლებას იმიტომ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების სასარგებლოდ." - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "სტარვიზიის" ეთერში. უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმინეთ რადიო star fm-ზე, "აქტუალური თემის" შეკითხვებს გია ხუხაშვილი პასუხობს.

ბრიტანეთის საელჩო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 28 ოქტომბერი 2016 17:20

დიდი ბრიტანეთის საელჩო 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებს დააკვირდება. პროცესი საერთაშორისო დამკვირვებლის მანდატით განხორციელდება. დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოები, 30 ოქტომბერს, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურებს დააკვირდებიან. 
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა. 
„8 ოქტომბერს ბევრმა ჩვენგანმა საერთაშორისო თანამეგობრობიდან მოვახერხეთ თბილისსა და ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების მიმდინარეობისთვის თვალი გვედევნებინა. ეს ყოველთვის საინტერესო პროცესია, ვინაიდან საქმე გვაქვს ნამდვილ, „ცოცხალ დემოკრატიასთან“. ვგეგმავ იგივე გავაკეთო 30 ოქტომბერსაც, როდესაც ბევრ ოლქში მეორე ტურები გაიმართება. იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად გამონახავენ დროს და დააფიქსირებენ თავიანთ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან“, - განაცხადა ელჩმა. 

“საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა დამაზიანებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ - კოტე ჩოკორაია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 15 ოქტომბერი 2016 17:38

“საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ნებისმიერ შემთხვევაში, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კვორუმი გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავაშირებით, პარლამენტის ¾. ეს თავდაპირველად იმიტომ იქნა მიღებული, რომ არ მომხდარიყო მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გადაწყვეტილებების მიღება. ქართული გამოცდილებით, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფლობდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობას საქართველოში, არა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლასა და მორგებას საკუთარ ინტერესებზე, არამედ ამ კონსტიტუციური უმრავლესობით გაეკონტროლებინათ ყველაფერი - სასამართლო ხელისუფლება და მედიაც მათ შორის... რაც შეეხება კონკრეტულ საფრთხეებს, ეს არის - მთელი ძალაუფლების კონცენტრირება ერთი ხელისუფალის ხელში და სავარაუდოდ ეს იქნება პრემიერ-მინისტრი.“ - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს კოტე ჩოკორაია პასუხობს.“

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური