კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 14:27

თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სტიქიის დროს ყველაზე მოუშუშებელი დანაკარგი ადამიანების სიცოცხლე იყო.

თბილისის მერმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა თუ პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შესაბამისად გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ყველას გვახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო 2015 წლის 13 ივნისი, როდესაც ეს უბედურება მოხდა. რთულია ყველაფრის სიტყვით გადმოცემა, თუ რამდენად უძლური ვიყავით ბუნების წინაშე და რამდენად მძიმე იყო არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ადამიანები და იმ ჭრილობებს და ტკივილს ვერაფერი მოაშუშებს. უბრალოდ, ამას ვეგუებით. რაც შეეხება სამუშაოებს, იყო რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუ რა უნდა გაკეთებულიყო - ეს იყო განგაშის სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ასევე, ცხაურები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა რეკომენდაციებიც გაიცა, ყველაფერი შესრულდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა.

თბილისის საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 17:56

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

საკრებულოს წევრებთან ერთად ვეტერანებს გამარჯვების დღე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის შედეგი იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 21:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს, პატივს მივაგებთ ამ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა ამ ტრაგიკულ ომში.

ვმუშაობთ იმისათვის, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო შეიქმნას.

ჩვენი ქვეყნის გაერთიანება  მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციისა და მუშაობის  შედეგი იქნება.

ჩვენ, ასევე, დღეს დავაჯილდოვეთ 28 ადამიანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ახლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 აპრილი 2016 14:33

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი.
ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ დამოუკიდებლობიდან და ახლა მივდივართ თავისუფლებისაკენ.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე" დაათვალიერეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს და პრეზიდენტის მრჩევლებს პარლამენტის განახლებული სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.

9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის მაგალითად

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 აპრილი 2016 14:27

9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
გიორგი კვირიკაშვილმა ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.
''ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას.
განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა თუნდაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით. 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, ისტორიად იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას,'' - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 09 აპრილი 2016 14:09

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავით ებრალიძემ 27 წლის წინ მომხდარი მოვლენები შეაფასა.
„9 აპრილი ჩვენი უახლესი ისტორიის დიდი ძვრების და გაერთიანების დასაწყისი იყო. როგორც დიდ დღეებს შვენის, ამ დღესაც ჰყავს თავისი გმირები. 9 აპრილს გმირები დაეცნენ და ცხადია, ამ თვალსაზრისით, ეს დღე ტრაგიკულიც არის. თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს. ეს დღე ყოველთვის იქნება ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში“.
27 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი ბაგრამის ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 01 მარტი 2016 11:07

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთში პატრულირების დროს გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. IV ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„მისმა ქმედებამ, მისმა გმირობამ ის სამუდამოდ ცოცხალი გახადა და ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება,“ - განაცხადა ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ. „მინდა მადლობა ვუთხრა მის ოჯახს ასეთი გმირის გაზრდისთვის და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 43-ე ბატალიონის მებრძოლებს, მეთაურებს და გამოვხატო გულისტკივილი და ამავდროულად სიხარული, რომ ასეთი ვაჟკაცები და გმირები ჰყავს ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა მან.

მემორიალის გახსნის ცერემონიალს კოალიციური ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

პრემიერმა ლიტვის თავისუფლებისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 17:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრემიერმა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო ვილნიუსში 1991 წლის 13 იანვარს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დღესვე, თაიგულით შეამკო 1918-1921 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი ვილნიუსში.
1918 წლიდან, დათიკო მაჭავარიანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი და აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში, იგი საქართველოს საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავად ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა.

ქართველი გენერალი ლატვიის ეროვნული გვარდიის იუბილეს დაესწრო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 10:01

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ოფიციალური მიწვევით ლატვიის დედაქალაქში იმყოფებოდა. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველი გენერალი რიგაში ლატვიის ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ვიზიტისას ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში  რამდენიმე შეხვედრა შედგა, მათ შორის ლატვიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ რაიმონდს გრაუბესთან და ლატვიელ კოლეგასთან, ლეონიდას კალინასთან. ლევან გამყრელიძემ ლატვიელ კოლეგებთან ერთად ლატვიის თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური