სროლა მელბურნში - დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 17:07

რი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაშავდა მელბურნის გარეუბან ბრაიგტონში მომხდარი ინციდენტის შედეგად.

შეიარაღებულმა პირმა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე ბრაიგტონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში მოკლა მამაკაცი და მძევლად აიყვანა ქალი, პოლიციამ რაიონი ალყაში მოაქცია, ისინი შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავებს მძევალი მამაკაცის გვამიც დახვდათ.

მძევლების აყვანის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, პოლიცია ამოწმებს ქონდა თუ არა ამ ინციდენტს კავშირი ტერორიზმთან. რამდენიმე მედია ავრცელებს ინფორმაცია, რომ მამაკაცი თავადვე აცხადებდა რომ ის ISIS-თან და ალ ქაიდასთან იყო კავშირში.

მელბურნში ფეხით მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა, დაშავდა 30-მდე ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 იანვარი 2017 13:05

 მელბურნის ცენტრში, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა,  რის შედეგადაც,   სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, გარდაიცვალა. 

უცხოური მედიის ინფორმაციით,  შემთხვევის შედეგად 29-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი მკლავში დაჭრეს და დააპატიმრეს. მათი თქმით, მომხდარი ტერორისტულ აქტად არ შეფასებულა, თუმცა არსებობს კავშირი მელბურნში დღეს დილით მომხდარ დანით თავდასხმასთან. 

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური