PSP-მ ერთდროულად ორ რეგიონში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 08 თებერვალი 2019 11:07

6 თებერვალს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-მ ბრიტანული კონცეფციის აფთიაქები გახსნა. საზეიმო ლენტი რაიონის გამგებლებმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს, წალენჯიხაში მერმა ბესიკ ფარცვანიამ და ჩხოროწყუში მერმა დათო გოგუამ. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები.

PSP უკვე 25 წელია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურშია და 1994 წლიდან PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და მომსახურების ხარისხის გარანტია. 2017 წელს PSP-მ მომხმარებელს ახალი კონცეფცია - „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ შესთავაზა. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის აფთიაქებიც ამ კონცეფციის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

„დღეიდან წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობას საშუალება აქვს PSP-ში ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს მედიკამენტების, კოსმეტიკის, ჰიგიენის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათეულობით ათასი პროდუქტი. ყველაზე ფართო ასორტიმენტი ყველაზე დაბალ ფასად, უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი - გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს.

ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. აფთიაქის გახსნა დაემთხვა ჩვენს ყოველი თვის აქტივობას - ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას, ვისაც საბავშვო პრდუქცია აინტერესებს, PSP-ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ  ბავშვის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე.  ვცდილობთ, პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება PSP-ს 2019 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-ს აფთიაქები 6 თებერვალს პირველად გაიხსნა. ქსელის გაფართოება და ახალი რეგიონების მოცვის პროექტის ფარგლებში 12 თებერვალს კიდევ ერთ ახალ რეგიონში - ჩოხატაურში პირველად გაიხსნება PSP-საფთიაქი.

 

 

PSP გასული წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაციის ბაზრის ლიდერია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 15:26

PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და უნიკალურ საწარმოს

GM Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო 9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა.

საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი, ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა.

2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 10:50

13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.  მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებებზე მომხმარებელი PSP-ში მნიშვნელოვნად დაბალ ფასს მიიღებს. მეორე, იგივე ბ, ტიპის დიაბეტის შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ტაბლეტები სჭირდება და არა ინსულინი.

„PSP მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს და შესაბამისად, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები PSP-ს სააფთიაქო ქსელში ყოველთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იყო. 13 აგვისტოდან ეს მედიკამენტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ყველაზე მოთხოვნად დიაბეტონს მომხმარებელი ჩვენთან უკვე 10 ლარად მიიღებს, ამარილი 2მგ - 3 ლარი ეღირება, ხოლო სიოფორის ფასი 5.82 ლარი იქნება. ჩვენს მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაციით ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მედიკამენტებზე ფასები შევამციროთ, რათა PSP-ს ქსელში არსებული ხარისხიანი მედიკამენტები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ყველაზე დაბალი ფასის გარდა მომხმარებელს ყოველ 10 ლარიან შენაძენზე PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვა შეუძლია. 4 ნოემბერს PSP-ს გათამაშებაში ერთგული მომხმარებლები 10 წლიან ხელფასს ყოველთვე 1000 ლარის ოდენობით, 25 000 ლარს და გარემონტებულ ბინას საბურთალოზე მოიგებენ.

PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მაისი 2018 12:56

ცოტა ხნის წინ მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს დანამდვილებით ასეა.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.
იმ ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სპეციალური ლიცენზიით იწარმოება და დაბალ ფასად იყიდება, PSP მთელს მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს.

მოსახლეობას საშუალება ეძლევა, აღნიშნული სპეციალური დანიშნულების ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისათვის ყოველგვარი ფასნამატის გარეშე მიიღოს.
მომხმარებელმა სპეციალურ ნომრებზე 595 800 814 ან 551 93 44 55 უნდა დარეკოს და ფორმა 100-ის საფუძველზე მედიკამენტი შეუკვეთოს.

პსპ-ში მომხმარებელს ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით მედიკამენტების მიღება შეუძლია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 18:28

პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს ელექტრონული რეცეპტით სარგებლობა შეუძლია. სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაინერგა და მნიშვნელოვნად ამარტივებს მომხმარებლის მიერ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენის პროცესს.

ახალი პროექტის ფარგლებში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს იმ სააფთიაქო და სამკურნალო დაწესებულებებთან, რომელთაც უკვე გააჩნიათ შიდა ელექტრონული სისტემები და ადვილად დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ელექტრონული რეცეპტების სისტემას.

„პსპ-ს საქმიანობა მთლიანად მომხმარებლის კომფორტზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი ჩაერთო საერთო ელეტქრონული სისტემის პროგრამაში. მომხმარებელმა კარგად იცის რომ პსპ-ში მედიკამენტების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია, ნებისმიერ, თუნდაც არასააქციო დღეს. ამასთან დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს პსპ-ს ბარათის ყველა მფლობელი; პსპ-ს ელექტრონული სისტემაში ჩართულობა კიდევ უფრო მარტივს ხდის მედიკამენტების შეძენის პროცესს,“- აცხადებენ პსპ-ში. 

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 მარტი 2017 12:23
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, ქ. ზუგდიდში მდებარე, შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ - ერთი აფთიაქიდან, მოქალაქეებზე სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების, რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც, დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობის დადგენის მიზნით, გამოვლენილ ობიექტსა და ბრალდებულების საცხოვრებელ მისამართებზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. დანაშაული სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით.

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 30 იანვარი 2017 18:07

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქების ხელმძღვანელი პირების მიერ განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კიდევ არაერთი ფაქტი გამოავლინა. 

კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  

დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე პირთა გამოვლენისა და უკანონოდ მიღებული შემოსავლების ზუსტი რაოდენობების დადგენის  მიზნით, ყველა გამოვლენილ ობიექტში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების ქვეყანაში ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით, 1 დან 3 წლამდე.

ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას, აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენისა და „სააფთიაქო ნარკომანიის“ საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით.

 

დაკავება მედიკამენტების კონტრაბანდის ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 10:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით მედიკამენტების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული მედიკამენტები. საგამოძებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების დროს დააკავა, ხოლო მედიკამენტები მისი კუთვნილი ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 
საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5  წლამდე ვადით. 

ამბულატორიულ მედიკამენტებზე და წამლებზე ისევ ბარიერია, - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 14:55

”სტაციონარულ სერვისებზე მიწვდომადობა გაორმაგებულია და ფასები მომსახურებაზე, წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ანუ პროექტი გახდა უფრო ხარჯეფექტური. რაც შეეხება მთავარ გამოწვევებს, ეს არის ის, რომ ამბულატორიულ მედიკამენტები, წამლები, რომლებიც ადამიანმა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მიიღოს ქრონიკული დაავადებების გამო, რჩება ისევ მაღალი ბარიერი,“- ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მცირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 16:16
საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მცირდება. კვლევა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა და სამთვიანი მუშაობის შედეგები დღეს გაასაჯაროვა. ორგანიზაციამ 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ფასები შეისწავლა. „მეტწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე არის შემცირებული ფასები და ეს ემთხვევა ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის გამოჩენას, რომელმაც ფაქტობრივად 30%-ით გაიაფებული მედიკამენტები შესთავაზა მომხმარებელს,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა გულბანმა.
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური