სასტარტო სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 დეკემბერი 2018 14:24

გასულ კვირას თბილისში ჩატარდა ქართველი ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ოთხდღიანი სასტარტო სემინარი. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) - ტერეზა ტალჰამერი სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი და მედიის განვითარების ფონდი (MDF) - თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრის მხარდამჭერი - სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის საგნობრივი ხელმძღვანელები იყვნენ: ტომას ვიერნი, მრჩეველი საკონსტიტუციო და მედიასამართლის დარგში, ტობიას ბრინგს–ვიზენი, კიოლნის უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტი, მანფრედ პროტცე, გერმანული პრესის საბჭო, დოქტორი ფრედერიკ ფერეაუ, კიოლნის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი და ბერნდ ჰოლცნაგელი, მიუნსტერის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“. კერძოდ:

• მედიის ამოცანები დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში

• სახელმწიფოსა და გაერთიანების ზედამხედველობისგან

თავისუფალი მედია 

• ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა, ინფორმაციის

სანდოობა

• ინფორმაციისა და მისი გავრცელების თავისუფლება

• მრავალფეროვნება, როგორც დემოკრატიული აზრის

ჩამოყალიბების წინაპირობა

• ახალგაზრდობისა და მომხმარებლების დაცვა

• მიმწოდებლის სამეწარმეო თავისუფლება

• პიროვნული უფლებებისა და ღირსების დაცვა

• გამჭვირალეობა როგორც რეგულირების მიზანი

ყველა თემის მოკლე მიმოხილვის და დისკუსიის შემდეგ, მონაწილეების მხრიდან მიმდინარეობდა განსაკუთრებული პრობლემების გამოვლენის პროცესი.

სემინარის მუშაობის მომდევნო დღეები დაეთმო ცალკეული და კონკრეტული თემების განხილვას, ანუ როგორიც იყო პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, სოციალური ქსელის რეგულირება, შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით, ქართული სამართლებრივი მდგომარეობის და ბაზრის წარდგენა და სხვა.

თემების განხილვის შემდეგ მიმდინარეობდა აქტუალური დისკუსია პრობლემების გადაჭრის მოძებნის გზებზე, რის შემდეგაც სემინარის მონაწილეებმა მაშაობა დაიწყეს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაზე. ამის შემდეგ მოხდა დასკვნითი დოკუმეტის ერთობლოვი შემუშავება სამუშაო ჯგუფის შედეგებით და რჩევების გათვალისწინებით. 

ერთობლივი სასტარტო სემინარის ბოლო დღეს გაიმართა დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: სოციალური ქსელის რეგულირება და დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით. ამას კი მოყვა შემუშავებული შედეგების საბოლოო განხილვა, სემინარების შედეგების შეჯამება, სემინარის შეფასება, შემდეგი ნაბიჯების და სამომავლო გეგმების განხილვა.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და გამოითქვა მზადყოფნა, რათა ანალოგიური სემინარი, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისათვის უკვე სხვა საინტერესო თემებზე, მომავალ წელსაც ჩატარდეს.

 ავთანდილ ოთინაშვილი

31 ქვეყანა შეუერთდა მშვიდობისათვის მედიის გლობალური ქსელის შექმნის იდეას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 ოქტომბერი 2018 18:34

მე -2 საერთაშორისო კონფერენცია მშვიდობის მშენებლობის შესახებ გლობალური ქსელის შექმნის თაობაზე: მშვიდობის ინიციატივის საერთაშორისო მედია საზოგადოება „სამშვიდობო ინიციატივა“
19 სექტემბერს, სეულში /სამხრეთ კორეა/, 31 ქვეყნის მედიის წარმომადგენელმა და 110 ჟურნალისტმა მონაწილეობა მიიღო მე -2 საერთაშორისო კონფერენციაში მშვიდობის მშენებლობის შესახებ გლობალური ქსელის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა მედია-პლატფორმა „სამშვიდობო ინიციატივა“ (PI).
„სამშვიდობო ინიციატივა“ განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის შესახებ ახალი ამბების გავრცელება და პრესის თავისუფლების დაცვის მიზნით, მშვიდობიანი ჟურნალისტიკის გავრცელების ხელშეწყობა. PI- თან თანამშრომლობის შექმნის მიზნით, 13 ქვეყნის 13 მედია-საშუალების წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL- თან ერთად გაეროს ECOSOC- ის ფარგლებში.
სიტყვით გამოსვლისას, ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა მედიის როლის მნიშვნელობას საზოგადოების წინაშე. მისივე თქმით, „დღეს ახალი მისია გამოჩნდა. სიძულვილის, ჭორების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მხოლოდ პატიოსანი და პასუხისმგებელი ჟურნალისტები არიან სიმართლის დამცველები. ეს არის წინაპირობა მშვიდობის დამყარებისა ხალხის გულებში და გონებაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაუმკლავდებით ამ ამოცანას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან მისიაში", - აღნიშნა ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა. 
ავთანდილ ოთინაშვილმა, News Day Georgia-ს ხელმძღვანელმა საქართველოში განაცხადა: “ჩემთვის, როგორც მასმედიის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს მაძლევს საშუალებას საკუთარი გამოცდილება და ხედვა გავუზიარო ჩემს კოლეგებს და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებს. ამ კონტექსტში HWPL-მა და სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა განვიხილეთ „მსოფლიოს მასმედიის გლობალური ქსელის“ შექმნის აუცილებლობის საკითხი, რათა არა მარტო ვაცნობოთ მოსახლეობას კონფლიქტების არსებობის შესახებ, არამედ კონფლიქტების მოგვარების გზებიც დავსახოთ. ეს პროექტი „სამშვიდობო ჟურნალისტიკის“ ფარგლებში ხორციელდებაჩემი კოლეგების დახმარებით, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ HWPL-თან „სამშვიდობო ინიციატივის“ ფარგლებში, იგეგმება ვებ-გვერდის შექმნაც. დარწმუნებული ვართ, ეს კონტენტი, რომლის სახელწოდებაა peaceinitiative.net გახდება ის პლატფორმა, რომელიც დაამზადებს და გაავრცელებს ინფორმაციებს მშვიდობის თემაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მშვიდობის პოპულარიზაციას და დამყარებას ჩვენს პლანეტაზე".
ა. ოთინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე აქ თქვენს გვერდით ვიმყოფები. ეს არის HWPL-ის მთავარი გზავნილი - კონფლიქტებისა და ომების აღმოფხვრა იარაღის გარეშე. „მე სრულად ვეთანხმები ამ მიზანს, ვინაიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. ისევე, როგორც HWPL-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ლი მან ჰი-მ, მეც საკუთარი თვალით ვნახე ის თუ რა საშინელების მოტანა შეუძლია ომს კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის. აქედან გამომდინარე მე მსურს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მოკრძალებული წვლილი შევიტანო ომების შეწყვეტაში და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების სანუკვარი მიზნის მიღწევაში.
როდესაც ბატონი ლი მან ჰი აცხადებს, რომ ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა მომავალმა თაობებმა მონაწილეობა აღარ მიიღონ ამ ტრაგედიაში, ეს სრული სიმართლეა. მისი სიტყვები - „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ ყველგან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“, ჭეშმარიტებაა, და თუკი თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ დაიშურებს, თუკი გავერთიანდებით სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო, რომელიც ამბობს - „ჩვენ ვართ ერთი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და შევძლებთ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არასოდეს ეცოდინება თუ რა არის ის საშინელება, რომელის სახელწოდებაა - ომი. ჩვენ ერთნი ვართ - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს კი არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. 
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილემ ხელი მოაწერა "ერთობლივ განცხადებას მედიასთან თანამშრომლობის შესახებ პრესისა და გლობალური სამყაროს თავისუფლების შესახებ". დოკუმენტში საუბარია ერთობლივ თანამშრომლობაზე მშვიდობის დამარების ხელშეწყობაზე მთელს მსოფლიოში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით სისასტიკის წინააღმდეგ მიმართებაში.
თავის მხრივ, სამიტის ორგანიზატორმა, HWPL- ის თავმჯდომარემ ლი მანი ჰიმ ყველა სესიაში მიიღო მონაწილეობ. როგორც მან განაცხადა, "ჩვენ შევქმენით HWPL მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. თუმცა, HWPL-ს არ შეუძლია თავად დაამყაროს მშვიდობა და შეწყვიტოს ომი დედამიწაზე. მაგრამ თუ ჩვენ მოვახდენთ კონსოლიდაციას, ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ჩვენი ძალები. სამშვიდობო და ომის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციის (DPCW) 38 პუნქტისა და მე-10 სტატიის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას. ამ მიზეზის გამო, ყველამ უნდა აღიაროს ეს დოკუმენტი და იმუშაოს მისი ამოქმედებისათვის. მოდი ვიყოთ ერთნი და მივაღწიოთ მშვიდობას მსოფლიოში. ჩვენ ერთნი ვართ!", - დასძინა HWPL- ის თავმჯდომარემ ლი მანი ჰიმ.
რამოდენიმე ათეული წელია უკვე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე თემა „ომი და მშვიდობა“ განსაკუთრებით აქტუალურია. კორეელ ხალხს ასევე კარგად ესმის მშვიდობის ფასი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა შეინარჩუნოს ეს მშვიდობა.
იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, განსაკუთრებული როლი ენიჭება სამხრეთ კორეულ საერთაშორისო, სამშვიდობო ორგანიზაციას – Heavenly Culture, World Peace, Restoration of Light /HWPL/, რომელსაც კორეის ომის ვეტერანი ბატონი ლი მან ჰი ხელმძღვანელობს.
სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL-ი იღწვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის დასამყარებლად. ისინი ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებენ ერთი მიზნის მისაღწევად - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე.
2016 წლის 14 მარტს, HWPL-მა სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადა და გამოსცა დეკლარაცია „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ქვეყნების პარალელურად, რამოდენიმე წლის წინ, საქართველოც შეუერთდა ამ სამშვიდობო ინიციატივას. HWPL-ის მოხალისეების ძალისხმევით, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში, საზოგადოების ფართო ფენები, მათ შორის - მასმედიის, განათლების, კულტურის, მეცნიერების და რელიგიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ სამშვიდობო აქტივობებში.
2018 წლის 30 მარტს თბილისში, საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 2016 წლის 14 მარტს სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია –HWPL-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გამოცემული დეკლარაციის „მშვიდობის დამყარებასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW) დეკლარაციის გამოცხადების მეორე წლისთავს.

ავთანდილ ოთინაშვილი

ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 23:06

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან. სწავლების ძირითადი თემებია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ტრენინგს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სწავლება თბილისში დაიწყო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. აღნიშნულ ტრენინგში 25 მონაწილეა ჩართული.

17 სექტემბერს საარჩევნო საკითხებზე რეგიონული მედიის ჟურნალისტები უკვე ქუთაისში გაივლიან ტრენინგებს, ხოლო 18 სექტემბერს - ბათუმში.

სამდღიან სწავლებაში სულ 75 რეგიონული მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური