Foreign Policy: ერდოღანის პრობლემა უარესდება, ანგარიშსწორება ახლოსაა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 25 ივნისი 2016 18:32

აშშ-ის მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრის, Foreign Policy-ის მტკიცებით ერდოღანის პრობლემა დღითიდღე უფრო იზრდება და აშშ-მა საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით ერდოღანის მიერ მიყენებული ზარალის შესამცირებლად უნდა მოემზადოს.
აშშ-ის მედიასა და კვლევით ცენტრების მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერდოღანის საწინააღმდეგო სტატიების გავრცელება შემცირებული იყო, თუმცა ისევ დაიწყო.
Foreign Policy-ში ჯონ ჰანამ ″ერდოღანის მსგავს პრობლემას როგორ გადაჭრით?″ სათაურით სტატია გამოაქვეყნა. ჰანა, შვილი ბუშის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მრჩევლად მუშაობდა. ბუშის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში კი ჰანა დაწინაურდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლი გახდა.
ჰანას მტკიცებით, თურქეთი ″დესპოტიზმი, ტერორიზმი, სამოქალაქო ომი, წარუმატებელი სახელმწიფო (failed state) და იძულებითი ფრაგმენტაცია″ მსგავსი ვარიანტებისკენ მიდის. მისი თქმით, ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ″სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიმავალ ნატო-ს მოკავშირესთან ერთად რას გააკეთებთ?″ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ.
″ქურთული კონფლიქტის საკითხი 90-იანი წლების მდგომარეობას დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ეს კონფლიქტი მთებში კი არა ქალაქებში ხდება და მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო მეტად ზარალდება. სირიაში კი ერდოღანი დემოკრატიული კავშირის პარტიას (PYD) ერაყის ქურთისტანის მსგავსად როგორც მოკავშირეს ისე კი არ ხედავს, არამდე მას საფრთხედ მიიჩნევს. ამიტომ ერდოღანი, სუნიტ ჯიჰადისტებს ეხმარება რომელშიც ISIS-იც შედის. ″-წერს ჰანა.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ერდოღანი სირიაში ჯიჰადისტებს ეხმარება ევროპას კი ლტოლვილებით ემუქრება, ეს კი აშშ-ის ინტერესებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.
გაერო-მ ზიანის შესამცირებლად მზადება უნდა დაიწყოს
″ერდოღანი არის მარცხი. მაგრამ, ამავე დროს აშშ-ის ინტერესებისთვის მზარდი საფრთხე″-აღნიშნა ჰანამ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოლიტიკის გამო ნატო-ს წევრი ქვეყანა, თურქეთი დესტაბილიზაციისკენ მიდის.
ჰანამ, ის ბერკეტები ჩამოთვალა რომლებიც ერდოღანის შესაჩერებლად განიხილება მათ შორისაა ″სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) გამოყიფილმა ჯგუფმა მემარჯვენე-ცენტრისტულლი პარტია უნდა შექმნას, გეზი პარკის აქციის მსგავსი მასობრივი მოძრაობის წამოწყება, სამხედრო გადატრიალება.″-ვარიანტები ჩამოთვალა.
გარდა ამისა, 17-25 დეკემბრის გამოძიების მსგავსმა მაგრამ უფრო დიდმა კორუფციულმა სკანდალმაც შეიძლება ერდოღანს ძირი გამოუთხაროს აღნიშნა სტატიის ავტორმა და რეზა ზარრაბის საქმე გაიხსენა.
აშშ-ის პოლიტიკას ერდოღანის მიმართ, ინჯირლიქის (İncirlik) ბაზის ალტერნატივის ძიებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება აღნიშნავს მწერალი და სავარაუდო ალტერნატიულ ადგილებს ასახელებს, ერაყის ქურთისტანი, იორდანია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები შეიძლება ახალ ბაზად გამოყენებულ იქნას.
სტატიის ბოლოს, ″ერდოღანის პრობლემა დღითიდღე იზრდება, მესტაზის მსგავსად″- განაცხადა ჰანამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან აშშ-ის ინტერესების მიმართ უფრო დიდი რისკები გამოავლინა.
ჰანამ სტატიის დასკვნაში: ″როგორც ჩანს ადრე თუ გვიან, ანგარიშსწორების დრო დადგება. შეერთებულმა შტატებმა ზიანის შესამცირებლად მზადება უნდა დაიწყოს.″
Haberin inglizce linki: http://foreignpolicy.com/2016/06/15/how-do-you-solve-a-problem-like-erdogan/?utm_content=buffered67a&utm_medium=social&utm_source=twitter.com&utm_campaign=buffer

იან კელი მედიაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 12:56

იან კელი საგაზეთო ინტერვიუში მედიათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის განვითარებას და ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მედიის როლი განსაკუთრებულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში და საარჩევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

"რუსთავი 2"-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული.

არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ სადღეისოდ, ამ რეგიონის ვითარების გათვალისწინებით, მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის.

აშშ-ის მთავრობა ახორციელებს შესაბამის პროექტებს, რათა დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში. საამისოდ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მედიის წარმომადგენლების სხვასაწვრთნელ კურსებში მონაწილეობას და პრაქტიკის გავლას აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებში.“- განაცხადა იან კელიმ.

სატელიტური კომპანია SES-ი მხარს უჭერს ევროპაში 5G-ის განვითარებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:33

კომპანია SES-მა, მსოფლიო სატელიტურმა ოპერატორმა, GSMA მობილური კავშირის მსოფლიო კონგრესზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს მე-5 თაობის მობილური კავშირის სწრაფ განვითარებას. როგორც 5G-PPP-ის (საზოგადოებრივი და კერძო თანამშრომლობის) კომისიის დამფუძნებელმა კომპანიამ, SES-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო კვლევის მომზადებაში სახელწოდებით “5G დარგობრივი ვერტიკალის განვითარება”. დოკუმენტი 5G ტექნოლოგიას წარადგენს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს სხვადასხვა  დარგების განვითარებისათვის, როგორიცაა  საავტომობილო, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, მედია და გართობის ინდუსტრია.
კომპანია SES-ი აქტიურად აწარმოებს თანამგზავრების მშენებლობას, რითაც ის  სატელიტური ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ამასთან ის მუდმივად ცდილობს 5G ტექნოლოგიის განვითარებასა და მხარდაჭერაში შეიტანოს წვლილი. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მაღალი დონის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კომპანიამ მიწისზედა და უსადენო თანამგზავრის კომბინირება მოახდინა. თანამგზავს წამყვანი როლი აქვს 5G ტექნოლოგიის უსადენო განვითარებაში – აკავშირებს ზღვას, ჰაერს და ყველაზე მოშორებულ ტერიტორებსაც კი.
“5G ტექნოლოგიის ინტეგრაცია უნდა მოხდეს  სხვადასხვა  ტექნოლოგიებში,” – ამბობს კარიმ მაიკლ საბბეგი, SES-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი.
“ვერც ერთი ტექნოლოგია ვერ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რომლის წინაშე შესაძლოა არსებული ქსელები დადგეს. თანამგზავრს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ვიდეო მაუწყებლობის, კომუნიკაციისა და მიწისზედა კავშირის უზრუნველყოფაში. GEO და O3b’s MEO თანამგზავრების კომბინაციის შედეგად, რომელიც ფართო დაფარვასა და რისკების დაბალ დონეს უზრუნველყოფს, მაღალი გამტარიანობის მიღწევა იქნება შესაძლებელი, ეს კი 5G-ს მთავარი უპირატესობა იქნება”.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

Twitter: https://twitter.com/SES_Satellites
Facebook: https://www.facebook.com/SES.YourSatelliteCompany
YouTube: http://www.youtube.com/SESVideoChannel
Blog: http://www.ses.com/blog

SES სურათები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/21472913/Our_Pictures
SES-ის ანგარიშები ხელმისაწვდომია http://www.ses.com/18681915/white-papers

SES-ის შესახებ:
SES („NYSE Euronext Paris” და „Luxembourg Stock Exchange“: „SESG“) არის მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორი, რომელსაც გააჩნია 50-ზე მეტი გეო-სტაციონარული თანამგზავრი. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, კონტენტისა და ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს და კომერციულ და სამთავრობო ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SES წარმოადგენს გრძელვადიან კომერციულ ურთიერთობებს, ხარისხიან მომსახურებასა და საუკეთესო სატელიტურ ინდუსტრიას. SES-ის კულტურულად მრავალფეროვანი რეგიონული გუნდები არიან მთელ მსოფლიოში და მჭიდროდ თანამშრომლობენ მომხმარებელთან რათა დააკმაყოფილონ სატელიტური სიხშირის კონკრეტული დიაპაზონისა და მომსახურების მოთხოვნები.
SES  მონაწილეობს „O3b Networks“-ში, მომავალი თაობის სატელიტურ ქსელში, რომელიც აერთიანებს თანამგზავრის წვდომას და ბოჭკოვანი ქსელის სიჩქარეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ses.com

თეა წულუკიანი აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 17:45

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის, სახელმწიფო ტელევიზიის, ტელეარხების − ANS და ATV, საინფორმაციო სააგენტოს − AZERTAG და აზერბაიჯანული გაზეთის − „გურჯუსტანის“ ჟურნალისტები მიიღო.
თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებს პირადად გააცნო ინიციატივა გაყალბებული დოკუმენტების ამნისტიის შესახებ. ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო გააყალბეს პირადობის მოწმობა, პასპორტი, სხვა სამგზავრო დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, დევნილის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა. ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და თავად განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე. 
იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მონაცემების უცხო ენიდან (ძირითადად, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენებიდან) ქართულ ენაზე არასწორად გადმოტანის შემთხვევებზე. 
კერძოდ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გამოვლენილი ისეთი არასწორი თუ ურთიერთშეუსაბამო მონაცემების ჩამონათვალი, რომელთა არსებობაც მექანიკური შეცდომის შედეგია. დოკუმენტებში ასეთი არასწორი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო ამავე პირის სახელზე გაცემულ სხვა დოკუმენტებსაც შეისწავლის და თუ მივა დასკვნამდე, რომ შეცდომა მართლაც მექანიკურია, ის ამ დოკუმენტაციას და სააგენტოს მონაცემთა ბაზას თავად შეასწორებს, ინფორმაციის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაგზავნის გარეშე. 
თუ დოკუმენტში შეცდომა პირის სახელის ან გვარის უცხო ენიდან (ძირითადად, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენებიდან) ქართულ ენაზე არასწორად გადმოტანის შედეგად არის დაშვებული, მათი გამოსწორება დოკუმენტის მფლობელის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი შესწორდება იმ ვერსიის მიხედვით, რომელსაც არასწორი მონაცემების შემცველი დოკუმენტის მფლობელი, შესაბამისი უცხო ენიდან ქართულ ენაზე ტრანსლიტერაციის წესებიდან გამომდინარე, რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის თავად აირჩევს. ამ გზით შესწორებული მონაცემები შესაბამისობაში მოვა ამავე პირის სახელზე მანამდე გაცემულ სხვა დოკუმენტებთან და, შედეგად, ეჭვქვეშ აღარ დადგება ამ დოკუმენტების ნამდვილობისა და ვალიდურობის საკითხი. თუ ცალკეულ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მარტივი შესწორების შეტანის საშუალებას, ამ შემთხვევაშიც ზედმეტი ბარიერების გარეშე მოხდება სახელის ან გვარის შეცვლა ან გვარის კანონიერად აღიარება. 
შეხვედრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანულენოვანი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა.

მსოფლიო მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას აშუქებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:21

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. "Associated Press"-ი წერს, რომ პრემიერი ორწლიანი მმართველობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გადადგა, იმ დროს როდესაც მმართველი კოალიცია ცდილობს საკუთარი პოპულარობა გაზარდოს. სტატიის ავტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შს მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ირაკლი ღარიბაშვილს არავინ იცნობდა.სააგენტო REUTER- ი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას "მოულოდნელ ნაბიჯს" უწოდებს. სტატიაში ნათქვამია, რომ სატელევიზიო მიმართვაში ექს პრემიერს გადადგომის მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა ყველა ვინც ამ მოვლენებს აკვირდება, ასევე ოპოზიციაც, ამ ნაბიჯს ბოლო გამოკითხვების თანახმად, კოალიციის რეიტინგის ვარდნას უკავშირებს."რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო კი აღნიშნავს, რომ ეს იყო უეცარი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ახალი პოლიტიკური გაურკვევლობა შექმნა. "ქართული ოცნების" რეიტინგის ვარდნაზეა გამახვილებული ყურადღება გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს სტატიაში.

უკრანული და რუსული მედია ეკა ზღულაძეზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 16:56

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე კიევის ბორისპოლის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის საზღვარზე 4 მილიონი ამერიკული დოლარის გადატანას ცდილობდა. ამის შესახებ უკრანული და რუსული მედია უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე – ვიტალი ზახარჩენკოზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა news24ua.com-ის ინფორმაციით, ამ ფაქტის შესახებ ზახარჩენკომ ფეისბუქში დაწერა.
„ეკა ზღულაძე ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს. მას ჩემოდანი ჰქონდა, რომლითაც 4 მილიონი ამერიკული დოლარი გადაჰქონდა“, – წერს ზახარჩენკო.
მისი თქმით, მესაზღვრეების კითხვას ზღულაძემ უპასუხა, რომ „ეს მისი პირადი ნივთებია, ხოლო ფული პარიზში სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად სჭირდება“.
ზახარჩენკოს ინფორმაციით, ზღულაძემ ბორისპოლის აეროპორტში 4 საათი გაატარა, რა დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენ ავაკოვს ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა. ამის შემდეგ ეკა ზღულაძეს საფრანგეთში გამგზავრების უფლება მისცეს.

ამერიკული მედია საქართველოში ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი 4 პირის დაკავებით დაინტერესდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 20:11

საქართველოში ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი 4 პირის დაკავების ამბით ამერიკული მედია დაინტერესდა. 

რამდენიმე წუთის წინ New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში associated press-თვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას, განცხადებაა მოყვანილი.

იზორია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საუბრობს. 

ISIS-თან შესაძლო კავშირში მყოფი 4 პირის დაკავების შესახებ მცირე ვიდეო სიუჟეტი მოამზადა Wall Street Journal-მაც.

შეგახსენებთ, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირში ეჭვმიტანილ 4 ადამიანს პატიმრობა შეეფარდა.

 

საქართველოს პრემიერის განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:39

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა და ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად", ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "რუსთავი 2"-ს გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სურს მკაფიოდ და ნათლად დააფიქსიროს ხელისუფლების პოზიცია. "ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება", - მიაჩნია პრემიერს.

მისივე თქმით, საქართველო აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. "ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ".

როგორც სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

"ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ - ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდიებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

რ2-ის აღების მცდელობას, ჩვენ ფიზიკურად აღვუდგებით წინ- ბოკერია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 15:34

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და იმ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელშიც მისი, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საუბარია ასახული. გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-ს პოზიცია „რუსთავი ორის“ ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებით, თავიდანვე ცნობილი იყო და ამ მხრივ ჩანაწერებში სიახლე არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ აცხადებდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოგეხსენებათ ბრიფინგიც ჩავატარეთ , რომ ძალით „რუსთავი ორის“ აღების მცდელობას, ჩვენ წინ აღვუდგებით ფიზიკურად ჩვენი მანიფესტაციით. ეს ცნობილი იყო ყველასთვის დიდი ხანია და ეს პოზიცია არის დღესაც ძალაში. დიდი ხანია გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ დავიცავთ ჩვენ თავისუფლებას, როგორ შევუშლით ხელს ხელისუფლებას , კონსტიტუციის დარღვევით, სასამართლოზე ძალადობის მეშვეობით "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ამ შენობის დაცვის ყველა ვარიანტი განიხილება. ეს არის ჩვენი უფლება. რაც შეეხება ბოევიკებს, მემგონი ყველა საღი აზრის მქონესთვის ნათელია, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენი მანიფესტაციით იმ მცდელობას, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და რომელსაც იმედი მაქვს, რომ გადაიფიქრებს. "რუსთავი2"-ის და მისი ჟურნალისტების უფლებაა თვითონ განსაზღვრონ როგორ დაიცავენ თავის ტერიტორიას, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების უფლება და ვალდებულებაა და ეს არაა რ2-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ ხელი შევუშალოთ ივანიშვილს ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც ანტიკონსტიტუციურად ხელისუფლების შენარჩუნებაში ხელს უშლის. ჟურნალისტების გადასაწყვეტი არაა, ჩვენ როგორ შევუშლით ხელს ასეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"მედიის დამოუკიდებლობა ჩვენს ერთერთ ყველაზე დიდ მიღწევად რჩება"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:58

რუსთავი2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.კვირიკაშვილი მთავრობის მთავარ მიღწევად დამოუკიდებელი მედიაგარემოს ასახელებს და აცხადებს, რომ უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან მედიაგარემოსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვები ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების დამაბრკოლებელ მიზეზად არ უნდა იქცეს. „მედიის დამოუკიდებლობა ჩვენს ერთერთ ყველაზე დიდ მიღწევად რჩება. ხელისუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ სასამართლო დავას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით. არის მცდელობა, რომ ეს დავა პოლიტიკურ პროცესად გასაღდეს. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არცერთი მედიაკომპანიის სამაუწყებლო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდეს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური