,,ჯორჯიან თაიმსი“ ქართული მედიის სრულ სპექტრს ბიზნესრეიტინგის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 23 ნოემბერი 2019 12:36

27 ნოემბერს,  20:30 საათზე,  მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი“ და გორბი“ ბიზნესრეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართავენ.

ღონისძიებამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა და მუდმივად ექცევა როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიისა და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს  ეძლევათ  საშუალება შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.

ამ მასშტაბურ ღონისძიებას, წლების მანძილზე აქტიურად აშუქებდა და წელსაც გააშუქებს 34-მდე მედია საშუალება, რისთვისაც, ,,ჯორჯიან თაიმსი“, ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის. ბიზნესმენებთან ერთად, წელსაც მუდმივი მხარდაჭერისთვის მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდებიან.

წელს, მე-20  საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მედიამხარდამჭერი ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრია:

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. იმედი
  3. რუსთვი 2
  4. ფორმულა
  5. ტვ პირველი
  6. პალიტრა ნიუსი
  7. ობიექტივი
  8. სტარვიზია
  9. მუზიკბოქსი
  10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  11. თბილისელები
  12. ჯორჯიან თაიმსი
  13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
  14. რეზონანასი
  15. პრაიმთაიმი
  16. ბანკები და ფინანსები
  17. სვობოდნაია გრუზია
  18. ვერსია
  19. ქართული აზრი
  20. საქართველოს რესპუბლიკა
  21. BM.ge
  22. Geotimes.ge
  23. Award.com.ge
  24. Kvira.ge
  25. Georgianpress.ge
  26. For.ge
  27. Liderinfo.ge
  28. Newsday.ge
  29. Reportiori.ge
  30. Faxinternews.ge
  31. Metronome.ge
  32. Timer.ge
  33. Fact2.ge
  34. Firstnews.ge

ტრადიციულად, წელსაც ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე საუკეთესო მედია საშუალებას ბიზნესმესმენები დაასახელებენ.

"იმედი" "მაესტრო" და GDS ერთიანდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:41

"იმედი" "მაესტრო" და GDS ერთიანდება. როგორც ცნობილი გახდა 3 ტელეკომპანია ერთ მედიაჰოლდინგად ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ,  სამიდან ორ არხზე მაუწყებლობა შეწყდება.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, „პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიო არხს.

ოლიმპიური მედია-სემინარი სპორტული ჟურნალსიტებისთვის

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:15

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით 1-3 აპრილს ბორჯომში ოლიმპიური მედია-სემინარი მოეწყო. სეოკ-ის მესვეურებს, მიწვეულ სტუმრებს და ჟურნალისტებს სასტუმრო „ოლიმპმა" უმასპინძლა.

ასეთი მედია-სემინარი, რომელიც ოლიმპიური თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის არაერთი საკითხის გაცნობას მოიცავდა, მათ შორის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებს, პირველად ჩატარდა. მედია-სემინარი ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის პროგრამით განხორციელდა.

„მიმაჩნია, რომ ასეთი სემინარი აქამდეც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც ჩვენ წამოწყებას გამოეხმაურა, ასევე მოწვეულ სტუმრებს. მსგავსი შეხვედრები ყოველთვის შედეგიანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი პირველი მცდელობა სათანადო ნაყოფს გამოიღებს", - განაცხადა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელიც მედია-სემინარის გახსნის საზეიმო ცერემონიას კიდევ ერთ ოლიმპიური ჩემპიონთან, შოთა ხაბარელთან ერთად დაესწრო.

ოლიმპიურ მედია-სემინარში მონაწილეობდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი; გაზეთ „ლელოს" საპატიო რედაქტორი, სეოკ-ის დაფუძნების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე თენგიზ გაჩეჩილაძე; საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია; ჟურნალ „ოლიმპიელის" რედაქტორი, სეოკ-ის დამფუძნებელი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი; სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და სეოკ-ის პრესსამსახურის უფროსი მარიკა კირვალიძე.

ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიური სისტემა; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნება - პირველი ნაბიჯები; ოლიმპიური ქარტიის არსი; მედია-რეგულაციები ოლიმპიურ თამაშებზე; ოლიმპიური თამაშები - სტრუქტურა, წესები, ცერემონიები; მზადება რიოს XXXI ოლიმპიური თამაშებისთვის - მედია-სემინარში მონაწილე ჟურნალისტებმა ორგანიზატორებისგან ამ საკითხების შესახებ დაწვრილებითი მოხსენებები მოისმინეს. პაატა ნაცვლიშვილმა დამსწრეთ საინტერესო ექსკურსი მოუწყო ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩათვლით; საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ძიუდოში, ოლიმპიურმა არბიტრმა ვლადიმერ ნუცუბიძემ წაიკითხა ლექცია „წესების ევოლუცია ძიუდოში", მწერალმა ირაკლი ლომოურმა კი სეოკ-ის მხარდაჭერით გამოცემულ საბავშვო წიგნზე - „მოგზაურობა ოლიმპეთში" - ისაუბრა.

„აღფრთოვანებული ვარ ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით! დროული ნაბიჯი იყო და მე, როგორც ამ სემინარის რიგით მონაწილეს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მიმაჩნია, რომ მსგავსი მედია-სემინარები ხშირად უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ ნუგზარ რუხაძემ.

სეოკ-ის ინიციატივით, მედია-სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა ახალციხეში რაბათის ციხე და ბორჯომთან ახლოს მდებარე მწვანე მონასტერი დაათვალიერეს. სემინარის ფარგლებში მოეწყო ტურნირი ჭადრაკსა და ნარდში, ასევე ოლიმპიური ვიქტორინა. გამარჯვებულები პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეულით „ხუთი რგოლი საქართველოსთვის" და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ გამოცემული 34-ტომეულით დაჯილდოვდნენ, სეოკ-მა კი მედია-სემინარის ყველა მონაწილე სამახსოვრო პრიზებით დაასაჩუქრა.

ოლიმპიური მედია-სემინარის ბოლო დღეს მონაწილეებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ.

msy.gov.ge

მსოფლიოში მთავარი მეტალ ფესტივალი 3D ფილმში

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 12:08

როკ მუსიკის ეროვნული ასოციაცია და გერმანიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ახალი სეზონის გახსნას ახალი პროექტით, რომლის მედია-პარტნიორია მედია-ჰოლდინგი "სტარვიზია".


√ 22 ნოემბერი, 16:00-18:00 - რუსთაველის კინოთეატრი
WACKEN 3D ფილმის ექსკლუზიური ჩვენება

√ 20:00 - ვარდების ბაღი (აღმაშენებლის 73), "U&Me" კომპლექსი
(კარი გაიღება 19 საათზე)
ცოცხალი კონცერტი:

√ Scratch The Floor (საქ.) - W:O:A MBC 2015 გამარჯვებული
√ Dismorial (საქ.) - W:O:A MBC 2014 გამარჯვებული
√ Third Side Justice (საქ.)
√ The Coffin Riders (de)

თურქეთში მთავრობამ კიდევ ერთი კერძო კომპანიის მმართველობა უკანონოდ ჩაიბარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 12:42

თურქეთში მთავრობა, მის მიერ ოპოზიციურად განწყობილი კომპანიების ხელში ჩაგდებას განაგრძობს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და მისი ხელისუფლების მიერ 1 ნოემბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგის მმართველობის ჩაბარების შემდეგ, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსური სტრუქტურის მქონე დაწესებულების " Kaynak" ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მმართველობაც ჩაიბარა.
" Kaynak" ჰოლდინგი რომელსაც 8 ათას თანამშრომელი ჰყავს და 16 სხვადასხვა სექტორის 23 კომპანიას და 100 აქტიურ ბრენდს შეიცავს, პოლიციამ დღეს დილით სტამბულში ჰოლდინგის ოფისები დაარბია.
ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგზე განხორციელებული სკანდალის შემდეგ ეს მოვლენა, თავისუფალ მეწარმეობასა და კაპიტალზე მიყენებული ახალი დარტყმა იქნება და ნახსენები უკანონო ქმედება ქვეყანას ეკონომიურად სერიოზულად დააზარალებს. ეკონომისტები, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა საყოველთაო სამართლებრივი ნორმების დაცვაა და თუ ქვეყანაში სამართლებრივად უსაფრთხო გარემო არ იქნება უცხოელი ინვესტორის თურქეთში შეჩერება რთული იქნება.
თურქეთში 2013 წლის 17-25 დეკემბერში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული მექრთამეობისა და კორუფციის გამოვლენის შემდეგ, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ყველა სფეროზე, მათ შორის თავისუფალ მედიაზეც, მათი გაჩუმების მიზნით ზეწოლამ პიკს მიაღწია. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციური გამოცემებით ცნობილი "კოზა-იფექ" მედია ჰოლდინგში შემავალი ორი ტელევიზიისა და გაზეთების მმართველობა ჩაიბარეს და ასობით ჟურნალისტი ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს. და ბოლოს, მთავრობამ ქვეყნის უმსხვილესი მედია საშუალებებიდან "სამანიოლის" ჯგუფში შემავალი ტელევიზიები და რადიო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სატელიტი Türksat-იდან გაიყვანა. გაყვანა განხორციელა ყოველნაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფმა სატელიტმა (Türksat), ამ ჯგუფში შემავალ 13 სატელევიზიო არხს და 4 რადიოს მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე კონტრაქტი ჰქონდათ სატელიტური მაუწყებლობა შეუწყვიტა.

"საქართველოში მედია არ იჩაგრება" - გია ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:43

„ცინიზმი და აბსურდი“, - უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ასე მოიხსენია რუსთავი 2-ის შესახებ განცხადება, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ჟორჟოლიანის თქმით, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ საქართველოში მედია იჩაგრება და მასზე ზეწოლაა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ განცხადების მხარდაჭერას უმრავლესობა არ გეგმავს.

„მედია ესეთი თავისუფალი, როგორიც დღეს არის საქართველოში, არასდროს ყოფილა მთელი საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში. ეს განცხადება აბსურდულია. რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმეს, ეს არის სასამართლოს საქმე და ჩვენ ამაში არ ვერევით.

რაც შეეხება რუსთავი 2-ს როგორც ტელევიზიას, მე ამაზე მაქვს ჩემი შეხედულება. მიმაჩნია, რომ ეს არის ტელევიზია, რომელიც დაკავებულია მანიპულაციით, სიცრუით, არაობიექტურობით, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის, იყოს ასე, თუ სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც რუსთავი 2-ის დღევანდელ მესვეურებს უნდათ, ჩვენ სასამართლოს გადაწყევტილებასთან, რა თქმა უნდა, არავითარი კავშირი არ გვაქვს და როგორც აქამდე ისე გავაგრძელებთ მედია თავისუფლების პოლიტიკას საქართველოში“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი უკვე მეორე დღეა რუსთავი 2-სა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტს განიხილავს. 

 

"სტარვიზიისა" და "სტარეფემის" ეთერში მაუწყებლობა აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 16:22

გაცნობებთ, რომ კომპანია "თელასში" შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.  ტელეკომპანია "სტარვიზიასა" და რადიო "სტარეფემზე" მაუწყებლობა აღდგა.  ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის. გვიყურეთ და  გვისმინეთ „სტარვიზიისა“ და „სტარეფემის“ ეთერში.

"სტარვიზია" - გვიყურე, გვისმინე, წაიკითხე!

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 13 ივლისი 2015 23:25

მედიაჰოლდინგი "სტარვიზია" - გვიყურე, გვისმინე, წაიკითხე!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური