"სახელმწიფო მკვლელია"- ამ წუთებში ტყიბულის შახტასთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 19:07

ტყიბულში, მინდელის სახლეობის შახტასთან ამ წუთებსი აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისიდან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც იქ მომუშავე მეშახტეების უფლებებს დაცვას მოითხოვენ და გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევაში სახელმწიფოს ადანაშაულებენ.

"ამას ვარქმევთ მკვლელობას, რომელიც ჩაიდინა ბიზნესმა სახელმწიფოს ნებართვით"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უბედურ შემთხვევა ტყიბულში - მინდელის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 19:54

ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ ერთ ერთ შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 4 მეშახტე სიმაღლიდან გადმოვარდა.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.  როგორც შსს-ში  განაცხადეს, ამ ეტაპზე მათთვის არაფერია ცნობილი. 

ამ დროისთვის მაღაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

სახალხო დამცელი შრომის უსაფრთხოების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 14:39

3 დეკემბერს, ჭიათურის ითხვისის მაღაროს ელმავლის მემანქანე პ.ღ. გარდაიცვალა.

სახალხო დამცელი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და  კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს.

ჭიათურის მაღაროში 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 10:48

უბედური შემთხვევა მოხდა  ჭიათურაში. ითხვისის მაღაროში 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მოხდა.

აღნიშნულ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური