მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.

სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რესურსი მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს მოიცავს და როგორც მშობლებს, ასევე სფეროს სპეციალისტებს დახმარებას გაუწევს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, ფუნქციონალური, ქცევითი, ემოციური, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

გზამკვლევის შექმნის მიზანს წარმოადგენს ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის შესახებ სკოლის პერსონალის ინფორმირება, რომელიც ტრადიციული სასკოლო დისციპლინისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ არასასურველ ქცევაზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე, არამედ ქცევითი სირთულეების პრევენციაზე. დასჯის ნაცვლად კი, იყენებს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისთვის სასურველი ქცევის მოდელირების, წახალისებისა და სწავლების მეთოდს.

გზამკვლევში დეტალურადაა წარმოდგენილი კლასის მართვის რეკომენდებული ტექნიკა და განხილულია ქცევის პოზიტიური მხარდაჭერის პროგრამის სპეციფიკა და მახასიათებლები, ასევე ინდივიდუალური შემთხვევები და კრიზისული სიტუაციებისისას სკოლებში ქცევის მართვა.

ეს გზამკვლევებია: ინტელექტუალური სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მოტორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; აუტიზმის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; სმენის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მხედველობის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერა სკოლებში - პრევენციული აქტივობები; ქცევის მართვის ინდივიდუალური ქეისები; ქცევის მართვა სკოლებში კრიზისულ სიტუაციების დროს.

 

საქართველო: პანკისელი მასწავლებლების ვიზიტი ბრიუსელში

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 თებერვალი 2019 16:50

მიმდინარე კვირას 20 მასწავლებლისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოდან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელს ესტუმრა.  მასწავლებლები წარმოადგენდნენ იყო საჯარო სკოლებს საქართველოს პანკისის ხეობის რეგიონიდან.
ისინი დაესწრნენ შეხვედრებს ბრიუსელში ინფორმაციის მისაღებად ადგილობრივი განათლების სისტემის შესახებ. გარდა ამისა, მასწავლებლებმა უკეთესად გაიგეს, თუ რას გულისხმობს ევროპული მიდგომა განათლებისადმი.
ეს იყო საქართველოს პანკისის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებლების და დირექტორების პირველი ვიზიტი ბრიუსელში.

ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 15:44

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ.

კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.  

,,მეხუთე წელია, რაც  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ  და  წელსაც ვაგრძელებთზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაალიბერთის რჩეულები წელსაც პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს”განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

 

 

კონფერენცია სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 17:20

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო. მინისტრი თავის ვრცელ სიტყვაში ზოგად განათლებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო, ისაუბრა სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მისეულ ხედვაზე. შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, ბოლოს მინისტრმა პედაგოგთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა შეხვედრაში მონაწილე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტებთანაც.

 

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 15:48

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა (IYIPO)  რესპუბლიკური ტურისთვის მზადებას იწყებს. მიმდინარე წლის ნოემბრიდან ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს, მერვე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, საშუალება ექნებათ  გაიარონ რეგისტრაცია ოლიმპიადის ოფიციალურ გვერდზე: www.iyipo.ge  და ელექტრონული წესით შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

რესპუბლიკური ოლიმპიადა წელს მეათედ იმართება და იგი მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს, მათ შორის ქართველ ახალგაზრდებს, საინტერესო სიახლეს სთავაზობს. მიმდინარე წლიდან უკვე არსებული სექციების გარდა მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი გამოგონება ან კვლევა წარადგინონ ეკოლოგიის მიმართულებითაც. ახალი სექცია წელს ბიოლოგიის განყოფილებას დაემატება. ტრადიციულად კი კვლავ შეფასდება ნაშრომები ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მათემატიკაში, ინფორმატიკასა და ინჟინერიაში.

რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი 2016 წლის 29 მარტს ჩატარდება და იგი ნამუშევრებისა და პროექტების ღია გამოფენით დასრულდება, რომელსაც პროფესორ მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. რესპუბლიკური ტურის გამარჯვებულები საკუთარ ქვეყანას  აპრილის ბოლოს უკვე საერთაშორისო ოლიმპიადის (IYIPO-2016) ფინალში წარადგენენ, სადაც კვლავაც იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამარჯვებული პროექტები და ნამუშევრები.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან, ფართო წრეებს გააცნოს საკუთარი მიღწევები და ნოვატორული პროექტები. ოლიმპიადა, ერთი მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებული ბიზნეს იდეების განვითარებას, მომავალი თაობის წახალისებას, მათ წიგნიერებისა და მეცნიერებისაკენ სწრაფვას.

ეროვნული კონკურსში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებს ნოემბრიდან - 17 მარტამდე, საშუალება ექნებათ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.iyipo.ge გაიარონ რეგისტრაცია, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ.

ოლიმპიადისშესახებ:

• ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა - IYIPO ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მისი ორგანიზატორია „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებები". ყოველ წლიურად პროექტის ფინალში 200-ზე მეტი ნორჩი ინვენტორი იღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება  ან ინოვაციური პროექტი აქვს. ოლიმპიადის სექციები  შემდეგ დისციპლინებს მოიცავს:  ქიმია, ბიოლოგია-ეკოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

წლევანდელი რესპუბლიკური ოლიმპიადის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური