ლიბერთი ბანკმა რებრენდინგი დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 ივნისი 2018 13:05
ლიბერთი ბანკის ახალ კორპორატიულ სტილზე წამყვანმა ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
ლოგოსა და სახელწოდებაშიც „ლიბერთი ბანკი“ გამარტივდა და დარჩა მხოლოდ სიტყვა „ლიბერთი“.
ლოგო მარტივი, უშუალო, კრეატიული და თანამედროვეა.  „ბ“ ასო განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალ კონცეფციას - სიმარტივეს, გახსნილობას და თავისუფლებას.
ახალი ვიზუალური სტილი ბანკმა 25 ივნისს სოციალურ ქსელებში ვიდეოთი გამოაქვეყნა. ვიდეო ერთგვარი ანონსია რებრენდინგის, რომელიც ლოგოთი დაიწყო და სამომავლოდ ყველაფერს მოიცავს - სერვის ცენტრებს, ციფრულ არხებსა და პროდუქტებს."

mVisa ხელმისაწვდომი 10 ქვეყნისთვის გახდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 მარტი 2017 18:33
ვიზა თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან რომ განავითაროს QR კოდის სტანდარტები- და გახადოს მობილური გადახდები უსაფრთხო და მარტივი მსოფლიოს მობილური კონგრესი (Mobile World Congress) - ბარსელონა, ესპანეთი და სან ფრანცისკო, კალიფორნია – 1 მარტი, 2017 - ვიზამ mVisa - ს დანერგვის შესახებ განაცხადა. QR კოდზე დაფუძნებული გადახდის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ეგვიპტეში, განაში, ინდონეზიაში, ყაზახეთში, ნიგერიაში, პაკისტანსა და ვიეტნამში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. mVisa აქამდე ინდოეთში, კენიასა და რუანდაში მოქმედებდა. მობილური სისტემა mVisa-ს უპირატესობა ციფრული კომერციის მარტივ და უსაფრთხო გამოყენებაში მდგომარეობს. გადახდის ეს სისტემა ხელსაყრელია სავაჭრო ობიექტების, ფინანსური ინსტიტუტებისა და მომხმარებლებისთვის, რაც აჩქარებს ნაღდი ანგარიშსწორებიდან ელექტრონული გადახდაზე გადასვლას. mVisa ხსნის არსებულ ინფრასტრუქტურულ ბარიერებს სავაჭრო ობიექტებში გადახდებისას. მომხმარებელს სთავაზობს გამოიყენონ მობილური ტელეფონი უნაღდო ანგარიშსწორებისთვის, დაფარონ კომუნალური გადასახადები და გადარიცხონ თანხა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უსაფრთხოდ, საკრედიტო, სადებეტო ან წინასწარი გადახდის(Prepaid) ბარათების mVisa აპლიკაციაში მიბმისას. აპლიკაცია მიბმულ ბარათს გარდაქმნის ციფრულ ფორმატში რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გადარიცხოს თანხა სავაჭრო ობიექტის ანგარიშზე უსაფრთხოდ და დაცულად QR კოდის სკანირების საშუალებით. „მომხმარებლები დადებითად აფასებენ mVisa-ს მარტივ და სწრაფ გამოყენებას“ - განაცხადა უტამ ნაიაკმა - ვიზას ციფრული სერვისების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა განვითარებადი ბაზრებისათვის. „მცირე სავაჭრო ობიექტები, რომლებმაც პირველებმა გამოიყენეს mVisa, კმაყოფილები არიან თუ რაოდენ მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ ელექტრონული გადახდების მიღება, ძვირადღირებული პოს-ტერმინალის გამოყენების გარეშე. მოხარულები ვართ გამოვიყენოთ mVisa-ს შესაძლებლობები ციფრული გადახდების განვითარებისთვის, რაც უსაფრთხო, მარტივი და თავსებადი სერვისია, რომელიც სარგებელს მოუტანს მცირე და საშუალო ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და მომხმარებლებს“. mVisa-ს უპირატესობები სავაჭრო ობიექტებისათვის mVisa არის მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტებს მსოფლიოს გარშემო დაუყოვნებლივ მიიღონ ელექტრონული გადახდები მათი მომხმარებლებისგან. QR კოდის მოქნილმა სისტემამ და იმ ფაქტმა, რომ სავაჭრო ობიექტებს არ სჭირდებათ ინვესტირება პოს ტერმინალის ინფრასტრუქტურაში, საშუალება მისცა ვიზასა და მის პარტნიორებს, შეეთავაზებინათ ინოვაციური გადაწყვეტილება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სწრაფ და უსაფრთხო გადახდებს მსოფლიოს მასშტაბით. მაგალითები: • ვიზამ ითანამშრომლა „ტატა სქაისთან“(Tata Sky), ინდოეთის წამყვან სატელემაუწყებლო კომპანიასთან, რომ მის აბონენტებს შესძლებოდათ ანგარიშის შევსება ტელეეკრანიდან ან ონლაინ mytatasky.com - დან ტელეფონით QR კოდის სკანირების მეშვეობით. ახლა ტატა სქაის მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ და გადაიხადონ მომსახურება ყოველთვიურად ან ერთჯერადად, სახლიდან გაუსვლელად მარტივი ტრანზაქციის მეშვეობით. • კომუნალური მომსახურების კომპანია Mahanagar Gas Limited მუმბაიში ბეჭდავს ქვითრებს mVisa QR კოდის მითითებით. მომხმარებლებს შეუძლიათ დაასკანერონ ქვითარზე არსებული კოდი და განახორციელონ გადახდა საკუთარი სახლიდან. mVisa APIs და SDKs ხელმისაწვდომია ვიზას დეველოპერთა პლატფორმაზე( Visa Developer platform), რაც ამარტივებს ინტეგრაციის პროცესს და ხელს უწყობს ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს სწრაფად შესთავაზონ ახალი სერვისები მომხმარებლებს. სტანდარტები ფუნქციონალური თავსებადობა არის ვიზას ფუნდამენტალური პრინციპი, რაც განვითარების მამოძრავებელი ძალაა მსოფლიოში უკვე 50 წელია. mVisa იმავე პრინციპს ეფუძნება, შესაბამისად ნებისმიერი ბანკის მომხმარებელს შეუძლია გადარიცხოს თანხა mVisa - ს მქონე სავაჭრო ობიექტებზე. სერვისის დაბალი ფასის უპირატესობამ განაპირობა ვიზას პარტნიორობა, BharatQR - ითან თებერვალში. BharatQR ინდოეთსა და მსოფლიოში პირველი QR კოდით გადახდის სტანდარტიზირებული გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება აგებულია mVisa პროდუქტის სტანდარტებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეიძინონ მომსახურება ან საქონელი ერთი და იმავე სავაჭრო ობიექტიდან, სხვადასხვა საგადამხდელო სისტემის QR კოდის სკანირების გარეშე. სავაჭრო ობიექტისთვის საკმარისია მხოლოდ ერთი კოდი განათავსოს მაღაზიის ვიტრინაში ან ექვაერერ ბანკის მობილურ აპლიკაციაში. BharatQR-ის აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც, გლობალურად თავსებადი გადაწყვეტილების მისაღებად. ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების სფეროში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის დამუშავებისთვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავებაა სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის მომწოდებლებისთის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათის მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, როგორიცაა სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური