გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 12:20
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, არჩევნებისთვის მზადების და ევროპული და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესს. 
მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. მხარეებმა ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.შეხვედრისას ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა, და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტის დროს განხილულ საკითხებს ვაშინგტონში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. ბრეჯიტ ბრინკმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

მწერლები მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:09

ქართველი მწერლები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ. 12-მა მწერალმა "საერთო გაზეთში" ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს, ვინაიდან ის, მათივე თქმით, „ნაციონალითალიბების“ მხარეზე დადგა. მწერლები მარგველაშვილს „სააკაშვილი-2“-ის სახელით მოიხსენიებენ და ღია წერილით საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს მიმართავენ.

"ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი, აღშფოთებას გამოვთქვამთ და ვიწუნებთ, ანუ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომათა კასკადს, არასწორს და, სწორედ, სამთავრობო და სახელისუფლო დაპირისპირების მაპროვიცირებელს.

ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვიწუნებთ ამ სახელმწიფოთა ელჩების უხეშ ჩარევას საქართველოს მთავრობის საქმეებში... მათ უტიფარ მოწოდებას პრემიერის გადადგომაზე...

ჩვენ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ეიფორიას საკონსტიტუციო ხიფათის თაობაზე და მის მიერ არასამთავრობო, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციისგან კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობას, მიმართულს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების საზიანოდ!
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, მხედველობიდან არ გაუშვან ჩვენი ანომალიური პრეზიდენტის ქმედებები და მისი ალიანსი სოროსულ-ლიბერასტულ არასამთავრობო კლანებთან, მისი სრული „კოაბიტაცია“ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენებთან და „რუსთავი-2“-ის ჯაშუშებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ხალვაში ქონებაზე ედავება სააკაშვილს და „რუსთავი-2“-ს, ეს პროცესი, როგორც ნაცებს, ასევე ამერიკის ელჩს და მათ სააგენტოებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ და განუწყვეტელ ზეწოლას ახდენენ მოსამართლეზე (სასამართლოზე), ქართველთა მთავრობაზე (და ღარიბაშვილზე...)!
რაჰქნას „რუსთავი-2“-ის დემაგოგიითა და ნაციონალების ძალადობით გაძარცვულმა, დასჯილმა საზოგადოებამ — არაღიდგინოს სამართალი? არ მოითხოვოს წართმეულის დაბრუნება — აქაოდა, ევრო-ამერიკელმა სენატორებმა, მაკკეინებმა და
მისთანებმა პოლიტიკური სარჩული არ დაგვიდონო!.. განა არ ახსოვს მარგველაშვილს, როგორ არბევდნენ „ნაციონალი თალიბები“ ქიბარ ხალვაშის (და არა ოდენ ქიბარ ხალვაშის) საწარმოებს, ოფისებს და როგორ გაჰქონდათ ქონება. როგორ აფეთქებდა სააკაშვილი კულტურის მონუმენტებს ქუთაისში და სხვაგან, გადააადგილებდა ძეგლებს და ქანდაკებებს ავტორთა დაუკითხავად და ბევრ მათგანს უკუღმა დგამდა (!!!). ნაცები იქცეოდნენ ისე, როგორც თალიბები და „ხალიაფატები“ სირიასა თუ ავღანეთში...
სამწუხაროდ, ქართველთა პრეზიდენტი ახლა „ნაციონალური თალიბების“ მხარეზე დადგა.
მარგველაშვილის „უსაგნო ფათიფუთი“ (როგორც ილია იტყოდა) და პრემიერის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისივე სამხილია, ვიღაც-ვიღაცები ამაოდ ცდილობენ მის „რაიმედ“ ქცევას, არაფრიდან არაფერი იშვება და ხალხი მას
მიიღებს, როგორც მოღალატეს, რომელმაც უღალატა კაცს, რომელმაც პრეზიდენტად აქცია. სამაგიეროდ, მარგველაშვილს რევერანსებს უძღვნიან და ესალმებიან, როგორც ერთადერთ პოლიტიკოსს, გვარამიები, ლიბერასტ-დემოკრატები, ნაცები, არასამთავრობოები და მათ შორის ძალიან უშნოდ გაფუყებული ალასანია-პეტრიაშვილ-ჩიქოვანები... და სხვები, ვინც განუწყვეტლად ქმნიან ნაცისტების დანაშაულთა შერბილების და მათი შემობრუნების შესაძლებლობის ილუზიას და ამავე დროს ამჟღავნებენ გაუგონარ უმადურობას და უტიფრობას ადამიანის მიმართ, ვინც ისინი პირდაპირ „ამოთხარა“ სააკაშვილის მორგიდან და პარლამენტში დასხა... ეს სამარცხვინო „დემოკრატები“ პირდაპირ „ჩამოშალიკო-პალიკოვდნენ“ და იმათზე უარესნი გახდნენ!
საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ! იწყება: ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ „დიფუზიური“ შეთქმულება და ამ შეთქმულებას იგივე სააკაშვილი #2 კურირებს... როგორც სააკაშვილი იქცეოდა, ობსტრუქციას უწყობდა და ბლოკავდა ახალ ხელისუფლებას და პარლამენტს, თავისი „იმპიჩმენტებით“ და ა.შ. ასევე იქცევა ეს „ყვერბეულივით ნაცარში“ გამომცხვარი კაცი...
ჩვენ არ ვიწონებთ და კატეგორიულად ვგმობთ უცხო ქვეყნების, პრესის და საელჩოების განუწყვეტელ ჩარევას ქართველთა შიდა პრობლემებში, რასაც, გარკვეულწილად, „რუსთავი-2“ აპიარებს და აჟიტირებული სახით აჟღერებს.
არ შეიძლება ტელევიზია ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის არის — აშანტაჟებდეს ხელისუფლებას, სასამართლოს, ადამიანებს მიაწერდეს („სწამებდეს“), რასაც უნდა და როგორც უნდა... ასეთი რამ არ უნდა ეპატიოს არც ამ არხს და არც მის
უზნეო ქომაგებს.
საკითხავია, რატომ არ იცავს მოსამართლის ღირსებას და ხელშეუხებლობას სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გვენეტაძე, როდესაც მას პირდაპირ ატერორებენ პრეზიდენტი და ნაცების „ზონდერები“?!.
ამერიკის ელჩს გვინდა ვკითხოთ: შეიძლება ქვეყნიდან გაქცეულ, მკვლელობებში მონაწილე ნაპრეზიდენტალს ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია და შიგნით ანგრევდეს და აზომბირებდეს იმ ქვეყანას, საიდანაც გაიქცა და გააძევეს და
სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებას უმზადებდეს?!.
ბატონო ელჩო, იქნებ მოისმინოთ გერმანელი ადვოკატის გამოსვლა (ქართველის თუ არ გჯერათ), რომ სასამართლოზე სახელმწიფო ჩარევის ნიშნები არ ჩანს — სამაგიეროდ, ნათლად ჩანს სააკაშვილის მომხრეთა ძალადობა...
თქვენუნდაიცოდეთ, ბატონო ელჩო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სააკაშვილს ვერც მაკკეინი დააბრუნებს და ვერც „რუსთავი-2 “...
ქართველმა ერმა უნდა დაიცვას და დაიცავს მას, ვინც „სააკაშვილის მორგიდან“ ამოიყვანა ერი, ქვეყანა და არსებობის პერსპექტივა გაუჩინა!
ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი გაუაზრებელი, პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე აგებული ქმედებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ქაოსისა და დესტაბილიზაციისთვის.

მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:
გულო კობიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი,
კობა არაბული, ზაურ კალანდია. ზურაბ თორია,
თემურ ჩალაბაშვილი, ვაჟა ხორნაული,
ირაკლი ვაშაყმაძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი, როსტომ
მიგრიაული, ოთარ ფალიანი, ვახტანგ ხარჩილავა"

ნათქვამიაღიაწერილში.

"სააკაშვილის ადვოკატობის გამო არ აგვირჩევიხარ"-ქიბარ ხალვაში მარგველაშვილს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 16:38

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

,,ნიუსდეი“ უცვლელად გთავაზობთ ქიბარ ხალვაშის განცხადებას:

,,მივესალმები, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო რუსთავი 2–თან დაკავშირებული დავის საკითხში და მოკლე დროში რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვდა დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს - ძირითადად, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ძირითადად, ერთკაციან პარტიებს, და პრაქტიკულად დავის მხარეს – ნაციონალურ მოძრაობას.

მე ველოდი, რომ პრეზიდენტი, როგორც მიუკერძოებელი არბიტრი ჩვენს ქვეყანაში, შეხვედრაზე მიმიწვევდა ასევე მეც.

ამ წუთამდე ჩემი მოლოდინი არ გამართლებულა. მარგველაშვილისგან შეხვედრაზე მიპატიჟება არ მიმიღია.

ამიტომ, იძულებული ვარ, საჯარო მიმართვით მოვითხოვო მასთან შეხვედრა, როგორც საკითხში ჩართულ და საკითხით დაინტერესებულ უმაღლესი თანამდებობის პირთან.

შეხვდრისას მე მას აღვუწერ საკითხის ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მოკრძალებით ვეტყვი, რომ სასამართლოსთვის მისი მოწოდება – „არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, არის ზეწოლის ერთგვარი გამოვლინება, რაც დაუშვებელია.

ასევე ვეტყვი, რომ მისი მოსაზრება, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები“, გამომდინარეობს სწორედ საქმეში ჩართული მოპასუხე მხარის, – ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესებიდან და საერთო არაფერი აქვს დავის ფაქტობრივ გარემოებებთან.

მოვუყვები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, ასევე მოვუყვები, თუ რატომ და როგორ გადამიწვეს და გამინადგურეს საკუთრებაა, წამართვეს ქონება, დამიპატიმრეს და დევნიდნენ ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, როგორ მაიძულეს თავის გადასარჩენად სამშობლოდან უცხოეთში გადავხვეწილიყავი.

იმედი მაქვს ასევე, რომ პრეზიდენტი რეალურად არის დაჩაგრულთა და დაზარალებულთა უფლებადამცველი და არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ამოცანების ფაქტობრივი აღმასრულებელი.

მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტს, უბრალოდ დღემდე დრო არ ეყო, რომ ჩვენს მხარეს შეხვედროდა და რომ ამ მიმართვას იგი აუცილებლად გამოეხმაურება.

სხვა შემთხვევას არც ვუშვებ, რადგან სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ პრეზიდენტი მიკერძოებულია და მისთვის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი უფრო ანგარიშგასაწევია, ვიდრე ჩვენი და ათასობით ჩვენს მდგომარეობაში მყოფის სიმართლე და წართმეული საკუთრების დაბრუნებაზე ჩვენი კანონიერი მოთხოვნები. სწორედ მისი საარჩევნო დაპირებების გამო ავირჩიეთ ბატონი მარგველაშვილი პრეზიდენტად და არა სააკაშვილის ადვოკატობისთვის და მისი ინტერესების დასაცავად.

აქსიომაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს მიკერძოებული და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ხვდებოდეს მხოლოდ ერთ მხარეს.

დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი, სააკაშვილისა და ძმებ ყარამანაშვილების მსგავსად, არ უგულებელყოფს ჩემს ლეგიტიმურ მოთხოვნას და შემხვდება მეც, როგორც შეხვდა ჩემთან მოდავე სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვფიქრობ, ამ ბრძოლაშისაქართველოს პრეზიდენტისწორედ სამართლიანობის მხარეს დადგება, _ აღნიშნულია ხალვაშის განცხადებაში.

"უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:37

დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს , სადაც ნათქვამია, რომ - "ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; 
ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. 
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", -ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში

ხიდაშელი მარგველაშვილის განცხადებას მწვავედ აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:06

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 
"საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა", - განაცხადა ხიდაშელმა. 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდებს, "ნაჩქარევი და ხისტი" გადაწყვეტილება არ მიიღოს. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან. 
"მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღეს 12 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 11:49

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართება. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ბრიფინგის დღეს 12.00 საათისთვის არის დანიშნული. 
ბრიფინგის თემა არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ თემა "რუთავი 2"-თან დაკავშირებული მოვლენები იქნება. 
ამ დროისთვის უცნობია ისიც, ბრიფინგს საქართველოს პრეზიდენტი გამართავს, თუ ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი. 

გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 16:05

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი ახლა "საკანონმდებლო მაცნეში" უნდა გამოქვეყნდეს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა.
ამასთან, დღეს ბათუმში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ, რომელმაც ხელმოწერის მიზეზები განმარტა. 
"საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია", - აღნიშნა დავით პატარაიამ. 
საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. 
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური