მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
"განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 16 ივლისი 2016 02:09

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები პრეზიდენტის სასახლეში 03:00 საათზე შეიკრიბებიან. 

"უშიშროების საბჭოშ ყველა მუდმივმოქმედი წევრი ვინც კი თბილისშია პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბება. საერთაშორისო კონფერენციაზე, ბათუმში,  იმყოფებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები რის გამოც ისინი სხდომაზე ყოფნას ვერ მოახერხებენ,"- განუცხადა რუსთავი2-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა. 

სხდომის დაწყებისთანავე კურიერის ჟურნალისტი პრეზიდენტის სასახლიდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში ჩაერთვება. 

 

მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 14:35

რეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად 29-30 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს.  გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან, დანიელა შადტთან. 
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის პრეზიდენტებთან.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვითაც გამოვა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. 

გიორგი მარგველაშვილი - ქართველებს ეზიზღებათ პოლიტიკოსები და უყვართ მასმედია- ქართველებს ეზიზღებათ პოლიტიკოსები და უყვართ მასმედია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 11:26

როცა ჩემგან ინტერვიუს იღებენ, ქიმიის გაკვეთილზე მგონია თავი, მასწავლებელმა ყველაფერი რომ იცის და შენ, როგორც მოსწავლეს, ფორმულის დასახელებას გთხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.მისივე თქმით, ახლა ქვეყანა ძალზე მნიშვნელოვან, დემოკრატიული განვიარების პროცესში იმყოფება, სადაც ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე.”ქართველებს ძალიან აინტერესებს მასმედია და პოლიტიკა, მასმედია უყვართ და პოლიტიკოსები ეზიზღებათ. უყვართ რეპორტიორები და კითხვები, რომლებსაც ისინი სვამენ. მათ ვეზიზღებით ჩვენ, პოლიტიკოსები, მაგრამ საზოგადოება პოლიტიზირებულია. მე ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი იმ დონით, რომელიც საქართველოს მასმედიაში არის. როგორ მუშაობს, როგორ ფუნქციონირებს, რამდენად კარგად არიან განათლებული ჟურნალისტები. რამდენად კარგად ემზადებიან ინტერვიუსთვის. როცა ინტერვიუს იღებენ ჩემგან, თითქოს სკოლის მოსწავლე ვარ, ქიმიის გაკვეთილზე ვაბარებ გაკვეთილს, მასწავლებელმა ყველაფერი იცის, და მერე შენ, როგორც მოსწავლეს გთხოვს ფურმულის დასახელებას. შენ იძაბები თუ რთული კითხვები ისმის. მე ყოველთვის განცვიფრებული ვარ რამდენად კარგად იცნობენ ჟურნალისტები იმ საკითხებს, რომელზეც საუბარია. გაცილებით მომზადებული არიან, ვიდრე მე. როცა ინტერვიუ სრულდება და მივდივარ, შთაბეჭდილება მიმყვება”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 მაისი 2016 11:11

საქართველოს პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ცერემონიაზე სლოვაკეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს. სახელმწიფო ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა შეასრულა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს სლოვაკეთისა და საქართველოს დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები წარუდგინეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს ხვდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 10:09

რეზიდენტის ადმინისტრაციაში სლოვაკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, ამ წუთებში კი გიორგი მარგველაშვილისა და ანდრეი კისკას შეხვედრა მიმდინარეობს.საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, სლოვაკეთი არის საქათველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მხარდამჭერი. ზალკალიანის განცხადებით, სლოვაკეთის პრეზიდენტი აჭარის რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთსაც ეწვევა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრებენ. აბაშიშვილის თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკურ ჭრილში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხლავენ.

სლოვაკეთის პრეზიდენტი პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხდება. კისკა ბიზნეს ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.

მარგველაშვილი სტამბოლში, გაერო-ს სამიტზე ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე ისაუბრებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2016 11:24

სტამბოლში გაერო-ს სამიტი იწყება. სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით წარდგება და ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრებს. მსოფლიო ჰუმანიტული სამიტი, გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივით, პირველად იმართება. 70 ქვეყნის ლიდერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით პლენარულ სესიასა და მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმართავს.

პრეზიდენტი NDI-ის კვლევაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 აპრილი 2016 15:17

საქართველოს პრეზიდენტი NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ გამოკითხვას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი სახის კვლევებს ყურადღებით აკვირდება.„მე ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს. რა თქმა უნდა, ასეთი კვლევები გვაძლევს შესაძლებლობას უფრო ადეკვატურად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.  ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩატარებული კვლევების მეორე, პოლიტიკური ნაწილი გუშინ გამოაქვეყნა. 

8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 12:50

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნისა და წინასაარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს დაწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით : 

„8 ოქტომბრის ასე ადრე დასახელება არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში - ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა - აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე. ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთული არის. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“. - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:09

პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას-განცხადებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აკეთებს, ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ პრემიერმინისტრმა არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციაზე უარი უნდა თქვას. ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, თუკი პრემიერი პრეზიდენტს, მისსავე განკარგულებას მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს.ნაცვლიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრემიერი პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციას მოახდენს, სამართლებრივად დოკუმენტი ძალაში მაინც გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან აღნიშნულს „საარჩევნო კოდექსი“ ადგენს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური