ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 18:39

შალვა კიკნაველიძე: “მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ და შევახსენო, რომ თითოეული მათგანის ხმა გადამწყვეტია“ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ საკუთარი არჩევანი ზესტაფონის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით მისი არჩევანი ქვეყნის სტაბილური განვითარება, თავისუფლება და კეთილდღეობაა. „დღეს გადამწყვეტი დღეა, მოსახლეობამ ერთხელ უკვე გააკეთა არჩევანი თავისუფალი, განვითარებული საქართველოს სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, დღეს ამ არჩევანს კიდევ უფრო განვამტკიცებთ. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აქტიურობისკენ და შევახსენო, რომ თითოეული მათგანის ხმა გადამწყვეტია“- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

ლევან გოგიჩაიშვილი სკოლის პედაგოგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:58

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი 21 ოქტომბერს 162 სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა თითოეულ პედაგოგს, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურშიც მის გვერდით იქნებიან.
"მე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს მე სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო ბრძოლა. თქვენ მაძლევთ მე მანდატს და მზად ვარ ეს მანდატი გამოვიყენო თქვენთვის და ჩემი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეების კეთებისთვის ", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა შეხვედრის დროს.

 

შალვა კიკნაველიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 19:24

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ზოვრეთის, ქვედა საქარისა და არგვეთის მოსახლეობას შეხვდა.

 შეხვედრებზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირველ ტურში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, აქტიურობისაკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ზესტაფონელი ხალხი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, აღარასდროს გააკეთებს არჩევანს წარსულის სასარგებლოდ და მხარს თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას დაუჭერს.

 „ვფიქრობ, 30 ოქტომბერს მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. პირველ ტურში ზესტაფონელებმა დაამტკიცეს, რომ მათი არჩევანი უსაფრთხო, თავისუფალი და სტაბილური მომავალია. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა არჩევანს წინსვლის, კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს. ჩვენ აღარასდროს აღარ დავბრუნდებით წარსულში“,- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

 

„უკვე შევედი იმ ასაკში, რომ ჩემს რაიონს უფრო მეტად გამოვადგე“ - ვასილ ხანიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 11:44

“ამომრჩეველს ხშირად ჰგონია, რომ დეპუტატი უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც  თავისი ფულით, სახსრებით უნდა მიუყვანოს მათ გაზი, დაუმუშავოს ნაკვეთი, მისცეს სოციალური დახმარება, დაეხმაროს ავადმყოფებს და ა.შ. მე ვუხსნი, რომ დეპუტატის მოვალეობა ეს არ არის. დეპუტატი უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი საარჩევნო ოლქის, რომელმაც უნდა შეიმუშავოს კანონები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებიან სოფელში დასახლებული ადამიანები, დასაქმებულები იქნებიან და სწორად მოხდება სახელმწიფო სახსრების გადანაწილება რეგიონებს შორის.“ - განაცხადა ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ ხანიშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვასილ ხანიშვილი პასუხობს.

ირაკლი ხახუბია ფოთის ამომრჩეველს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:04

,,ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარმატებული ბიზნესმენია, ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტშიც და დარწმუნებული ვარ რომ იზრუნებს ფოთის მოსახლეობაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - ასე მიმართა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ფოთში შეკრებილ ამომრჩეველს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები მანანა კობახიძე,  ზვიად ძიძიგური და რომან გაბუნია  ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდნენ.  სოზარ სუბარმა შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას, ასევე ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს აუხსნა, რომ მთავრობა ზრუნავს პენსიების გაზრდასა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაზე და ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მუშაობს სახელმწიფო პროგრამები. სოზარ სუბარის განცხადებით, ოთხ წელიწადში არცერთი დევნილი ოჯახი ცუდ პირობებში აღარ იცხოვრებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შესახვედრად მისულ ფოთელებს მიმართა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმაც - “ჩვენ აქ ჩამოვედით ირაკლი ხახუბიას მხარდასაჭერად. რატომ უნდა დაუჭიროთ ირაკლი ხახუბიას მხარი? იმიტომ რომ  მას ეყოლება მინიმუმ 100 მეგობარი და თანამოაზრე პარლამენტში, უმრავლესობა, და მას ექნება იმის შესაძლებლობა რომ რასაც დაგპირდებათ, გააკეთოს ყველაფერი”. დევნილების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემაც. „ჩვენ დღეს ენგურის ხიდზე ვიდექით და ვიყურებოდით გაღმა. ძალიან გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ვერ გადავედით და დამერწმუნეთ, მოვა დრო, რომ ეს ბავშვები იქ მშვიდობიანად გადავლენ. თქვენს მშვიდობიან დაბრუნებას გაუმარჯოს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ საუბრისას. შეგახსენებთ, შეხვედრა ფოთში „ახალი რაიონში“ გაიამართა, ეს დასახლება ევროკავშირის დახმარებით აშენებული 1168 ბინიანი 32 კორპუსია, რომელიც 3 111 იძულებით გადაადგილებული პირისთვის ევროკავშირისა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა.

ქარელში კვირიკაშვილმა კანდიდატი წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 17:01

ჩვენ შევძლებთ ყველაზე მთავარს - დავასრულოთ დაპირისპირებები საზოგადოებაში, გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა ერთიანი პოზიტიური, დადებითი განვითარების გეგმის გარშემო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქარელის მოსახლეობას, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი– გიორგი თოთლაძე წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 16:43

გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ირაკლი ოქრუაშვილი იყრის. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ოქროაშვილმა სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები გააკრიტიკა და აღნიშნა,რომ ირაკლი ალასანიას კონკურენტად არ აღიქვამს . „ირაკლი ალასანიას მე კონკურენტად ვერ აღვიქვამ. არა იმის გამო, რომ არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად არ ვიცი, რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან. წარმატებები მინდა ვუსურვო ყოველგვარი ირონიის გარეშე, მაგრამ წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას, რომ დამარცხებისთვის არის განწირული“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

,,მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი'' - ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 15:04

თამაზ შიოშვილის ნაცვლად გორში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დებუტატობისთვის ირაკლი ალასანია იბრძოლებს. ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გორში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.როგორც ალასანიამ განაცხადა, "ყველა ვაკეთებთ საკუთარ არჩევანს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება, მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი''.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' წყალტუბოში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 12:45

წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერებმა მამუკა საღარეიშვილი წარადგინეს.მან მოსახლეობას მიმართა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს  ეკონომიკური გეგმა გააცნეს და წყალტუბოში შეჩერებულ ინფრასტრუქტულ პროექტებზე  ყურადღება გაამახვილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 11:09

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. „ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას“,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად იყოს დაკმაყოფილებული პროპორციული სიის შემადგენლობაში, ვინაიდან საქართველოს რეგიონები არ შეიძლება, ასე დაჯამდეს მათემატიკურად.
„ამიტომ ვიფქრობთ, რომ სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა, ყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ რეგიონები მაქსიმულურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა; წელს, წლის ბოლომდე, აუცილებლად დასრულდება ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა.
„ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. დაწყებულია უკვე პროექტირება. შევეცდებით, ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ პატარა ზომის, არამედ საშუალო ზომის, 50 მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში დამატებითი ინვესტიციები იყოს მოზიდული. ჩვენ ასევე აუცილებლად დავასრულებთ გენერალურ დაგეგმარებას შაორის ტბის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის განვითარების ისე, რომ ეს ზონა, მაქსიმალურად, ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში, ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ისე, რომ ადგილობრივი ლანდშაპტის ელფერი არ შეიცვლოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ სვანეთში დაწყებული პროექტები, მათ შორის მესტიაში ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასების, სასტუმრო კომპლექსების განვითარება გაგრძელდება.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჩხერის გავლით გომიდან რაჭამდე მიმავალი პირდაპირი გზის მშენებლობაზე.
„ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლები, სამთო-სათხილამური კურორტები, დასასვენებელი ადგილები ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა, რომელთა მთლიანად ათვისება თვისებრივად შეცვლის ადგილობრივი მოსახლების ცხოვრების დონეს.
„მაგალითისთვის მოვიყვან შაორის ტბას, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობითა და შესანიშნავი ხედებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ ტურისტული ზონის განვითარებას. დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, შენდება ახალი, ძალიან ლამაზი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო. ეს იქნება პირველი ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა; და, დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი სხვა შეემატება, ჩამოვა მეტი სტუმარი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭა გამოცოცხლდეს და შეჩერდეს სოფლების დაცლის პროცესი“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც არასოდეს ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ინახავენ მთას.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთის კანონს და აღნიშნა, რომ უკვე პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სპეციალური სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის სიცოცხლის იმედი დაებრუნებინა.
„ჩვენ შევძელით და დავძლიეთ ის პრობლემა, რაც ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას ჯერაც არა აქვს გადაჭრილი - ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, სასოწარკვეთილ ადამიანებს დავუბრუნეთ სიცოცხლის იმედი. დიახ, ეს არის ის, რითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ და თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში. ჩვენ დავეხმარეთ გლეხებს და ფერმერებს, არ დაგვიტოვებია თითქმის არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი, არ დარჩენილა სოფლად არავინ, ვინც რაღაც სახით მაინც არ მიიღო სარგებელი, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა თუ მცენარეთა მოვლის საშუალებები“,-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის განსაკუთრებულ დაფასებას და აღნიშნა, რომ მთავრობა არც წელს დატოვებს არავის უყურადღებოდ. „ვერავინ ვერ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს. რეგიონის მოსახლეობამ შემოსავლების სახით 22 მლნ ლარი მიიღო. ასეთმა დახმარებამ გლეხებს მისცა სტიმული, გაეშენებინათ ვენახი. დღეისათვის დარგულია ვაზის უძველესი და უნიკალური სახვანჭკარე ჯიშის ასეულობით ათასი ძირი. ჩვენ წელსაც დავეხმარებით მევენახეებს ყურძნის რეალიზაციაში“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მთავრობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის კონკრეტული, ნაბიჯებით გაწერილი გეგმა შემუშავებული აქვს. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. დიახ, დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დ ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძემ რეგიონის დიდ ენერგეტიკულ, სამრეწველო-ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალზე ისაუბრა. „ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ! „ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში რეალური, და არა ვირტუალური, ქვეყნის შენება დაიწყო- ჩვენ ვიზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციაზე, გზების შეკეთებაზე. ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ - უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური