პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 ივლისი 2020 14:34

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია დაიწყო და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

დავით სერგეენკო - საბურთალოს საარჩევნო ოლქი

ნოდარ ტურძელაძე - ვაკის საარჩევნო ოლქი

ლევან კობიაშვილი -გლდანის საარჩევნო ოლქი

სოზარ სუბარი - სამგორის საარჩევნო ოლქი

კახი კახიშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი

ბექა ოდიშარია - მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი 

მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევის საარჩევნო ოლქი

გია ვოლსკი - დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი 

 

რეგიონებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

 

შალვა კერესელიძე - მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი

ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი

დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი

ნინო ლაცაბიძე - რუსთავის საარჩევნო ოლქი

ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი

გოგი მეშველიანი - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი 

გიორგი ხოჯევანიშვილი - გორი-კასპის საარჩევნო ოლქი

ზაზა დუგლაძე - ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი

ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი

სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი 

ზაზა ლომინაძე - ქუთაისის საარჩევნო ოლქი

პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი

ბეჟან წაქაძე - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი

გივი ჭიჭინაძე - სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი 

გოჩა ენუქიძე - ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი

ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის საარჩევნო ოლქი

ირაკლი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი

ალექსანდრე მოწერელია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი

ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი

 რესან კონცელიძე- ბათუმის საარჩევნო ოლქი

ზაალ მიქელაძე - ქობულეთის საარჩევნო ოლქი

ანზორ ბოლქვაძე - ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს პრეს-სამსახური

საქართველოს მასშტაბით საკრებულოებს კიდევ 78 მაჟორიტარი დაემატება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017 12:34

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტშია შესული, იმ ქალაქებს რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიმართება. 

”ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება. ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავროების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. ინიციატივის მიხედვით, ემატება დაახლოებით 78 მაჟორიტარი და თითოეულ მაჟორიტარს ისევე როგორც პროპორციული სიით გასულს ეძლევა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 400 ლარი. 400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და ყოველთვიური ხარჯი ემატება საქართველოს მასშტაბით, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ის ეფექტი, რაც მიღწეული იქნება ქალაქების განვითარებისთვის, იქნება უფრო მეტი, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

პარლამენტი მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 19:24

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბექა ნაცვლიშვილი საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 16:31

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მე-10 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-10 ოლქის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სკოლამდელი პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,თბილისში აშენდა 7 საბავშვო ბაღი, უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ 3. ეს არის ჯანსაღი პროცესის დასაწყისი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, იგი განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული მიდგომისგან, როდესაც დაიხურა 50-მდე ასეთი დაწესებულება", -განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნინო წილოსანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:45

„ისინი ჩვენი გმირები არიან, მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლო. ამ ბიჭების ხსოვნა თითოეულს გვავალდებულებს, მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის შენებაში - ამით განსაკუთრებულ ფასს მივცემთ მათ თავგანწირვას. მე ამაყი ვარ, რომ ასეთი გმირები გვყავს,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საფლავებთან. 
დღეს ნინო წილოსანი ლანჩხუთის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად გადახდილ პარაკლისს დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

რუსლან გაჯიევი ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 14:25

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად იგი მხარდამჭერებთან ერთად  ბაითალოსა და ბეითარაფჩის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს მისი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ამასთან, მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 „ძვირფასო ამომრჩევლობო, მე პირადად ძალიან მოხარული ვარ თვენთან შეხვედრით. დიდ მადლობას გიხდით ასეთი თბილი დახვედრისათვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ჩემს გვერდით, მოსული ხართ ჩემს მოსასმენად. მე გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით. მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში. ჩემი პარლამენტარობისადმი მიდგომას თქვენ იგრძნობთ ჩემი დებუტატობის პირველივე წელს. არ ვიქნები ისეთი დებუტატი, რომელიც მხოლოდ კაბინეტში იქნება“, - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსლან გაჯიევმა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება, რომელიც უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

 

მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 11:11

„ქართული ოცნება -დემოკრატიული“ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

ნაძალადევის რაიონის მე-18 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, ამომრჩევლებს შეხვდა. მან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა რაიონის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ისაუბრა მომავალი საქმიანობის შესახებ. „მოსახლეობასთან შეხვედრებისას აქცენტებს ვაკეთებ თავისუფლებაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა 4 წლის განმავლობაში, ასევე, მე მათ ვესაუბრე ეკონომიკის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის რეფორმებზე. მე ვიქნები ამ ადამიანების წარმომადგენელი პარლამენტში და მათ პრობლემების მოგვარებისთვის არ დავზოგავ ძალისხმევას. მე აღვნიშნე, რომ პარლამენტში ჩემი საქმიანობა სპორტულ საკითებსაც დაუკავშირდება და წვლილს შევიტან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში“.

,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები კლინიკა „რუსთავში“ ამომრჩევლებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 11:03

 ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კლინიკა „რუსთავის“ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ,,ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც  ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. მისი თქმით,   ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოქალაქეთა ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. დღესაც, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება „ქართული ოცნების“ პრიორიტეტად რჩება“,-განაცხადა პაატა მხეიძემ.

 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ ყურადღება რუსთავში არსებულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კლინიკების თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურა და სერვისის ხელმისაწვდომობა მისი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.

 „რუსთავის სამედიცინო პერსონალი ყოველთვის აკმაყოფილებდა მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, ჩვენ კვალიფიციურ მედიკთა დეფიციტი არასოდეს გვქონია, თვალნათელია, რომ წარმატებით მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების განახლების პროცესი. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტულ თემად დავისახავ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სერვისი ჩვენს ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი და მედიკოსების შრომა მეტად დაფასებული“, - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც უბნებზე, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

ენზელ მკოიანი ახალქალაქის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 10:58

ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჯადიას, თოთხამის, კორხის, ორჯას, არაგოვას, ვარევანის, ალასტანის და კოკიოს სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებაზე, ასევე სოფლის მეურნეობის პროექტებზე ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მთის კანონზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონი მთაში მცხოვრებლების პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მაჟორიტარობის კანდიდატმა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, უფასო საბავშო ბაღებზე, უფასო ჯანდაცვასა და C ჰეპატიტის უფასო პროგრამაზეც ისაუბრა. ენზელ მკოიანმა ამომრჩევლების პრობლემების მოისმინა და მათ მოგვარებას დაპირდა.

შოთა ხაბარელი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:16

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი თხოვნები მოისმინა.

 „ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და კარგად ვიცნობთ თქვენს პრობლემებს,  მე მზად ვარ მოვისმინო და გავიზიარო ყველა ის თხოვნა, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური