ჩინეთის პრემიერმა საქართველოს ახალ პრემიერს დაკავებული თანამდებობა მიულოცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 29 ივნისი 2018 18:27

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმა ლი ქეციანგმა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს დაკავებული თანამდებობა მიულოცა.

25 ივნისით დათარიღებულ მილოცვაში, მან დადებითად შეაფასა ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მიღწეული შედეგები.

მისი თქმით, ჩინეთი კვლავ მზად არის ახალი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებით, ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლისა და ორმხრივი კავშირების ხელშეწყობისთვის. წარმატებული თანამშრომლობის შედეგების მიღწევა მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისა და ხალხისათვის.

https://4u.ge/ka/li-qetsiangma-saqartvelos-akhal-premier-ministrs-dakavebuli-tanamdeboba-miulotsa

კომპანიებს, რომლებმაც საქმიანობა დავალიანების გამო შეაჩერეს, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ - ბახტაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ივნისი 2018 14:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ახალ საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა


„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პრემიერის თქმით, დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში, მაგრამ სისტემური მიდგომის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.

„ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას." - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივნისი 2018 12:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. 

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მამუკა ბახტაძე - აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 07 მაისი 2018 14:35

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აუცილებლად დასაწესებელია ჭერი ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. 

როგორც  ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მამუკა ბახტაძემ ონლაინ კონფერენციისას, საბანკო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. 

„მინდა განვმარტო, თუ რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ხშირად იყო შემთხვევები და უნდა ვაღიაროთ, ამას ჰქონდა მასიური ხასიათი, რომ ადამიანებს, როდესაც ისინი იღებდნენ სესხს, კონტრაქტში უწერდნენ პროცენტს, თუმცა შემდეგ არსებობდა ისეთი ტიპის ხარჯები როგორიცაა: სხვადასხვა საკომისიოები, ჯარიმები, საურავები, რომელიც ამ პროცენტს აორმაგებდა, ასამმაგებდა და ხშირად აოთხმაგებდა კიდეც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ჩვენ გადავიდეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის უფრო მეტი სამართლებრივი პრიორიტეტის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალი, სამართლიანი წესების დანერგვას. ადამიანმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაქსიმუმ, რა ხარჯი შეიძლება ჰქონდეს პროცენტულ გამოხატულებაში. დიახ, აუცილებლად უნდა დაწესდეს ჭერი და აუცილებლად უნდა შემცირდეს ის 100%-იანი ზღვარი, რომელიც ამოქმედებულია მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ 1-ელ იანვრამდე საერთოდ არ იყო ეს რეგულაცია და ხშირ შემთხვევაში, 300-400 პროცენტზე ადიოდა ის საპროცენტო ხარჯი, რასაც ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ. ვფიქრობ, და ესაა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოსაზრებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე გავანახევროთ ეს ჭერი და შემდეგ უკვე საბაზრო კონიუნქტურა გვიკარნახებს თუ რა დამატებითი ღონისძიებების გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

მისი თქმით, მეორე ნაბიჯი იქნება ჭერის დაწესება არა მხოლოდ მთლიან ეფექტურ განაკვეთზე, არამედ ჭერის დაწესება ე.წ. განკარგვად შემოსავალზე. 

„საუბარია იმაზე, რომ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ბანკებს ვალდებულება ჰქონდეთ, ისეთი ტიპის სესხები გასცენ, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობის ჩარჩოებში ჯდება. ეს ნიშნავს, რომ სესხები იმ ოდენობით გაიცეს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვება. ჩვენს მოქალაქეებს თავიანთი განკარგვადი შემოსავლის 70-80% კრედიტის მომსახურებაში გადახდა არ უნდა უწევდეთ, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017 16:39

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დაიწყო „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და 2018 – 2021 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვა, რომელსაც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცნობს. გამოსვლისას, მამუკა ბახტაძე ასევე, ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და ფისკალური პოლიტიკის შედეგებზე. 

პრეზენტაცია იხილეთ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია

გვერდი 12/ 12-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური