The Guardian: მალაიზიაში დაკავებული თურქეთის ორი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება არაობიექტურად გაასამართლონ და აწამონ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 მაისი 2017 18:18

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მალაიზიის მთავრობას არ მოახდინოს თურქეთის ორი მოქალაქის - თურგაი ქარამან-ისა და იჰსან ასლან-ის ექსტრადირება თურქეთში.

მალაიზიაში თურქეთის ორი მოქალაქე დააპატიმრეს. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, თურქეთში მათი ექსტრადირების შემთხვევაში ისინი შეიძლება უსამართლო მოპყრობისა და წამების მსხვერპლნი გახდნენ.   

თურგაი ქარამანი და იჰსან ასლანი დააკავეს “მალაიზიის სახელმწიფოს საწინააღმდეგო აქტივობების“ საბაბით. მათდამი წაყენებული ბრალდება ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის მუხლებს მოიცავს - ამის შესახებ მალაიზიის გენერალურმა ინსპექტორმა ხალიდ აბუ ბაქარ-მა სოციალური ქსელ თვითერის მეშვეობით განაცხადა. 

აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა უსაფთხოების კამერის ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ოთხი უცნობი მამაკაცი კუალა ლიმპურის ერთერთ ავტოსადგომზე, რომლებსაც მიჰყავთ ხელბორკილებიანი ერთი პირი. როგორც გამოცემა Malay Mail-ის საინფორმაციო პორტალს განუცხადეს, სავარაუდოდ აღნიშნული პირი თურგაი ქარამანი უნდა იყოს.

როგორც ცნობილია, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს დააკავოს თურქეთის ფარგლებს გარეთ მყოფი ყველა ის პირი, რომლებიც რაიმე სახით კავშირში არიან ამერიკაში გადასახლებაში მყოფ სულიერ ლიდერ ფეთჰულაჰ გიულენთან, რომელიც იმის მიუხედავად, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არაღიარებს, თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით გასულ წელს თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორია. 

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მალაიზიის ხელისუფლებამ “არანაირი საბაბით“ არ უნდა მოახდინოს აღიშნული ორი პირის თურქეთში ექსტრადირება. 

“არანაირი ეჭვი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ თუკი მოხდება ამ ორი პირის გადაცემა თურქული მხარისათვის, ისინი გახდებიან წამების მსხვერპლნი, ხოლო მათ მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცესი არ იქნება ობიექტური“ - აღნიშნა ადამიანთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის აზიის რეგიონალურმა დირექტორმა ფილ რობერტსონ-მა.

როგორც მალაიზიის პრემიერ-მინისტრის პრესცენტრმა განაცხადა, აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ექსტრადირების შესაძლებლობის  დადასტურებას, არც უარყოფას.  

ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი აპირებს “გაწმინდოს“ საჯარო სამსახურები გიულენის მხარდამჭერთაგან. დღეის მდგომარეობით ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა “ჰიზმეთ“-ის წევრობის ბრალდებით თურქეთში 41 000-ზე მეტი მოქალაქეა დაპატიმრებული.  

ზემოთ აღნიშნული მოძრაობის წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები გულისხმობს სახელმწიფოებისგან მოძრაობა “ჰიზმეთ“-ის მიმდევართა დაკავებასა და თურქეთისათვის გადაცემას, აგრეთვე იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა დახურვას, რომლებიც ეკუთვნიან აღნიშნულ ორგანიზაციას.

ოქტომბერში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მალაიზიამ აქამდე თურქეთის მხარეს გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული სამი პირი გადასცა.

“მათ წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება - როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთაც. ჩვენ არ შევწყვეტთ მათ დევვნას“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ და იქვე დასძინა, რომ მალაიზიურ მხარესთან აღნიშნულის ფარგლებში შესაბამისი თანამშრომლობა გრძელდება.

არ არის ცნობილი, არიან თუ არა რაიმე სახის კავშირში მალაიზიაში დაკავებულნი გიულენის რომელიმე ორგანიზაციასთან. მალაიზიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მუშაობდნენ მალაიზიაში გახსნილ ერთერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებაში რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ ფიქსირდება არანაირი კავშირი გიულენსა და მის ორგანიზაციასთან. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ რაიმე სახის კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით.

მალაიზიური მედიის ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო ქარამან-ის დაკითხვა კუალა ლიმპურის სასამართლოში.

თურგაი ქარამანის მეუღლემ გაავრცელა ვიდეო მიმართვა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დაიკარგა და სანამ პოლიციამ განაცხადა, რომ იგი დააკავეს. ვიდეო მიმართვაში დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, რომ ისინი მალაიზიაში 13 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ და მის მეუღლეს ჰქონდა ქვეყანაში მუშაობის უფლება. 

“მე ვთხოვ მალაიზიის მთავრობას დაგვეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. ჩემი მეუღლე კეთილშობილი ადამიანია და მას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია“ - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

წყარო: https://www.theguardian.com/world/2017/may/03/fears-grow-turks-held-in-malaysia-may-face-unfair-trial-or-torture-at-home?CMP=Share_iOSApp_Other

ქართველ პარამკლავჭიდელთა 7 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 10:21

მალაიზიაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელთა შორის, ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ზურა ბუცხრიკიძის, ბესიკ ლეკიაშვილის, ვახო ახობაძისა და ზურა სოხაძის შემადგენლობით 7 მედალი მოიპოვეს. 

საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ორივე ხელში მსოფლიო ჩემპიონი გახდა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა ბუცხრიკიძე. მარჯვენაში ოქრო, ხოლო მარცხენაში ბრინჯაოს მედალი აიღო ვახო ახობაძემ, რომელიც 60 კილოში მონაწილეობს. 

ორივე ხელში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები ხვდა წილად 65 კილორამ წონით კატეოგიაში მოასპარეზე ზურა სოხაძეს, ხოლო ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა პარამკლავჭიდელმა ბესიკ ლეკიაშვილმა გამოსვლა 90 კილოგრამში, ამჯერად მემარჯვენეებში მეორე ადგილითა და ვერცხლის მედლით დაასრულა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 13:13

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში,  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის შეხვდა. საუბარი შეეხო ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის ოფიციალურ ვიზიტს ამერიკაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეებისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხის გადაჭრა: სტარტეგიული ურთიერთნდობის და ურთიერთთანამსრომლობის საკითხები აზია-წყნარი ოკიანის რეგიონის (აწორ) ფარგლებში და მეორე მსოფლიო ომში ჩინეთისა და ამერიკის მიერ დამყარებული წესრიგის და საერთაშორისო სისტემის (რომლის სათავეში გაერო დგას) დახვეწა და განვითარება.

ვან იმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არ აპირებს აწორ-ის შემადგენლობიდან ამერიკის გაყვანას, მაგრამ სურს იხილოს მისი პოზიტიური როლი ამ რეგიონში. „ჩინეთისა და ამერიკის თანამშრომლობის გარეშე ამ რეგიონში შეუძლებელია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შექმნას ყველა პირობა ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - დასძინა ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურმა.

თავის მხრივ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ამერიკაში წარმატებით ჩაიაროს.  „ამერიკა აპირებს განავითაროს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან აწორ-ის ფარგლებში და არასდროს არ აპირებს შექმნას რაიმე კონფრონტაცია ამ მიმართულებით. ამერიკა მხარს უჭერს ძლიერ და განვითარებულ ჩინეთს და სურვილი აქვს იხილოს მსი შემდგომი წინსვლა“, - ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ ქერიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა თვალს ადევნებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არ ერევა არსებულ სადაო საკითხებში. „ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს ჩინეთის ძალისხმევას სადაო საკითხების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე“, - დაამატა ჯონ ქერიმ.

მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს ვიზიტით ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 18:23

2015 წლის 4 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის ვიცე სპიკერთან,  რონალდ კიანდესთან და თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს და მალაიზიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა  მიმართულებებით, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს და მალაიზიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, რისი დადასტურებაცაა საქართველოს საელჩოს გახსნა მალაიზიაში 2013 წელს. 

ვიზიტის ფარგლებში მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, ბატონ დავით უსუფაშვილთან და საქართველო-მალაიზიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.  დაგეგმილია შეხვედრები  სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროში.

მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 3 მაისს ეწვია, ვიზიტი 8 მაისს დასრულდება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური