მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გამოქვეყნებულია
სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:40
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზი დააკავეს.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა"თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.