"იმედი" "მაესტრო" და GDS ერთიანდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 15:41

"იმედი" "მაესტრო" და GDS ერთიანდება. როგორც ცნობილი გახდა 3 ტელეკომპანია ერთ მედიაჰოლდინგად ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ,  სამიდან ორ არხზე მაუწყებლობა შეწყდება.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, „პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიო არხს.

მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში, - მამუკა ღლონტი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:53

კანონიერ მესაკუთრეს წაართვეს ინტელექტუალური საკუთრება. ძალიან მალე  ძალიან საინტერესო ამბები მოხდება. კერძოდ, მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში. ამათი მოქმედების ვადები ასეთია, ახალი წელი ან აგვისტო, როცა საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია, თუმცა ადრე თუ გვიან, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება,“ -  აღნიშნული განცხადება   „მაესტროს“ დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

შეგახსენებთ, სასამართლომ დააკმაყოფილა  გია გაჩეჩილაძის სარჩელი  „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით. სასამართლოს გააწყვეტილების თანახმად,  ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა. 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:49

სასამართლომ დააკმაყოფილა  გია გაჩეჩილაძის სარჩელი  „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით. სასამართლოს გააწყვეტილების თანახმად,  ტელეკომპანია „მაესტროს“ ლოგო ილია კიკაბიძეს ჩამოერთვა. 



”მაესტროს” ახალი მენეჯმენტი გიორგი ისაკაძის წერილს ასაჯაროებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 14:25

”მაესტროს” ახალი მენეჯმენტი შპს ”სტუდის მაესტროს” გენერალურ დირექტორ ზურაბ ნაყეურისადმი გიორგი ისაკაძის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს. ისაკაძის წერილი 5 მაისითაა დათარიღებული. მას newsday.ge უცვლელად გთავაზობთ: 


”ბატონო ზურაბ, მოგახსენებთ, რომ 2014 წელს თქვენს წინამორბედთან და კომპანიის დამფუძნებლებთან (მაკა ასათიანის მხარე) მქონდა ზეპირი მოლაპარაკება-შეთანხმება, რომ მას შემდეგ, რაც პირადად გავუძღვებოდი ეთერში(გადაცემის წამყვანი) ახალ ბიზნესგადაცემას პარასკევს, დამოუკიდებელი პროექტის ”ანალიტიკას” სახით, მოხდებოდა ჩემი ანაზღაურების(დღეის მდგომარეობით 5000 ლარი ხელზე) გადახედვა. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით ჩამოყალიბებული ან შეთანხმებული კონკრეტულ თანხაზე ანაზღაურებისთვის. 

ჩვენი ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე გაცნობებთ ჩემს პოზიციას აღნიშნულ თემაზე:
გთხოვთ, განვლილი საანგარიშო პერიოდი(სახელფასი სარგო), ანუ მას შემდეგ, რაც ეთერში ვარ (2014 წლის 2 ოქტომბერი) ვიდრე დღემდე დააკორექტიროთ თვეში 3000(ნეტ) ლარის დამატების უზრუნველყოფით.
შესაბამისად, პირადად ჩემი ანაზღაურება, როგორც პროექტების ავტორის, მენეჯერის და წამყვანის დაკორექტირდეს 8000 ლარზე.
გთხოვთ, მოახდინოთ სხვაობის ანაზღაურება. ოქტომბრიდან მოყოლებული, გარდა შეთანხმებული პროექტის წამყვანობისა(ბიზნესკონტაქტი, ”ანალიტიკა”), ასევე ვუძღვები პარასკევის ”საქმიანი დილას” ეთერს. 
ვსარგებლობ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, თუ ჩვენს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება აუტსორსის პრინციპით საქმიან თანამშრომლობაზე ჩემს საავტორო გადაცემებთან დაკავშირებით, მზად ვარ შემდგომი მოხსენებითი ბარათით მოგმართოთ ინფორმაციის მიღების და საქმიანი სტატუსის დადასტურებისთანავე”.

 

ისაკაძე "მაესტროდან" გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 31 მაისი 2016 12:23

ტელეკომპანია ”მაესტროდან” "საქმიანი დილასა" და "ბიზნეს-კონტაქტის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაცით, ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება უკვე მიუვიდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება სავარაუდოდ, 12:30 საათზე, ”ბიზნეს-კონტაქტის” დაწყებისას გაკეთდება. 

სასამართლო „მაესტროს" წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 18 აპრილი 2016 11:14

 

საქალაქო სასამართლო დღეს „მაესტროს" სადავო წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მამუკა ღლონტმა და ეკატერინე აკობიამ გიორგი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. საქმე ეხება 10 %-იანი წილის გადაფორმებას. ადვოკატი ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვს, წილები მათ გადაუფორმდეთ 200 ლარად, რაც დვოკატის მტკიცებით, დაუშვებელია, რადგან 10 %-იანი წილის ღირებულება 1 მილიონ დოლარს შეადგენს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 13.00 საათზეა ჩანიშნული.

მაესტროში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 15:10

„მაესტროს“ ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად მუშაობას 7 აპრილიდან შეუდგება. ზურაბ ნაყეურის განცხადებით, ის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლებას არ აპირებს-„ოფიციალურად, ზეგიდან შევუდგები ჩემი მოვალეობის შესრულებას. გეგმაში არის პირველ რიგში სარედაქციო დამოუკიდებლობა, არსებული კადრების შენარჩუნება, „მაესტროს“ საქმიანობის შეუფერხებლად მუშაობა და ფინანსური პრობლემების დაძლევა. არავითარ შემთხვევაში, არავის გაშვებას არ ვაპირებ“, -აცხადებს ნაყეური.

ტელეკომპანია ,,მაესტროს" დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 14:44

ტელეკომპანი ,,მაესტროს" დამფუძნებლები მამუკა ღლონტი და ეკა აკობია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია. რომ,,მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესები მედიის საქმიანიობაში ჩარევის, მისი კონტროლის სრულიად არაკანონიერი, წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი გეგმის შედეგია. „ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ამჟამად იდგმება ტელეკომპანიის სხვა პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, საკადრო ცვლილებები მენეჯმენტში, ჩვენთვის არ წარმოადგენს სასურველ და ერთადერთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ არ ვეთანხმებით ტელევიზიის დირექტორის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურას. ჩვენს ამგვარ პოზიციას საფუძვლად უდევს არა პიროვნული, თუ პროფესიული შეფასების კრიტერიუმები, არამედ არასამართლიანი გარემო, რომლის ფონზეც ვითარდება მოვლენები და ამ გარემოს მთავარი აქტორები - მედიის კონტროლით დაინტერესებული სახელისუფლებო ძალები, ვისი უშუალო მცდელობითა და ძალადობრივი მეთოდებითაც ხდება ტელეკომპანიის მიტაცება. ამჟამინდელი რეალობა კომპანიის ერთ მეწილეს საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით წარმოგვიდგენს, მეორეს კი მოვლენებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლებრივი გზით და ეს ბრძოლა არ შეწყდება, რამდენი დრო და ენერგიაც არ უნდა დასჭირდეს იმ უკანონობის დამტკიცებას და ძალადობის შენიღბული მეთოდების გამოვლენას, რასაც ამჯერად ვადევნებთ თვალს. ჩვენ არ გაგვაჩნია წილების, შესაბამისად ხმების, საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს რეალობა, თუმცა გაგვაჩნია მთავარი- უდიდესი მოთმინება და უსამართლობასთან ბრძოლის დაუმორჩილებელი სურვილი“,- ნათქვამია მამუკა ღლონტის და ეკა აკობიას განცხადებაში.

"მაესტროს" ახალ დირექტორად ზურაბ ნაყეური დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 13:07

პარტნიორთა კრებაზე უმრავლესობის გადაწყვეტილებით ,  ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი დირექტორი ზურაბ ნაყეური გახდა.   ახალი დირექტორი არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ "მაესტროს" ჟურნალისტებს უკვე გააცნო. 

დღეს გადაწყდება ვინ იქნება მაესტროს ახალი დირექტორი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 10:38

"მაესტროს" დამფუძნებელთა კრება  დღეს მაესტროს ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს . 

როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა განაცხადა, შესაძლოა თანამდებობაზე რამდენიმე პირის კანდიდატურა განიხილონ. 

გიორგი გვენეტაძის თქმით, კომპანიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის დირექტორის დანიშვნა აუცილებელია და მხარეებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური