მოგვასმენინეთ თქვენი რეპორტაჟები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:32

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ღია მედია ჰაბის პროექტმა გამოაცხადა კონკურსი საინფორმაციო პროდუქციის მხარდასაჭერად. ეს პროექტი საშუალებას მისცემს სატელევიზიო და ონლაინ-ვიდეო ჟურნალისტებს ევროპულ სამეზობლოში შექმნან ევროკავშირთან დაკავშირებული რეპორტაჟები. კონკურსი ღიაა მედია-პროფესიონალებისთვის საქართველოდან და მოლდოვადან, და ის რამდენიმე თვეში სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 მაისი.
წარმატებული აპლიკანტები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და პრაქტიკულ რეკომენდაციებს აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის, ვიდეო-ახალი ამბების, გადაცემების და ონლაინ პორტფოლიოს შესაქმნელად, ასევე ინფორმაციის შინაარსის გავრცელებისთვის. თხრობა ორიენტირებული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე: უვიზო მიმოსვლა და ქვეყანაში ხელმეორედ შესვლის წესები, მიგრანტები და ლტოლვილები, მოსახლეობის გადაადგილება, განსახლება და/ან სახელმწიფო საზღვრები, და უნდა ასახავდეს ამ საკითხების ზეგავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე თვითმხილველთა ჩვენებების შეკრების და განვითარებული მოვლენების აღწერის საშუალებით.
ამ პროგრამის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპული სამეზობლოს მოქმედებების და ზეგავლენის შესახებ, ასევე საშინაო და ადგილობრივი ინტერესების განმტკიცება ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში.

წყარო: http://www.euneighbours.eu

დაპირისპირება,ლტოლვილთა ბანაკში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 11:49

შვედეთში, ლტოლვილთა განსახლების ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 20 წლის მამაკაცია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია მისი ეროვნება. 

წინასწარი მონაცემებით, დაპირისპირებაში, რომლის მიზეზიც უცნობია, 15–მდე ადამიანი მონაწილეობდა. ფაქტს  სამართალდამცველები იძიებენ. 

შვედეთში მხოლოდ 2015 წელს 163 000-მდე თავშესაფრის მაძიებელი შევიდა. უმეტესობა მათგანი სირიელი და ერაყელი ლტოლვილია.

თურქეთში შესაძლოა კიდევ 600 000 სირიელი ლტოლვილი ჩავიდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 11:36

თურქეთში შესაძლოა, კიდევ 600 000 სირიელი ლტოლვილი ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურთულმუშმა განაცხადა. მისი თქმით, ლტოლვილების ნაკადის გაზრდა სირიის პროვინცია ალეპოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებითაა გამოწვეული.
ბოლო დღეებში, სირიის სამთავრობო არმია, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით, პროვინცია ალეპოს უტევს, რის გამოც ათი ათასობით ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუწია. 
გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსული ავიერიშები დაგმო და "შოკისმომგვრელი" უწოდა.
გუშინ, გერმანიის კანცლერისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივ ქმედებებს განახორციელებენ. 

ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეგისტრაცია იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 11:11

2015 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა (უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირები) ყოველწლიურ სავალდებულო რეგისტრაციას ჩაატარებს.
სამინისტრო რეგისტრაციის ვადებისა და ადგილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ა) Prima Facie-ს პრინციპით და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის 2015 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 29 იანვრის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში (მის: თამარაშვილის ქ. #15ა).
ბ) Prima Facie-ს პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 5 თებერვლის ჩათვლით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მდებარე სამინისტროს დროებითი წარმომადგენლობის შენობაში.
გ) Prima Facie-ს პრინციპით და ინდივიდუალურად მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთათვის 2016 წლის 8 თებერვლიდან 2016 წლის 12 თებერვლის ჩათვლით ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში (მის: მ. კომახიძის ქ. #119).
დ) ლტოლვილის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გაივლიან რეგისტრაციას ა), ბ) და გ) პუნქტებში აღნიშნულ ვადებში ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში (მის: თამარაშვილის ქ. #15ა), 2016 წლის 15 თებერვლიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით.

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 13:44

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” საუბარში განაცხადა.
მამიკინსი განმარტავს, რომ ასოცირებულ ქვეყნებს არა აქვთ აღებული ვალდებულება, ლტოლვილთა მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, მისი აზრით, თბილისი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად მიიღებს.
“არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც”, – განაცხადა მამიკინსმა.
ამასთან, მამიკინსმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა საკითხი ასოცირებულ წევრებთან ევროკავშირის დიალოგზე არ აისახება.

სოზარ სუბარი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 13:58

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
მინისტრმა და დეპუტატმა მოისმინეს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები, კითხვები ძირითადად გრძელვადიანი განსახლებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საკითხებს ეხებოდა. მინისტრმა დევნილებს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს და პრობლემების დროულად მოგვარებას დაპირდა.

იხილეთ ფოტოგალერია

სოფელ ძევერაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარების კოორდინატორი და USAID-ის მისიის დირექტორი იმყოფებოდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
კვირა, 17 მაისი 2015 14:58

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის რეგიონისთვის ამერიკის დახმარების კოორდინატორი, ალინა რომანოვსკი და USAID-ის მისიის დირექტორი, სტივენ ჰეიკინი, შიდა ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ჩავიდნენ და  იმ ოჯახებს შეხვდნენ, რომელთაც დახმარება გაეწიათ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის  ფარგლებში.

პროექტი NEO-ს მიმდინარე დახმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 31 სოფლიდან 135 ფერმერის მიერ წარმოების მასშტაბის გაზრდას. აქ ღია გრუნტში და სათბურებში, დაახლოებით 37 ჰექტარ ფართობზე, აწარმოებენ ბოსტნეულს, მწვანილსა და ჟოლოს, წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ამ დახმარების შედეგად მოსახლეობისათვის შეიქმნება თითქმის 950 სეზონური სამუშაო ადგილი.

პროექტის ხელშეწყობით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში განხორციელებული 15 მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის პროექტის დადებითი შედეგები 1 750 ოჯახზე აისახა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური