მსოფლიო ფორუმზე პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 23 იანვარი 2016 13:00

ლონდონში გამართულ განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უცხოელ კოლეგებთან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა იყო ტექნიკური და პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
მინისტრებისა და ექსპერტების შეხვედრაზე, ახალგაზრდების უმუშევრობა განხილული იყო როგორც გლობალური პრობლემა, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, შრომის ბაზარზე ორიენტირებითა  და დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობით უნდა გადაიჭრას.   ამ უნარების განვითარებასა და საკუთარი თავის რეალიზებაში კი, ახალგაზრდებს სწორედ ხარისხიანი პროფესიული განათლება ეხმარება.
შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის  საქართველოს მიერ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელბული პროექტები. საუბარი იყო ასევე ახალ პროფესიებსა და სტანდარტებზე, რომელთა შემუშავებაშიც აუცილებელია დამსაქმებელთა უშუალო ჩართულობა.
„ჩვენთვის ნათელია თქვენი გამოცდილება და ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც საქართველო ავითარებს პროფესიული განათლების სექტორს, ეს გზები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვისაც” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალბანეთის სოციალური უზრუნველყოფის და ახალგაზრდობის მინისტრმა ბლენდი კლოსმა.

როგორ აღნიშნეს ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 02 იანვარი 2016 11:27

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ტრადიციული ფეიერვერკებით აღნიშნეს ახალი წლის დადგომა ღონისძიებაზე, რომლის უსაფრთხოებასაც 3 ათასი პოლიციელი იცავდა. მდინარე ტემზაზე მოწყობილი ფეიერვერკებისათვის თვალის დევნება წელსაც ისევე როგორც გასულ წელში ბილეთის შეძენით იყო შესაძლებელი. 00 საათსა 00 წუთზე დაწყებულ ზეიმზე 12 ათასი ფეიერვერკი იქნა გამოყენებული. ინგლისის პარლამენტის საათმა ბიგ ბენმა ახალი წლის დადგომასთან ერთად 12-ჯერ ჩამოკრა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ელისეის მინდვრებზე გამართულ ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ბულვარზე მდებარე გამარჯვების მემორიალის საფრანგეთის დროშის ფერებით განათებით დაწყებული ღონისძიება საფრანგეთში ერთად თანაცხოვრების კულტურის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაგრძელდა. პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ქვეშ ჩატარებულ ღონისძიების უსაფრთხოებას ელისეის მინდვრებზე 1600, მთლიანად ქალაქში კი 11 ათასი პოლიციელი იცავდა. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ახალი წლის ღამეს უსაფრთხოებას 100 ათასი პოლიციელი იცავდა.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს. საახალწლო ღონისძიება ბრანდენბურგის კარიბჭესა და გამარჯვების მემორიალს შორის მდებარე 17 ივნისის პროსპექტზე გაიმართა. ცერემონიას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული ტურისტიც ესწრებოდა. ღონისძიების ტერიტორიაზე უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებდა.
იტალიის დედაქალაქ რომში კოლიზეუმის მოედანზე ტერორიზმის საფრთხის გამო შეზღუდული რაოდენობის ფეიერვერკები გაუშვეს. რომში კიდევ ერთო ღონისძიება ძველ რომში იპოდრომზე გაიმართა, სადაც ახალი წლის შემოსვლა კონცერტით აღნიშნეს. რომში ახალი წლის ღამეს უსაფრთხოებას 2300 პოლიციელი და 750 მეხანძრე იცავდა.
აშშ-ში საახალწლო ღონისძიებას ნიუ იორკში თაიმს სკვერზე დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაესწრო. თაიმს სკვერზე მოსახვედრად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ტურისტები უსაფრთხოების მკაცრი ზომების გამო რამდენიმე საათი რიგში იდგნენ. პოლიციელებმა დიდი ზომის ზურგჩანთებით მოდენაზე შესვლის უფლება მისულებს არ მისცა. ზუსტად ღამის 12 საათზე კი თითქმის 100 წლიანი ტრადიცია განმეორდა და აღნიშნული ღონისძიების სიმბოლო ბროლის ბურთი ქვემოთ დაეშვა.

ლონდონის მეტროში ტერაქტი განხორციელდა-არიან დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 06 დეკემბერი 2015 12:05

ლონდონის მეტროში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა გვიან საღამოს მეტროსადგურში სამი ადამიანი დაჭრა, ერთ–ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

თვითმხილველების ცნობით, თავდასხმის დროს დამნაშავე ყვიროდა, რომ ამას სირიის გამო აკეთებდა. სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს. მომხდარის გამო მეტროსადგურის ცენტრალური ხაზის მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ლონდონის ცენტრი ევაკუირებულია – პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 10:04

ლონდონის ცენტრში ბლეკფრაიარსის ქუჩაზე ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს.

ბლეკფრაიარსის და ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტილია, სატარანსპორტო საშუალებებს უკან აბრუნებენ.

სპეცოპერაციის პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიას ვერტმფრენების საშუალებითაც აკონტროლებენ. სამართალდამცველები მაღაზიების მეპატრონეებს მოუწოდებენ ადგილზე დარჩნენ და ვიტრინებს მოშორდნენ.

ახალი ზელანდია რაგბიში 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 22:08

დღეს ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებმა ფინალურ ბრძოლაში დაამარცხა ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 34:17 (16:3) და “ოლ ბლექსი” 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჯამში სამჯერ და ზედიზედ ორჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში, “ოლ ბლექსი” ავსტრალიასთან მეორე ტაიმის დასაწყისში 21:3 დაწინაურდა. ავსტრალიამ ორი ლელოთი და ზუსტი გარდასახვებით შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ზელანდიელებმა არეკნით, ჯარიმით, ლელოეთი და გარდასახვით 4 წლის წინ მოპოვებული ტიტული შეინარჩუნეს - 34:17.

2015 წლის მსოფლიო თასი. ფინალი.

31 ოქტომბერი

ლონდონი. “თვიქნემი”

ახალი ზელანდია - ავსტრალია 34:17 (16:3)

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. ქონარდ სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. არონ სმითი; 1. ჯოე მუდი, 2. დენ კოლე, 3. იუებ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კევენ მეალამუ, 17. ბენ ფრექსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კეინი, 21. ტავერა კერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილი-უილიამსი.

3 ლელო: მილნერ-სქადერი, ნონუ, ბარეტი

2 გარდასახვა: კარტერი

4 ჯარიმა: კარტერი

1 არეკნი: კარტერი

1 სინბინი: ბ. სმითი

ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტეფან მური (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფარდი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაი, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. გრეგ ჰოლმსი, 19. დენ მუმი, 20. ბენ მაკკალმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22.მეთ ტოომუა, 23. ქერთლი ბილი.

2 ლელო: პოქოქი, კურიდრანი

2 გარდასახვა: ფოლი

1 ჯარიმა: ფოლი

თბილისი პროექტით „თბილისი - მომავლის ქალაქი“ კონკურსის „5th Ljubljana Future of Cities 2015“-ის ნომინანტი გახდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 15:27

თბილისი პროექტით „თბილისი - მომავლის ქალაქი“კონკურსის  „5th  Ljubljana Future of Cities 2015“-ის ნომინანტი გახდა. ლუბლიანაში გამართულ კონკურსში პროექტი „ტექნოლოგიური გავითარების ფონდმა“ წარადგინა.

კონკურსის ფარგლებში განხილული იქნა „ჭკვიანი ქალაქების“ პროექტები, გამოწვევები და მათი განვითარების სტანდარტები.  

„სმარტ სითი“ კონცეფციის ფარგლებში ფორუმზე საკუთარი პროექტი რამდენიმე ქალაქმა წარადგინა, თუმცა მათგან ნომინანტი მხოლოდ ხუთი გახდა, მათ შორის თბილისი - პროექტით: „თბილისი - მომავლის ქალაქი“. „ტექნოლოგიური გავითარების ფონდის“ მიერ წარდგენილმა პროექტმა ფორუმის მონაწილეებს შორის მოწონება დაიმსახურა, გაუსწრო ლონდონს, ლუბლიანას და მეორე ადგილი მოიპოვა ანკარის შემდეგ.  

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ასევე „World Council of City Data"-ს (WCCD) პრეზიდენტმა პატრიცია მაკკორნიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ მზად არიან დაეხმარონ თბილისს „ჭკვიანი ქალაქის“ სტატუსის მოპოვებაში. 

WCCD ერთადერთ ორგანიზაციას წარმოადგენს მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ქალაქებზე გასცეს სმარტ სითის შესაბამისობის ISO 37120 სერთიფიკატი.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური