ლიბერთი ბანკმა რებრენდინგი დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 26 ივნისი 2018 13:05
ლიბერთი ბანკის ახალ კორპორატიულ სტილზე წამყვანმა ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს.
ლოგოსა და სახელწოდებაშიც „ლიბერთი ბანკი“ გამარტივდა და დარჩა მხოლოდ სიტყვა „ლიბერთი“.
ლოგო მარტივი, უშუალო, კრეატიული და თანამედროვეა.  „ბ“ ასო განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალ კონცეფციას - სიმარტივეს, გახსნილობას და თავისუფლებას.
ახალი ვიზუალური სტილი ბანკმა 25 ივნისს სოციალურ ქსელებში ვიდეოთი გამოაქვეყნა. ვიდეო ერთგვარი ანონსია რებრენდინგის, რომელიც ლოგოთი დაიწყო და სამომავლოდ ყველაფერს მოიცავს - სერვის ცენტრებს, ციფრულ არხებსა და პროდუქტებს."

მსოფლიო რაგბის ფედერაციამ 2019 წ იაპონიის რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური ლოგო გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 16:10

მსოფლიო რაგბის ფედერაციამ 2019 წელს იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური ლოგო და თარიღები გამოაქვეყნა - ტურნირი 20 სექტემბერს ტოკიოში დაიწყება და 2 ნოემბერს იოკოჰამაში  დასრულდება.
ტურნირის ლოგოს დიზაინში იაპონიის ორი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა გამოყენებული - ამომავალი მზე და ფუძის მთა. ეს მსოფლიო თასის პირველი ლოგოა, რომელიც 2014 წლის ნოემბერში "რაგბის საერთაშორისო საბჭოს" "მსოფლიო რაგბად" რებრენდირების შემდეგ დამზადდა.
2015 წლის მსოფლიო თასი ამ შაბათს ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის გასამართი მატჩით დასრულდება. აზიისკენ მიმავალ გზაზე ეს ერთგვარად მსოფლიო თასის პირველი ნაბიჯია.
„ძალიან გვახარებს ინგლისი 2015-ის წარმატება. ვგონებ, ტურნირი ყოველმხრივ წარმატებული გამოდგა,“ -  განაცხადა მსოფლიო თასის დირექტორმა ბრეტ გოსპერმა.
„შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის ყველაზე სენსაციური მოვლენა იაპონიის ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობა იყო. დარწმუნებული ვარ, იაპონია-სამხრეთ აფრიკის მატჩისგან ერთ დღეს „სასწაული ყინულზე“-ს მსგავს ჰოლივუდის ფილმს გააკეთებენ. ეს მსოფლიო თასი ყველაზე დაძაბული მატჩი იყო; ჩემის აზრით, იაპონიის თამაშის შემხედვარე მეორე დონის სხვა გუნდებსაც მიეცათ გული და ამიტომ იყო, რომ წელს მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე პატარა ანგარიშთა სხვაობები გვქონდა. დარწმუნებული ვარ, 2019 წლის მსოფლიო თასი გარკვეულ სფეროებში რეკორდებს მოხსნის და, იმავდროულად, ბევრ ახალს მოგვიტანს. ეს სრულიად განსხვავებული ტურნირი იქნება.
მსოფლიო თასის დირექტორმა ალან გილპინმა ასევე გვითხრა, რომ გეგმის მიხედვით, იაპონიის 12 მასპინძელ სტადიონზე მინიმუმ ორ-ორი თამაშის გამართვაა გათვალისწინებული. მატჩების განრიგი მომავალ წელს დადგინდება, ინგლისი 2015-ის სიღრმისეული ანალიზის შემდეგ.
„სამუშაო ბევრი გვაქვს“ აღნიშნა ალან გილპინმა. „ჩვენს იაპონელ პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს წილისყრაზე, მატჩების განრიგზე და გუნდების მასპინძლობასთან დაკავშირებულ ლოგისტიკაზე მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გადასვლას მომავალი წლის მეორე ნახევრამდე ვერ მოვახერხებთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე შესარჩევი თამაშების გარეშე ითამაშებს. ეს უფლება ქართველმა მორაგბეებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის შედეგად მოიპოვეს, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ქვეჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს - ახალი ზელანდიისა და არგენტინის შემდეგ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური