ლილოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:31

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. როგორც  შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, 112-ში შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე მყარი ნარჩენები იწვოდა, ცოტა ხნის წინ შევიდა. 

„შეტყობინების მიღებისთანავე ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ ადგილზე. 5 სახანძრო იმყოფება ადგილზე და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადეს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მათივე თქმით, ცეცხლი ჰექტარნახევარ მიწის ფართობზეა გავრცელებული და სამუშაოების წარმოებას ძლიერი ქარი აფერხებს. 

ლილოს თავშესაფარში მონიტორინგი განახორციელდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 18:17

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და კომისიის წევრმა ია მაკარასარაშვილმა  კომისიის აქტივობის ფარგლებში  ა(ა)იპ „ლილოს მიუსაფართა  თავშესაფარში“ მონიტორინგი განახორციელეს. 

საკრებულოს წევრები  თავშესაფარში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მომსახურე პერსონალსა  და  ბენეფიციარებს გაესაუბრნენ და თბილისის საკრებულოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვეს. 

როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, კომისიის წევრები მსგავს დაწესებულებებში  მონიტორინგს მომავალშიც განახორციელებენ.
ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი  2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ის 240 ბენეფიციარზეა გათვლილი, დღესდღეობით კი მისი მომსახურებით 111  ბენეფიციარი სარგებლობს.

შოთა ხაბარელი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 14:16

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი თხოვნები მოისმინა.

 „ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და კარგად ვიცნობთ თქვენს პრობლემებს,  მე მზად ვარ მოვისმინო და გავიზიარო ყველა ის თხოვნა, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

დიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 17:57

დიდ ლილოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დიდი ლილოს სხვადასხვა ქუჩაზე: სკოლის, აკაკი წერეთლის, არჩილ მეფის, კოსტავას და ნიავის ქუჩებზე, ასევე სასაფლაოს გზაზე განხორციელდა. დიდი ლილოს ტერიტორიაზე, ასევე, მოწყო ახალი სპორტული მოედანი. ივლისის თვეში კი ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრტიონთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თბილისი მერმა და სამგორის გამგებელმა მოსახლეობას მიმდინარე პროექტები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ.

"სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვახორციელებთ მათი მიმდინარეობის მონიტორინგს. კონკრეტულად ამ დასახლებაში ხუთ ქუჩაზე გზა დაიგო, მოეწყო ორი სათამაშო მოედანი და სკვერი, რითაც მოსახლეობა კმაყოფილია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება როგორც საგზაო, ასევე სკვერებისა და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობის სამუშაოები. ამას გარდა კეთდება საყრდენი კედლები და მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ლილოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 10:23

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი გამთენიისას   საწყობში გაჩნდა, სადაც 500 კვადრატულ მეტრამდე ფართი დაიწვა.  საქონელი მთლიანად განადგურდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.  

ხანძრის ჩაქრობას 12 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. ხანზრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები  მუშაობენ.  

 

 

 
 

ახალი სპორტ-კომპლექსი ლილოს დასახლებაში

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:09

ლილოს დასახლებაში ახალი, რეაბილიტირებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა.სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში არ შესულა, რამაც ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. 2015 წელს კი ქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო და შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ კომპლექსში 600 კვ.მ ზომის სპორტული საჭიდაო და მინი ფეხბურთის მოედანია განთავსებული. დღეიდან გაუმჯობესებულ პირობებში 300 - მდე სპორტსმენი და მოზარდი შეძლებს ვარჯიშს. ,,სპორტული ცენტრი ლილო’’ ლილოს დასახლებაში 107-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან ერთად გახსნა.

 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური