PSP გასული წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაციის ბაზრის ლიდერია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018 15:26

PSP 2017 წლის ანგარიშგების მონაცემებით ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

PSP ჯგუფი ფარმაცევტული მიმართულებით 215 აფთიაქს და უნიკალურ საწარმოს

GM Pharmaceutical-ს ფლობს და 243 სხვადასხვა დოზირების 150-მდე დასახელების მედიკამენტს აწარმოებს, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. GMP-ის წარმოებული მედიკამენტები მსოფლისო 9 ქვეყანაში იყიდება და ექსპორტის რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ გასულ წელს GMP-ის წარმოებული 5 მილიონი კოლოფი მედიკამენტის ექსპორტი განხორციელდა.

საერთო ჯამში ფარმაცევტული საქმიანობიდან 2017 წელს PSP-ს შემოსავალი 537 580 000 ლარი იყო, რომლიდანაც GMP-ის შემოსავალი 94 259 000 ლარი, ხოლო PSP-ს სააფთიაქო ქსელის შემოსავალი 443 321 000 ლარი დაფიქსირდა.

2018 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ექსორტის ხარჯზე ფარმაცევტული წარმოება 30%-ით გაიზარდა, PSP კვლავაც ფარმაცევტული ბაზრის უპირობო ლიდერია.

PSP ბრიტანული ინოვაციური მშრალი შამპუნების რეალიზაციას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 25 ივნისი 2018 12:48

PSP, როგორც ლიდერი კომპანია, რომელიც მუდმივი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს ქართულ სამომხმარებლო ბაზარს. ამჯერად PSP თანამედროვე ცხოვრების რიტმის კვალდაკვალ შექმნილ სიახლეს - მშრალ შამპუნებს წარმოადგენს. შამპუნის გამოყენებისათვის არაა საჭირო წყალი და სხვა სააბაზანო საშუალებები. მშრალი შამპუნის გამოყენა საოფისე სივრცეში, სასწავლო დაწესებულებასა თუ სპორტულ დარბაზში შეიძლება.

Soft&Gentle-ს მშრალი შამპუნი თმის გამწმენდი კომფორტული საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი სიმინდის და ბრინჯის სახამებლის მიკროკრისტალები სწრაფად იწოვს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს, უსიამოვნო სუნის შეგრძნებას და თმას სისიფთავეს, სასიამოვნეო სურნელს და მოცულობას ანიჭებს.

მშრალი შამპუნი სპრეის ფორმით არის წარმოდგენილი და კომფორტულია მოხმარებისას. მისი შესხურება თმას ცხიმისგან ათავისუფლებს და წყალთან კონტაქტის გარეშე ანიჭებს ბზინვარებას და მოცულობას.

„მშრალი შამპუნი  უალტერნატივოა, როდესაც უცბად გიწევს მოწესრიგება და ვერ ასწრებ სალონში სტუმრობას ან აბაზანაში შესვლას. მაშინ, როდესაც წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება, მშრალი შამპუნი უალტერნატივოა. ეფექტურად იყენებენ მშრალ შამპუნს მშობლებიც, რადგან სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელი ხდება თმას სისუფთავე და მოცულობა მივანიჭოთ. ამ პროდუქტს აქტიურად იყენებენ ჰოსპიტალურ სექტორშიც მწოლიარე ავადმყოფის ჰიგიენისთვის. ეს არ არის შამპუნის შემცვლელი, მარტივი და კომფორტული გამოსავალია თმის სწრაფად მოსაწესრიგებლად,“- აცხადებენ PSP-ში.  

Soft and Gentle-ს მშრალი შამპუნები სრულიად საქართველოში  PSP-ს 200-ზე მეტ აფთიაქშია წარმოდგენილი და მისი ღირებულება 12 ლარსა და 53 თეთრს შეადგენს. ერთი სპრეის გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ არის შესაძლებელი.

შემოქმედებითი ევროპა: საქართველო - ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017 18:48

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკუსიები და ინიციატივების რაოდენობა კულტურული პოლიტიკის სფეროში ბოლო სამ წელიწადში 20%-ით გაიზარდა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს ევროკავშირის პროგრამა "კულტურა და შემოქმედებითობა", რომელიც 2015 წელს დაიწყო 6 ქვეყანაში.

პროგრამა კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: პრაქტიკული კვლევები, სტრატეგიებისა და რეფორმების შემუშავება, ტრენინგები კულტურული სექტორის მოდერნიზაციისთვის, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა და კულტური როლის გაგების ამაღლება.

პროგრამა "კულტურა და შემოქმედების" ხელმძღვანელმა ტიმ უილიამსმა აღნიშნა:

"საქართველო ალბათ ყველაზე წარმატებულია ექვს ქვეყანას შორის. ის ეტაპობრივად ითვისებდა გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ ვუზიარებდით. ეს პროგრამა "სტრატეგია 2025-ში" აისახა და ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა კვლავაც განავითარებს შემოქმედებით ინდუსტრიებს".

პროგრამის მიღწევები საქართველოში

• "კულტურა და შემოქმედებითობა" მჭიდროდ თანამშრომლობდა კულტურის სამინისტროსთან "სტრატეგია 2025-ის" შემუშავებისას;

• 2016 წელს პროგრამამ საქართველოში გამართა კონფერენცია, რომლის მიზანიც კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის თაობაზე ცნობიერების ამაღლება იყო;

• კულტურის სამინისტრომ მოამზადა ანგარიში "შემოქმედებითი საქართველო: კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების საგზაო რუკა 2016-17 წლებში". ანგარიში 18 ამოცანისგან შედგებოდა, რომელთაგან პროგრამის საქმიანობაზე პროცესის 50% მოდიოდა;

• პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების სამი კვლევა, ითარგმნა ორი წიგნი და ასევე კულტურული მენეჯერებისთვის მოეწყო საგანმანათლებლო ტურნე სლოვენიასა და ჩეხეთში;

• მცხეთა-მთიანეთი საპილოტე რეგიონად იქცა პროგრამაში "შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები". ექსპერტებმა მოამზადეს კვლევა და სტრატეგია, რომელიც ქალაქს შემოქმედებითი პოტენციალის ამაღლებაში დაეხმარება.

ინსტრუმენტები

კულტურის განვითარების ინდიკატორები. იუნესკოს მეთოდოლოგიით ჩატარებულ კვლევებში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ფაქტები და ციფრები საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების თაობაზე. ციფრები და რეკომენდაციები ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ეკონომიკა, განათლება, მართვა, საზოგადოებრივი ჩართულობის დონე, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და კულტურული მემკვიდრეობა. მონაცემები შეიძლება გამოყენებული იყოს რეფორმების დაგეგმვისა და ადვოკაციისათვის.

კვლევები. პროგრამა ასევე იყო ორი მნიშვნელოვანი კვლევის მხარდამჭერი: "კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება საქართველოში" — რომელიც ექსპერტმა კრისტინა ფარინგმა მოამზადა; და "პერფორმაციული ხელოვნებების სექტორის განვითარება" — რომელიც იულია პოპოვიჩმა მოამზადა.

სახელმძღვანელო, რომელშიც მიტოვებული ქარხნების, სარკინიგზო სადგურებისა და ხომალდების ბაზაზე რენოვაციისა და კულტურული ცენტრების შექმნის 30 საუკეთესო მაგალითია შესული. სახელმძღვანელოს ავტორმა პეტერ ლენიმ 123 ისტორიასა და ინტერვიუს მოუყარა თავი, რომლებშიც აქტივისტები რენოვაციის გამოწვევებზე, პრობლემებსა და უპირატესობებზე საუბრობენ. წიგნი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის ენებზე ვთარგმნეთ, მათ შორის, ქართულადაც. სახელმძღვანელო თავისუფალ წვდომაშია ჩვენს საიტზე.

დევიდ პერიშის წიგნი "მაისურები და კოსტიუმები: კრეატიული ბიზნესის გიდი" ასევე ნათარგმნია ქართულად და ისიც ღია წვდომაშია. სახელმძღვანელოდან თქვენ შეიტყობთ, თუ როგორ უნდა გახადოთ კრეატიული იდეა და კულტურული პროდუქტი მომგებიანი.

საიტზე, რომელზე წვდომაც პროგრამის ამოწურვის შემდეგაც იქნება შესაძლებელი, განთავსებულია: 14 ონლაინ-ლურსი კულტურული მენეჯერებისთვის (რვა ენაზე), კულტურის ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის თაობაზე ფაქტებისა და ციფრების ჩამონათვალი და ასევე 500 სხვა სასარგებლო რესურსი დაფინანსების, პარტნიორებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების მოსაძიებლად.

სამი წლის განმავლობაში პროგრამამ მოაწყო 252 ღონისძიება, გამოაქვეყნა 870 სტატია და შეიძინა 30 ათასზე მეტი ხელმომწერი Facebook-ზე.

 

სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 დეკემბერი 2016 17:58

„სპუტნიკ მნენიას" გამოკითხვის თანახმად, გერმანიის (69%), საფრანგეთისა (51%) და იტალიის (51%) მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთ ზესახელმწიფოდ დარჩა, მსოფლიო ლიდერის როლს ვერ გაუმკლავდა. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „სპუტნიკ“-ის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვაზე, „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ გაუმკლავდა თუ არა მსოფლიო ლიდერის როლს“, გერმანელების მხოლოდ 24%-მა, ფრანგების 35%-მა და იტალიელების 42%-მა გასცეს დადებითი პასუხი. პასუხი არ ჰქონდათ ფრანგების 10%-ს და გერმანელებისა და იტალიელების 7-7%-მა.

1991 წლის 8 დეკემბერს ხელი მოეწერა ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ.

ამ დღეს ვისკულებში (ბელოვეჟის ტყეში ბელარუსის სამთავრობო რეზიდენცია) ბელარუსის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის სახელმწიფო მეთაურებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმებას.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop –მა 2016 წლის ივლისის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში შერჩეული 3006 რესპონდენტი. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას" შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

სპუტნიკი ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური