საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 11 მარტი 2018 06:01

შიდა კულუარული ინფორმაციის დაყრდნობით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება და ორანიზაცია აქტიურტად აპირებს ქვეყანაში მიმდინარე ახალგაზრდულ მოვლენებზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დავუკავშირდით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელ ნოდარ თათვიძეს, რომელიც ადასტურებს ინფორმაციას. ''დიახ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ბრუნდება და ის იქნება განახლებული შემადგენლობით, მე პირადად უახლოეს მომავალში წარვადგენ ახალ შემადგენლობას და ვფიქრობ რომ მათი მიზანი რაც მე წარმომიდგინეს საკმაოდ ლოგილური და მიზანმიმართულია ახალგაზრდული ცხოვრების უფრო მეტად გამრავალფეროვნებისა და გაუმჯობესებისთვის. აქვე დავძენ იმასაც რომ წარდგენის შემდგომ არ ჩავერევი მათ საქმიანობებში და ისინი თვითონვე გადაწყვეტენ თავიანთ ნაბიჯებს თუ რა უნდა განახორციელონ ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების უფლებების დასაცავად და ა.შ.'' - აცხადებს, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი ნოდარ თათვიძე. ასე რომ, ველოდებით საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დაბრუნებას და მათი აქტივობების განხორციელებას, ისინი უკვე მრავალი წელია აქტიურად იცავენ სტუდენტთა და არა მარტო სტუდენტთა უფლებებს!..

ინტერვიუ წარმატებულ ახალგაზრდასთან ნოდარ თათვიძესთან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017 15:42

ნოდარ თათვიძე 2011 წლიდან აქტიურად გამოჩნდა ტელევიზიების ეკრანებზე სტუდენტთა უფლებების დამცველად, მან ჩამოაყალიბა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და ამის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად იცავდა სტუდენტთა უფლებებს, ახლა კი ნოდარი ტელე-კომპანია თრიალეთის თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორია.

ნოდარ პირველ რიგში მოგესალმებით. რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება და რამდენად დიდი როლი ითამაშა ლიგამ თქვენს ცხოვრებაში?

მოგესალმებით, მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის, რაც შეეხება შეკითხვას, საქართველოს სტუდენტთა უფელების ლიგის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი იყო, რომ საქართველოში სტუდენტთა უფლებები ყოფილიყო დაცული და ახალგაზრდული ცხოვრება უფრო მეტად განვითარებული, ლიგამ ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ახალგაზრდებითვის, მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი თუ სხვადასხვა აქტივობები უკავშირდება და სწორედ ამიტომ 4 000-ზე მეტი წევრი გააერთიანა ორგანიზაციამ. რა თქმა უნდა ლიგამ დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში და კარიერაში. მე მეამაყება ის, რაც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა განვახორციელეთ ორგანიზაციაში და რა თქმა უნდა თავისთავად არც თუ ისე ხანმოკლე მუშაობამ ორგანიზაციაში მომცა დიდი გამოცდილება და ეს გამოცდილება მე დღეს ძალიან მეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში და კარიერულ წინსვლაში.

ნოდარ დღეს თქვენ ხართ ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის აღმასრულებელი დირექტორი. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ მოხვდით ტელეკომპანიაში? 

პირველ რიგში ვიტყვი რომ ტელეკომპანიებთან ურთიერთობა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაში დავიწყე, ჩვენ ორგანიზაციაში ბევრი აქტივობა გვქონდა და მიწევდა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მედიასთან ურთიერთობა ამავდროულად სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათ შორის თქვენს საინფორმაციო სააგენტო ‘’News Day Georgia’’-სთან. ასევე რამდენიმე წლის წინ მქონდა საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელიც გადიოდა ტელეკომპანია "სტარვიზიაზე" და რომელიც საკმაოდ კარგი რეიტინგით სარგებლობდა, მოკლედ ტელევიზიის სივრცე ჩემთვის უცხო არ იყო. ხოლო რაც შეეხება ტელეკომპანია თრიალეთს, თბილისის ოფისის დირექტორის ვაკანსია ვნახე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს ვებ-გვერდზე, გავაგზავნე რეზიუმე და გასაუბრების საფუძველზე დავიკავე აღნიშნული პოზიცია ტელეკომპანიაში.

რა ღონისძიებებს ატარებთ ტელე-რადიო კომპანია თრიალეთში?

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე არსებული გადაცემების უფრო მეტად განვითარებაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი მოვარგოთ თანამედროვე სტანდარტებს.ჩვენ ასევე პერიოდულად ვაცხადებთ სტაჟირების კონკურსს და ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას გაიარონ სტაჟირება ჩვენთან და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ჟურნალისტებად. გვაქვს როგორც გასართობ-შემეცნებითი ამავდროულად პოლიტიკური გადაცემები.ჩვენ გადაცემებში ვეხებით ყველანაირ თემას როგორიცაა: განათლება, კულტურა, სპორტი, მედიცინა და ა.შ. შესაბამისად ტელეკომპანია თრიალეთი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ჩვენი ტელევიზიის რეიტინგი დღითი დღე იზრდება.

რა პროფესიის ხართ და ასევე რამდენადაც ვიცი თქვენ ატარებდით ტრენინგებს სტუდენტებისთვის, რა თემებზე უზიარებდით მათ თქვენს გამოცდილებას?

მე საჯარო მმართველობის დოქტორანტი ვარ, სტუდენტობის პერიოდში სწავლის პარალელურად ჩამიტარებია არაერთი ტრენინგი ახალგაზრდებისთვის, როგორიცაა მოტივაცია, ლიდერული უნარჩვევები, სტუდენტთა უფლებები და ა.შ. მე ზოგადად ვარ ის ადამიანი,რომელიც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ცდილობს ახალგაზრდების გვერდით ყოფნას და ზრუნავს მათ წარმატებაზე, ეს ასე იყო საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაშიც და ტელეკომპანია თრიალეთშიც ასეა, მე ვცდილობ მაქსიმალურად ვიზრუნო ჩვენს სტაჟიორებზე და მათ კარიერულ წინსვლაზე.

როგორც დოქტორანტი გაქვთ თუ არა რაიმე გეგმები მომავალში აკადემიურ სფეროსთან დაკავშირებით?

პირველ რიგში ჩემი მიზანია წარმატებით დავიცვა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი და პარალელურ რეჟიმში ვგეგმავ ლექციების წაკითხვას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რამდენად რისკიანი ადამიანი ხართ?

ვფიქრობ საკმაოდ რისკიანი ადამიანი ვარ, მიმაჩნია, რომ ადამიანი თუ არ არის რისკიანი, მას გაუჭირდება დასახული მიზნების და ზოგადად წარმატების მიღწევა. 

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით?

ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ახლა საუბარი მიღწევებით კმაყოფილებაზე ნაადრევია. ბევრ რამეს ვგეგმავ ცხოვრებაში, რომელზე საუბრისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

რამდენად დატვირთული ხართ და როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

მეტად რთული კითხვაა, ჩემი დღის რეჟიმი დილით რვა საათზე იწყება და ღამის ორ ან სამ საათზე მთავრდება. გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ვახერხებ განტვირთვას და თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ ქალაქგარეთ.

ნოდარ თქვენს პირად ურთიერთობებში რა ხდება?

ესეც ცოტა რთული კითხვაა, ზოგადად არ მიყვარს პირად ურთიერთობებზე საუბარი შესაბამისად შევიკავებ ვრცლად საუბრისგან თავს, თუმცა მოკლედ შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი.

ნოდარ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებას!

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 დეკემბერი 2016 09:23

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

ნოდარ თათვიძემ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 11:03

ნოდარ თათვიძე თავის Facebook პროფილზე აქვეყნებს განცხადებას რომელსაც უცვლელად გთავაზოთ.

''ჩემ ცხოვრებაში დადგა ახალი ეტაპი, ვმუშაობ რამდენიმე სერიოზულ პროექტზე, რომელთა ნაწილი უკვე ცნობილია, ნაწილი კი სულ მალე გახდება ცნობილი ..როგორც მოგეხსენებათ ხუთ წელზე მეტი აქტიურად ვხელმძღვანელობდი საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას, არასამთავრობო ორგანიზაციამ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა, მან მთელი საქართველოს მაშტაბით 4 000-ზე მეტი ახალგაზრდა და ნამდვილად საამაყო საპატიო მეგობრები გააერთიანა .. მე, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ თანამშრომლები რომლებმაც საერთო საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს, რის გამო მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო .. ჩვენ ერთად შევძელით და ვთქვით დიდი სიტყვა ახალგაზრდულ ცხოვრებაში, ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია, რომელიც სტაბულურია .. საქართველოს სტუნდეტთა უფლების ლიგაზე ბევრი კარგი რამ შეიმიძლია ვთქვა .. მე მივიღე გადაწვეტილება და ვტოვებ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის თანამდებობას და ორგანიზაციაში ვტოვებ ძალიან აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, რომლებიც მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ უფრო დიდი აქტიურობით გააგრძელოს თავისი საქმიანობა .. მინდა წარგიდგინოთ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ლაპკო. ნინო მიზანდასახული და ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა და მჯერა, რომ ის აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის საქმიანობას, მე მინდა ნინოს ვუსურვო წარმატებები!..'' - აღნიშნულია განცხადებაში.

სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების, აბიტურიენტებისა და სტუდენტების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია ჩატარდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 13:58

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი და სატელევიზიო გადაცემის ახალგაზრდული აქცენტების ავტორი/წამყვანი ნოდარ თათვიძე თავის Facebook პროფილზე აქვეყნებს პოსტს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
''საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და სატელევიზიო გადაცემა, ახალგაზრდული აქცენტების საორგანიზაციო ჯგუფი, ვატარებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით ბერი ანდრიას ფონდში მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს.
საქველმოქმედო აქციას უერთდებიან:
პარლამენტარი - ქალბატონი ანი მიროტაძე და "Europa Donna Georgia"-ის პრეზიდენტი - ქალბატონი ანნა მაზანიშვილი.
ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებელ, დედა თინათინთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე მათ ესაჭიროებათ პირველადი დახმარების მედიკამენტები და საკვები პროდუქტები (რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და სხვა...)
სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას შეგიძლიათ შემოუერთდეთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ბერი ანდრიას ფონდში მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს.
ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე!..
✔დაგვიკავშირდით: 593395329''.

საკალათბურთო „ა“ ლიგა 10 იანვარს დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 17:29

საკალათბურთო „ა“ ლიგა 10 იანვარს დაიწყება. ეს თარიღი დღეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე დადგინდა. საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და „ა“ ლიგაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებმა ტურნირის დაწყების თარიღთან ერთად სხვა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის მსგავსად, „ა“ ლიგაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს. დებულების თანახმად, თამაშები ჩატარდება 3 წრედ და საუკეთესო გუნდი სუპერლიგის 2016-17 წლების სეზონში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 5 იანვარია, ხოლო თამაშები 10 იანვრიდან დაიწყება.  

ნოდარ თათვიძის საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'' იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:14

დღეს 21:00 საათზე ნოდარ თათვიძის საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'' იწყება

✔ რა მიმდინარე პროექტები და გეგმები აქვს განათლების სამინისტროს?
✔აქვთ თუ არა სტუდენტებს რაიმე სახის შეღავათები?
✔რა როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების სფეროს განვითარებაში?

ამ და სხვა საინტერესო თემებით '' ახალგაზრდული აქცენტები '' - გადაცემა, რომლის მიზანია გაკეთდეს აქცენტები, იმ პრობლემებზე, რომლებიც გვხვდება ახალგაზრდულ ცხოვრებაში, ამავდროულად განიხილოს და მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები, შესაბამისი სფეროს კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად.

უყურეთ Starvision-ზე და უსმინეთ რადიო Star FM-ზე.

დღეს, 21:00 საათზე ''ახალგაზრდული აქცენტები'' - ეს თქვენი გადაცემაა!

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა მე-3 სეზონს იწყებს

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 08 ნოემბერი 2015 12:59

კალათბურთის სამოყვარულო ლიგა მე-3 სეზონს იწყებს. ჩემპიონატში მედიისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი 2 ეტაპად ჩატარდება და 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური