ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას #გულით - წამყვანი კომპანიები შეურთდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 12:14

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ლიბერთიმ თანამოაზრეები შემოიკრიბა - პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.

16 ოქტომბრიდან, ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შეთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ექიმთან ვიზიტზე.

‘გულით გაკეთებული სიკეთე, თუნდაც მცირედი, გაძლიერებს და გაძლევს ძალას, რომ არ მოდუნდე, გაიზიარო, დაეხმარო და ეცადო ყოველთვის იყო იქ, სადაც ადამიანებს სჭირდები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პარტნიორმა წამყვანმა კომპანიებმა, კიდევ ერთხელ გაიზიარეს ლიბერთის ინიციატივა და ღირებულებები და დღეიდან, უკვე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ  უფროსი ასაკის ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას ყოველდღიური საჭიროების მედიკამენტსა თუ პროდუქტზე. მჯერა, მხოლოდ ასე გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რომლიც წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო.’ - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვნება. ამ ერთობლივი პროექტით გვინდა, რომ მომხმარებლებს ლაბორატორიული და სამედიცინო სერვისები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი და ქრონიკული დაავადებების მართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტის ფარგლებში შეღავათები საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე ვრცელდება.“ - გიორგი გორდაძე - „ევექსი კლინიკების“ დირექტორი

„უკვე მეორე წელია ფარმადეპო ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ფასს სთავაზობს 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას. პანდემიამ ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენი სექტორის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფარმადეპო, სოციალური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესთავაზებს საუკეთესო პირობას არა მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც შეთავაზება ამ 2 წლის განმავლობაში ისედაც ვრცელდებოდა, არამედ დამატებით მოვლის საშუალებებზე, სამედიცინო ტექნიკაზეკიდევ უფრო გავაფართოვებთ სოციალური პროექტის არეალს და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს საუკეთესო ფასს შევთავაზებთ ბავშვის მოვლისა და კვების პროდუქციაზეც. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ პროექტის ფარგლებში შეღავათით სარგებლობენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, რომელთაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ.“ ქეთი კოზმანაშვილი, ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელი.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასები შევთავაზოთ და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური დანახარჯები ყველაზე მაღალ მოთხოვნად პროდუქტებზე’ - დავით ურუშაძე, ნიკორა სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი. (R)

ლიბერთი ბანკი, #ლიბერთიგულით პროგრამის ფარგლებში სესხების გადავადების მეორე ეტაპს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 ივნისი 2020 22:33

ლიბერთი ბანკიმომხმარებელზე ზრუნვისთვის და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საშეღავათო პერიოდს სასესხო ვალდებულებებზე სთავაზობს პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს სამსახური. მეორე ეტაპის, ავტომატური საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლება:

- ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას.

ავტომატური საშეღავათო პერიოდი შეეხება ფიზიკური პირების (გარდა მეწარმე ფიზიკური პირებისა) მხოლოდ იმ სასესხო ვალდებულებებს, რომელიც იყო აქტიური 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით, უწევთ თუნდაც 1 გადახდის თარიღი 2020 წლის 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით და 14 მარტის მდგომარეობით არ გააჩნდათ არც ერთი სესხი, რომელიც იყო ვადაგადაცილებული 30 დღეზე მეტი ვადით;

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს ავტომატური საშეღავათო პერიოდის პირობით სარგებლობა, მას ექნება საშუალება დააფიქსიროს უარი 30 ივნისამდე შემდეგი არხებით: ბანკომატები, ინტერნეტ/მობაილ ბანკი, დისტანციური მომსახურების ცენტრი, ლიბერთის ნებისმიერი სერვის ცენტრი და მომსახურე ბანკირი.

ავტომატური საშეღავათო პერიოდი არ შეეხება: სალომბარდე სესხებს, ანაბრით უზრუნველყოფილ სესხებს, აწარმოე საქართველოში’ და შეღავათიანი აგროკრედიტის’ ფარგლებში გაცემულ სესხებს და ფიზიკურ პირებზე ბიზნეს მიზნობრიობით გაცემულ სესხებს, რომელთა მიმდინარე ვალდებულება აღემატება 100 000 ლარს (შესაძლებელია ამ უკანასკნელის ინდივიდუალურად განხილვა).

ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და მათთვის სასესხო ვალდებულებების შემსუბუქების მიზნით, მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდი ასევე შეეხება:

- მომხმარებლებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი და ეს იდენტიფიცირებულია ბანკის მიერ;

- მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ სოციალური სესხებით და ოვერდრაფტებით (მათ შორის საპენსიო სესხები და ოვერდრაფტები), კერძოდ:

სოციალური სესხები: 14 ივნისიდან მოხდება სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხის გადავადება და 14 ივნისიდან - 14 აგვისტომდე პერიოდში მსესხებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. სესხის დაფარვის ვადა კი გაიზრდება ისე, რომ არ შეიცვალოს პანდემიამდე არსებული სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი.

სოციალური ოვერდრაფტები: 2020 წლის 14 ივნისი - 14 აგვისტოს განმავლობაში მომხმარებლები გადაიხდიან მხოლოდ მიმდინარე თვის დარიცხულ პროცენტს. რაც შეეხება 14 მარტი - 14 ივნისის პერიოდში გადავადების შედეგად დაგროვილ საპროცენტო გადასახადს -  დაიფარება მეორე ეტაპის საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ ყოველთვიური გადასახდელი თანხები მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

ასევე, ლიბერთი ბანკი შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას იმ ბიზნეს მსესხებლებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, ვისი შემოსავლებიც პანდემიის პერიოდში შემცირდა და მომდევნო თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორციელებას. ამ და სხვა შემთხვევებს, ლიბერთი ბანკი განიხილავს ინდივიდუალურად.

მეორე ეტაპის დამატებითი საშეღავათო პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 12 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით. ამ საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, სასესხო ვალდებულებების გადახდა დაიწყება 2020 წლის 1 სექტემბრიდან COVID-ამდე (ანუ 2020 წლის 14 მარტამდე) შედგენილი და მომხმარებელთან შეთანხმებული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ თარიღებში.

დამატებითი ინფორმაცია და ხშირად დასმული კითხვები:  libertybank.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING  

(R)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური