„ნუმიზმატიკური საგანძურის“ გამოფენა-სიმონ ჯანაშიას მუზეუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 12:46

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის“გამოფენა გაიხსნა.გამოფენა ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით გაიმართა .  „ნუმიზმატიკური საგანძურის“ ექსპოზიციით საზოგადოებამ გაიცნო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მომოქცევის ისტორია ძვ.წ VI საუკუნიდან 1834 წლამდე. გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყოსხვადასხვა წონისა და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური(ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი,რომლებიც უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებლისათვის პირველად გამოიფინა ქართულ-სასანური იშვიათი დრამები,ჯაფარიანების თბილური დირჰემები, ბაგრატიონების ბიზანტიური ტიტულიანი ვერცხლის ქართული საფასეები, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა, რუსუდან დედოფლის უნიკალური დრამა, გიორგი IV ლაშას უნიკალური სპილენძის მონეტა, ყვარყვარე ათაბაგის,იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეების მონეტები. „საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტები, რომლებიც 27 საუკუნეს ითვლის,ზუსტად ასახავს ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურმდგომარეობას, რაც მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა სახელმწიფოსათვის. გამოფენა გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ. ,,ლიბერთი ბანკი“ მუდამ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაში’’ განაცხადა ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ. ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარედგინა საზოგადოებას.

"ლიბერთი ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 10:31

გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკში", რომელსაც გუშინ რამდენიმე პირი დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ათეული ათასი ლარი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბანკის თანამშრომლებიც, თუმცა მათ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ. ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 17:04
ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანებს წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი,  საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შეემატა.
7 აგვისტოს, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ პრესას ლიბერთი ბანკის ბრენდის ახალი დესპანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუდგინა.
ნიკოლოზი 1992 წელს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს „გრენაით ბეის“ სკოლა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ვარჯიში. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში.  არის ამერიკაში ორინჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ჩოგანი გახდა. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10,000-იანი ტურნირი მოიგო.  2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა. ნიკოლოზმა ახლახანს მიიღო მონაწილეობა ვილმბდონის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მერვედ ფინალში გავიდა. 26 ივლისს ნიკოლოზმა ჰოლანდიაში “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ის ახლა მსოფლიოს 90 -ე ჩოგანია.
ლიბერთი ბანკის მუდმივად ზრუნავს პერსპექტიულ ქარველ ახალგაზრდებზე, რომლებიც სპორტის ხელოვნების, განათლების და სხვა დარგებში მოღვაწეობენ, ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას.  ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანები სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც წარმატებებს ლიბერთი ბანკთან ერთად აღწევენ.
 
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური