ლესია უკრაინკაზე ბაიოპიკის რეჟისორი ნანა ჯანელიძე გახდება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 14:57

სია უკრაინკაზე ბაიოპის (ბიოგრაფიული ფილმის) რეჟისორი გახდება ქართული კინორეჟისორი და სცენარისტი ნანა ჯანელიძე. ასევე მალე გამოცხადდება მსახიობთა კასტინგი , ხოლო პროექტის გუნდი დაიწყებს თიზერის გადაღებას.

ნანას კინემატოგრაფიულ პორტფოლიოში 5 სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელშიც იგი გამოვიდა რეჟისორის სახით და 6 ნამუშევარი, სადაც ნანა სცენარის ავტორი გახდა. კერძოდ, ფილმი "მონანიება" (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1987), რომელშიც იგი გახდა სცენარის ავტორი, მოიპოვა კანის კინოფესტივალის გრანპრი, ასევე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი". ფილმი ლესია უკრაინკას შესახებ  - ნანა ჯანელიძის პირველი კინოლენტი, რომელიც უკრაინაში იქნება გადაღებული.

"ლესია უკრაინა - ეს არ არის მტვრიანი პორტრეტი სკოლის კედელზე, ეს არის  ცოცხალი, ვნებიანი, ეჭვიანი, თავდაუზოგავი ქალი, რომელიც ებრძვის სასიკვდილო დაავადებას. მან ხარბად დახარჯა, "იგრძნო" ბედის ნაჩუქარი სიცოცხლის თითოეული მომენტი,  რათა აესახა საკუთარ შემოქმედებაში დიდი ნიჭის მეტად ძნელი ტვირთი. როგორც კი გავიგე ამ პროექტის არსებობის შესახებ, მაშინვე მომინდა მასზე მუშაობა, რადგან ჩემთვის ეს ძალიან შთამაგონებელი ამბავია ", - ამბობს ნანა ჯანელიძე.

სურათი სამუშაო სათაურით "ლესია უკრაინკა.ტყის პირი (უზლისია)» წარმოადგენს დიდი პოეტი ქალის ადრეული წლებიდან ბოლო დღეებამდე ცხოვრების ისტორიას. ორი რეალობა - ყოველდღიური ცხოვრება და ლესიას შინაგანი სამყარო - მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ასახავს მისი  ბედის ყველა საკვანძო მოსახვევს. ბაიოპიკის სცენარზე მუშაობს ალექსანდრე ლავრენჩუკი.  შემოქმედებითი ჯგუფის მიერ სურათზე მუშაობის პროცესში აქტიურ თანამშრომლობაში ჩართულია ლესია უკრაინკას შემოქმედების და ცხოვრების ექსპერტები. ფილმის კრეატიული პროდიუსერი და იდეის ავტორი არის  იულია სინკევიჩი (JS Films, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი)  , ხოლო თანაპროდიუსერი - მარია მოსკალენკო (FX FILM Georgia).

"ჩვენთვის, ლესია უკრაინკას  ისტორია  ძალიან პირადულია.  ჩვენ გვინდოდა, რომ მისი ეკრანიზაცია აუცილებლად ქალის მიერ ყოფილიყო განხორციელებული. ჩვენ განვიხილავდით რეჟისორებს უკრაინიდან და საქართველოდან - რადგან ლესია უკრაინკას ცხოვრება ამ ორ ქვეყანასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გვჭირდებოდა რეჟოსორი ახალი და მიუკერძოებელი ხედვით - ყველა ეს თვისება შესანიშნავად შეთავსებულია ნანა ჯანელიძეში. სცენარმა იგი შთააგონა პირველივე ხაზებიდან - ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მასზე და მალე დავიწყებთ თიზერის გადაღებას ", - აცხადებენ ფილმის პროდიუსერები იულია სინკევიჩი და მარია მოსკალენკო.

12 სექტემბერს, კომპანია ჯეი ეს ფილმსა  და უკრაინული კულტურის ფონდს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტის მხარდჭერის შესახებ. ადრე პროექტმა "ლესია უკრაინკა. ტყის პირი (უზლისია)» უკრაინული კულტურის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს შორის 1 ადგილი დაიკავა  "აუდიოვიზუალური ხელოვნების " კატეგორიაში და მე -3 ადგილი ყველა საერთაშორისო პროექტებს შორის.  

შეგახსენებთ, რომ  მანამდე  ბაიოპიკის სცენარი შერჩეულ იქნა ScripTeast-ის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.   

უკრაინის კულტურული ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც უკრაინის შესაბამისი კანონის საფუძველზე შეიქმნა 2017 წელს ქვეყანაში ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების  ხელშეწყობის, ინდივიდებისა და საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის, მოქალაქეებისთვის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ფართო ხელმისაწვდომობის, კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობისა და უკრაინული კულტურის მსოფლიო კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფონდის საქმიანობის  მართვას და კოორდინირებას ახორციელებს უკრაინის კულტურის სამინისტროს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური