უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 12:30

უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია.“ 

სფფ-ს პრეს-რელიზი

ლევანი გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს, - პრემიერი კობიაშვილის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 19:38

პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია.
"მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვენ და ის  არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 

ლევან კობიაშვილი გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 10:32
"გლდანში, 21-ე ოლქში, ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ბატონ ლევან კობიაშვილს, ყველასათვის საამაყო კაცს. მას წარმატებული კარიერა ჰქონდა ფეხბურთში. ახლა უერთდება ჩვენს გუნდს და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკასაც საკმაოდ დიდი წარმატებით გაართმევს თავს,"- ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბუთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. შეგახსენებთ, ამჟამად ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტია, ფეხბურთის ფედერაცია მან 2015 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგად ჩაიბარა.

მძლეოსნობის ფედერაციას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს,- ლევან კობიაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 18:53

მძლეოსნობის სტადიონზე ჩატარებული ტურნირებისთვის მძლეოსნობის ფედერაციას ფეხბურთის ფედერაციისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს სპორტული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისუაბრა.

„სტადიონის შენახვა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფეხბურთისა და მძლეოსნობის ფედერაციები წლის განმავლობაში ჩასატარებელ ტურნირებს შეთანხმებით დაგეგმავენ.  სტადიონი სფფ-ის განკარგულებიშია,  მძელოსნობის ფედერაციას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს, თუმცა კონკრეტულ თანხას ჯერ ვერ დავასახელებ. სატელეფონო საუბარი მქონდა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, დეტალები უახლოს მომავალში გაირკვევა. ფეხბურთი, მძლეოსნობა, რაგბი არ უნდა დავყოთ, სპორტის ყველა სახეობა ჩვენია. იგივე მესხის სტადიონზე ჩატარებული მატჩების დროს რაგბის კავშირი და სხვადასხვა კლუბები გარკვეულ საფასურს იხდიან, ჩვენ ვცდილობთ მინიმალური თანხა გადავახდევინოთ," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ,  ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ თბილისში მდებარე სტადიონი, რომელიც „თბილისი 2015-ის“ ფარგლებში მძლეოსნობისთვის აშენდა  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.

ლევან კობიაშვილის საგანგებო პრესკონფერენცია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 15:49

დღეს ს 17:00 საათზე, ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. 

გია გეგუჩაძე 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი და ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელი იქნება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 16:05

გია გეგუჩაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი და ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელი იქნება, - განცახება ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კააკეთა.

26 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომის გადაწყვეტილებით, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის.

ამ დრომდე გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო.

 

კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება, - ლევან კობიაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 15:52

 როგორც სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, დღეს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კახა ცხადაძე ფეხბურთში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ლევან კობიაშვილი მზად არის ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის მიზნით, კიდევ ერთხელ გამართოს მოლაპარაკება ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან. აღმოსკომის რეკომენდაციით, საზოგადოების და ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს მზაობას გაფორმდეს ურთიერთშეთანხმება, სადაც მოხდება ფედერაციისა და მწვრთნელის ინტერესების გათვალისწინება.

სპეციალური ჯილდო ლევან კობიაშვილს გერმანელი გულშემატკივრისგან

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:42

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გერმანელი გულშემატკივრის სიმპათიის პრიზის მფლობელი გახდა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ბერლინში ტრადიციულ ტურნირზე მონაწილეობდა. გერმანიის დედაქალაქში, 16 იანვარს გამართულ შეჯიბრზე, საუკეთესოს ტიტულისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა. ბერლინის „ჰერტა“, როგორც შეჯიბრის მასპინძელი და ასევე„რომა“, „შალკე“, „ნიურნბერგი“, „უნიონი“ და „ტვენტე“. ბერლინის „ჰერტა“ ნახევარფინალში „შალკესთან“ 3:4 დამარცხდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი „ჰერტამ“ თანაქალაქელ "უნიონს" 8:6 მოუგო.

ტურნირის გამარჯვებული "ნიურნბერგი" გახდა. ფინალში „ნიურნბერგისა“ და „შალკეს“ შეხვედრა 5:5 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „ნიურნბერგმა“ 10:9 გაიმარჯვა. ტურნირი ბერლინის „მაქს შმელინგ ჰალეს“ დარბაზში ჩატარდა. გუნდები კი კლუბების ვეტერანი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

ლევან კობიაშვილმა ტურნირზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ერთობლივად შევქმნით ახალ სავარჯიშო მოედანს, - ლევან კობიაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 16:05

თბილისის მერი, დავით ნარმანია სანდრო ეულის ქ. N5-ში სკოლა „ოლიმპის“ მოედნის დემონტაჟთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ლევან კობიაშვილს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სკოლა „ოლიმპის“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე იმსჯელეს. დედაქალაქის მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მუშაობს სკოლა „ოლიმპის“ მოედნით მოსარგებლე სპორტსმენებისათვის ალტერნატიული მოედნის ტერიტორიის მოძიებასა და მოწყობაზე.

“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, რადგან შედგა ეს შეხვედრა. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ინიციატივით შედგა სამუშაო გჯუფი, გვქონდა პირველი შეხვედრა და მე მიხარია, რომ დღეს თბილისის მერთან კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა. ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვებმა ივარჯიშონ, მათ არ ჩაუვარდეთ სამწვრთნელო მუშაობა. ხოლო მეორე, რაც მთავარია, გამოიძებნოს მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი, სადაც ფეხბურთის ფედერაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო ერთობლივად შევქმნით ახალ სავარჯიშო მოედანს “, - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

„თბილისის მთავრობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენი მომავალი თაობა, სპორტსმენები არ დარჩნენ სავარჯიშო მოედნის გარეშე და სხვადასხვა საშუალებებით შევძლოთ გამოვასწოროთ იმ მანკიერი პრაქტიკის შედეგები, რომელიც დედაქალაქის წინა მმართველობის პირობებში ტერიტორიების უპასუხისმგებლო გასხვისებით იქნა დანერგილი. აღნიშნული დღეს, საკმაოდ, მძიმე შედეგებისა და ფაქტების წინაშე გვაყენებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის, სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი აპირებს მიმართოს საკრებულოს, რათა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და სამომავლოდ, სპორტული ობიექტები უფრო მეტად დაცული იყოს, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის, ქალაქის მერის უშუალო ინიციატივით, 2015 წელს მოხდა ძალიან დიდი მატება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით - სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატა არაერთი დარბაზი, არაერთი სასახლე და ეს პოლიტიკა შემდგომშიც გაგრძელდება. არათუ, ახალი ობიექტები შეემატება თბილისს, არამედ ძველიც, შესაბამისად, უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონიც ესწრებოდნენ.

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური